როგორ ავარჩიოთ თოფი, ანუ პასუხი კითხვებზე "რა თოფი ვიყიდოთ" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
როგორ ავარჩიოთ თოფი, ანუ პასუხი კითხვებზე "რა თოფი ვიყიდოთ" |
Oct 6 2012, 14:52
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ფორუმზე დასმულმა უამრავმა კითხვებმა და გახსნილმა თემებმაა გადამაწყვეტინა ამ საინფორმაციო თემის გახსნა.
ბევრი დამწყები და არამარტო დამწყები მონადირის თავსატეხია თუ რა თოფი იყიდოს. ვერტიკალური, ჰორიზონტალური თუ ნახევარავტომატი. ზუსტად მაგ თემაზე აღმოვაჩინე ფრანგი იარაღისმცოდნის ერიკ ლედუს სტატია ჯურნალ ნადირობაში, თუმცა რიგ საკითხებში ვერ დავეთანხმები და რიგი საკითხები ქართველი მკითხველისთვის არც ისე საჭიროა. ამიტომ გამოვიყენებ მის რამოდენიმე საკმაოდ არგუმენტირებულ მოსაზრება და დავუმატებ ჩემს პირად და ფორუმზე დაგროვილ გამოცდილებასაც. პომპიან იარაღს შეგნებულად არ განვიხილავ, რადგან მას პირადათ მე სანადირო იარარად არ მივიჩნევ. თითქოსდა გადავსებულ მაღაზიებში ხშირად ვერ ვპოულობთ ჩვენთვის სასურველ მოდელს და ხან მაიმარკეტზე და ხანაც ნაცნობებში დავეძებთ. ხან ფასი არ გვაწყობს ხან ხარისხი. პირველ რიგში შევეგუოთ იმ აზრს რომ, იაფი და ხარისხიანი მთლად თანხვედრაში არ მოდიან და მოგვიწევს ოქროს შუალედის ძებნა. ეცადეთ შეიძინოთ ისეთი ფირმის თოფი, რომელზეც რამე გსმენიათ და საზოგადოებაში გარკვეული შეხედულებები უკვე ჩამოყალიბებულია. ნურც მაინცდამაინც ცნობილ ბრენდებს დაუწყებთ ძებნას შეღავათიან ფასში, რადგან ხშირ შემთხვევაში მოძველებული და რესტავრირებული თოფი შეიძლება შეგრჩეთ, ლულის შუსტირებით და ეგრეთ წოდებულ ბოლო რემონტზე. ერც მაიმარკეტის განცხადებებია მაინცდამაინც დასაჯერებელი, რომლებმაც ზაუერი და ზიმსონი მსოფლიოში საუკეთესო თოფებად შერაცხეს და ლამის პერდეს ფასებზე ავიდნენ. ძირითადათ განვიხილავ საქართველოში გავრცელებულ და ხელმისაწვდომ თოფებს. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი ![]() ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი კლასიკური თოფის ნიმუშია, რომელიც ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, განსაკუთრებით ტრადიციების მოყვარულთათვის. ჩვენთან პოპულარული ფირმებიდან ზემოთ აღნიშნული ზაუერი და ზიმსონი წარმოადგენდა ძირითად მასას, თუმცა საბჭოური იჟ 54, იჟ 58, იჟ 26, იჟ 43 იც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მცირე დანამატების გარდა დღესაც ძირითად არჩევანს სწორედ ეს თოფები წარმოადგენენ. უნდა აღინიშნოს რომ თუ მობილჩოკებს არ ჩავთვლით რუსული იარაღის განვითარება სულ დაბლა და დაბლა მიდის. მათ შორის ფოლადის ხარისხი და ლულის დაფერვა (ვარანენია) ამიტომ თუ მაინცდამაინც ამ მარკის თოფის ყიდვას გადაწყვეტთ, უპირატესობა საბჭოთა მოდელზე შეაჩერეთ. ახალი რუსის ყიდვის შემთხვევაში წინასწარ შეეგუათ რომ წმენდა ყოველი ნადირობის ბოლოს აუცილებელია. იგი გაცილებით მოუქნელი, დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა ფასიც შესაბამიასია. რაც შეეხება ნახმარ თოფეს, მათ შორის უცხოურსაც, ყურადღება მიაქციეთ ლულის მდგომარეობას და გამორიცხეთ მისი გადაჩარხულობა (შუსტირება) სხვა ნორმალურ შემთხვევაში ჰორიზონტალური თოფი საკმაოდ პრაქტიკულია. მტკიცე და კონსტრუქციულად უბრალო კალაპოტი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და სხვადასხვა ძალის დატვირთვებსაც კარგად უძლებს. ჰორიზონტალურლულებიანი თოფი ნაკლებს იწონის. ლულები ადვილად იხსნება. ეჟექტორებიც კარგად მუშაობს. იგი მანევრულია და მისი მხარზე მოგდებაადვილია. ვინც მეძებრით ნადირობს, დიდად აფასებს ამ თოფისგახსნილად ტარების შესაძლებლობას. მისი ბრტყელი კალაპოტი, ვერტიკალურ ლულებიანი თოფისგან განსხვავებით, მხარს არ ტკენს და ბუჩქებში გაძრომა,თხრილებზე გადახტომა და ღობეებზე გადაძრომა ადვილია. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფების ძირითად ნაკლად გაფრენილ და გაქცეულ სამიზნეზე დამიზნების დროს გვერდითი ხილვადობის შეზღუდოლობა უნდა დასახელდეს. ასეთ შემთხვევაში მონადირეს, რომელსაც მკვეთრად გამოხატული წამყვანი თვალი არ აქვს, შეიძლება პრობლემა შეექმნეს. დამიზნების ცენტრალური ხაზის ნაცვლად მარჯვენა წამყვანი თვალის შეთხვევაში სამიზნე ხაზი მარჯვენა ლულაზე გადაინაცვლებს და პირიქით. ასე რომ, ერთმანეთის გვერდით განლაგებულმა ლულებმა სწრაფი სროლის დროს შეიძლება ხელი შეგიშალოთ. რაც შეეხება თვითონ თოფს, ძალიან თხელი ცევიოს გამო მისი ხელში მოხერხებულად დაჭერა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ეს გარემოება მონადირეს აიძულებს ან ხელთათმანი ჩაიცვას ან თოფს უფრო სქელი ცევიო გაუკეთოს, რაც მის გარეგნობას ამახინჯებს. |
|
|
|
![]() |
Oct 6 2012, 18:03
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ვერტიკალურ ლულებიანი თოფი
![]() ვერტიკალურ ლულებიანი თოფის გამოჩენა სპორტული სროლის გავრცელება უკავშირდება. ასეთი შეჯიბრის ჩატარების პირობები უფრო დიდ მხედველობის არეს და სწრაფ, ზუსტ დამიზნებას მოითხოვდნენ. შედეგად ვერტიკალურ ლულებიანი თოფი მივიღეთ. მათ მთელი რიგი უპირატესობები ახასიათებთ: - ვერტიკალური ლულების შემაერთებელი გვერდითი თამასები ბლოკს მეტ სიმტკიცეს აძლევენ და გასროლის მომენტში ლულების ვერტიკალურ ვიბრაციას ამცირებენ. - ლულის კოლოფის სიმძიმის ცენტრიჰორიზონტალურ ლულებიანთან შედარებით რამდენადმე უკან არის დაწეული, რაც უფრო გრძელი (76 სმ) ლულების გამოყენების საშუალებას იძლევა. - ვერტიკალურ ლულებიანი თოფის გრძელი და მაღალი ცევიო ხელით უფრო ადვილი და მოსახერხებული დასაჭერია. - თოფის შედარებით დიდი წონა სროლის უკეთ გაკონტროლების საშუალებას იძლევა და უკუდარტყმის ძალას ამცირებს. წარმოების რაოდენობის გაზრდამ და ფასების კონკურენციამ მისი ექსტერიერის შედარებითი დაქვეითება გამოიწვია. ეს რა თქმა უნდა ბრენდების უმეტესობას არ შეხებია, მაგრამ იქაც შეიმჩნევა ნაკლები ყურადღება თუნდაც ინგლისურ კორიფეებთან შედარებით, როგორიცაა ჰოლანდი, პერდე, ბოსი და ა.შ. მაგრამ რეალურად ნადირობის და სროლის მიხედვით, პირადათ ჩემთვისაც ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან უფრო დიდ ყურადღებას მის პრაქტიკულობას ვანიჭებ ვიდრე ჩუქურთმას. თუმცა რუსულ თოფებში ექსტერიერიც და ხარისხიც კატასტროფულად დაეცა. ფოლადის შემცველობა გაუარესდა. დაფარვის გარეშეც მისი ფოლადი ესე მარტივად არ უნდა იჟანგებოდეს. გაიხსენეთ ძველი მც 21-12. ჩემსას პირადათ დაფარვა (ვარანენია) შერჩენილიც აღარ ჰქონდა, მაგრამ თვეობით გდების შემდეგაც კი ჟანგის ნასახი არ ეკარებოდა. დაქვეითდა თვითონ დაფარვის ხარისხიც, აღარაფერს ვამბობ მის კომბალივით კონდახსა და ცევიოზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაში კი არ არის კორპუსთან, არამედ 1 სანტიმეტრამდე სხვაობასაც იძლევა. მისი დამუშავება ფაქტიურად ახალის გამოთლას ნიშნავს. როგორც ჰორიზონტალურებში ავღნიშნე წინსვლა მხოლოდ მობილჩოკების დამატებაა და იქაც ყიდვისას ყურადღებით უნდა ვიყოთ რომ ლულის ბოლო წესიერად და თანაბრად იყოს მოჭრილი. აქვე ვიტყვი იმასაც რომ ფორუმის გამოკითხვებიდანაც და მონადირეებში გავრცელებული მოსაზრებიდანაც, ვისაც საბჭოთა იჟ 27 სა და ტოზ 34 ში უნდა არჩევანის გაკეთება, უპირატესობა იჟ 27 ს აქვს. რაც შეეხება თურქულ თოფებს, მიუხედავად ბევრი სკეპტიკოსისა საკმაოდ კარგად განვითარდა და დღითი დღე გვაკვირვებენ. დღეს ჩვენთან ძირითადათ HUGLU, ATA, ARMSAN, YALDIZ ი შემოდის. აქედან რუსულ თოფებთან ფასით HUGLU 104, იალდიზის რამოდენიმე მოდელი და არმსანია მიახლოებული,950 დან 1150 ლარამდე. თუმცა ხელში აღებისთანავე კარგად ჩანს მათი სხვაობა რუსულებისადმი. დახვეწილი ფორმები, კაკლის ფაქიზად დამუშავებული კონდახი, მობილჩოკები და ყველა ის წვრილმანი დამატებითი გამოგონებები რაც 21 ე საუკუნეში დაემატა იარაღის ინდუსტრიას. არც არჩევა არ ჭირდება როგორც რუსებს, ყველანი სტანდარტულად ერთი ხარისხისაა. შედარებით მაღალი ფასი აქვს ატა სპ და იალდიზის რამოდენიმე მოდელს. ატას ფასი 1500 დან 1800 ლარამდეა და საკმაოდ დახვეწილი ნაკეთებიცაა ვიდრე ჰუგლუ. 104 მოდელზე რომელიც წინასასეზონოდ შევიძინე აღმოვაჩინე მცირედი ხარვეზები. ქვედა მობილჩოკის მოხსნას ხელოსანთან მიტანა დასჭირდა და გასაღები გადასაგდები გახდა და რაც მოხვედრაზე ყველაზე დიდ გავლენას იწვევდა იყო საკმაოდ მძიმე სასხლეტები, თუმცა ეგეც გაკეთებადია. იალდიზის პრემიუმ მოდელები 2000 დან 3000 ლარამდე ადის. შესანიშნავი ნამუშევარია, სახელი რომ არა ევროპული ბრენდებიდან ვერც გავარჩევდი თუმცა მაინც თურქულის ფაქტორი წონის და 3000 ლარის გადახდამდე შეიძლება კარგად დაგვაფიქროს. კიდევ უფრო მაღალი ბიუჯეტის შემთხვევაში შეგვიძლია ფაბარმის რამოდენიმე მოდელის განხილვა რომლებსაც თურქულებსა და მაღალი კლასის იტალიელებს შორისი ნიშა უჭირავთ. თავისუფალი ბიუჯეტის ქონის შემთხვევაში კი ბერეტა და ბრაუნინგი თქვენს განკარგულებაშია. მათ განხილვას არ დავიწყებ, რადგან უმაღლესი კლასის თოფებია და ფოლადის ხარისხზე დაფარვაზე (ვარანენია) და კონდახზე ზედმეტიცაა საუბარი. უკვე მხოლოდ თქვენი ფანტაზია და სურვილია საჭირო |
|
|
|
Oct 6 2012, 18:46
პოსტი
#3
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ნახევრად ავტომატური თოფები
![]() დღესდღეობით ყოველი მეორე გაყიდული თოფი ნახევარავტომატია. იგი ხარისხიანი და იაფია და მრავალი ღირსება გააჩნია. ამ თოფებს მნიშვნელოვნად შემცირებული უკუცემა აქვთ. ნახევარავტომატი იმ გამოცდილ მსროლელებსაც გამოადგებათ, ვინც ისეთ ნადირობას ირჩევს, სადაც სამი და მეტი გასროლაა საჭირო. მაგალითად გარეული მტრედის და იხვის გადაფრენაზე. მობილჩოკიანი ნახევარავტომატი ძალზე მოსახერხებელია. მე გირჩევდით 71 სმ იანი ლულით შეძენას და საჭიროების შემთხვევაში დამაგრძელებელი მობილჩოკის ხმარებას. უარყოფითი მხარეები! - კატეგორიულად არ ვურჩევ დამწყებ მონადირეებს ნახევარ ავტომატის შეძენას! იმის ხარჯზე რომ 5 ტყვია აქვთ მჭიდში, სროლის ხაისხს აღარ უყურებენ და აქცენტი რაოდენობაზე გადააქვთ, რაც ხშირ შემთხვევაში "მაყრული" გასროლების სერიებს იწვევს. -ისინი უფრო დიდხანს და რთულად იტენებიან. მონადირე იძულებულია ერთი რომელიმე ნომერი საფანტი გამოიყენოს, რაც ნადირობის დროს უხერხულობას ქმნის, რადგან სასროლ არეში ყოველთვის შეიძლებასხვადასხვა ნადირი ან ფრინველი გამოჩნდეს. - ეს თოფები კოლექტიური ნადირობის დროს არასასურველია, რადგან ამ დროს უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცევა. ასეთ ნადირობაზე გადასახსნელი თოფი ჯობია. ნახევარავტომატის გახსნილი საკეტი ყოველთვის სეიძლება თავისთავად დაიკეტოს და ლულაში ვაზნა შეიტანოს. ეს არის რისი რჩევაც ამ ეტაპზე შეგვიძლია. ყოველი სიახლის სემთხვევაში ინფორმაციას განვაახლებთ P.S. იმედია ბრაუნინგ გოლ ფუჟენის ფოტოზე არ გამინაწყენდებით |
|
|
|
Oct 6 2012, 20:27
პოსტი
#4
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 248 რეგისტრ.: 13-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
|
Oct 6 2012, 21:26
პოსტი
#5
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,386 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მშვენიერი სტატიაა ვერაფერს იტყვი!
ნახევრად ავტომატური თოფი რულესსს!!!! ბერეტა რათქმაუნდა! (ჩემთვის) |
|
|
|
Oct 6 2012, 22:50
პოსტი
#6
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჭალიმგელა
შენი ლიტერატურული საქმიანობაც ვიცი ჩემო გიო, გრამატიკულ ცოდნაშიც ეჭვი არ მეპარება, მაგრამ გამოცდილებამ და სანადირო იარაღთან მჭიდრო კავშირმა, ეს ნამდვილად მშვენიერი ნაშრომი შექმნა. ამ სტატიაში იგრძნობა მთხრობელის , უშუალო კონტაქტი ალბათ თითოეულ მკითხველთან. ჩემი შეფასებაა ფრიადი ჭალიმგელა. ამის შემდეგ დაჯდება და "დაწერს" ვიღაცა პლაგიატი, პერდეზე, ფაბრიზე და თომას ბოსზეც კი """"სტატიას"""" ისე რომ მხოლოდ გაუგია ეს სახელები. არც წაუკითხია კლასიკოსები ამ სფეროში, ხელშიც კი არ სჭერია ასეთი თოფები, როგორც ჩანს რუსულ ენაზე ტექსტის კითხვა შეუძლია სამწუხაროდ......ნაკითხს - გადათარგმნის, სურათებს "დაგუგლვით" მოიპოვებს და ვაი სტატიაც მზადაა...... დაახლოებით ერთი თვის წინ მითხარი ჭალო მახსოვს,ამ სტატიას, რომ წერდი.....დამიჯერე ეს დრო ღირდა ამისთვის. ბოლოს ერთი კითხვა მექნება : ზედა ქვედა ლულებიანი თოფი ჯობია თუ იჟ დვაცატსემი თუ ორთავე კარგი თოფებია. ? |
|
|
|
Oct 6 2012, 23:07
პოსტი
#7
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 309 რეგისტრ.: 20-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: aba shashi:) |
მე როცა ვყიდულობდი თოფს აქცენტი ჩოკურ შევიწროვებაზე გავაკეთე და ვიყიდე ე. წ სამტრედე თოფი გაძლიერებული ჩოკებით,სხვებსაც ამას ვურჩევ,თავიდან აცილებების სერიით დავიწყე მწყერზე ნადირობა მაგარამ მერეშევურჩიე გილზებს დატენვის მეთოდი და დიდად გავაუმჯობესე შედეგი,საბოლოოდ მშვენიერი აგრეგატი შემრჩა რომლითაც მწყერზეც მშვენივრად ვინადირე და აწი ხო დავუბაზუნებ ქედნებს და კვატებს
|
|
|
|
Oct 7 2012, 08:43
პოსტი
#8
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 805 რეგისტრ.: 23-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მართლა კარგი ნამუშევარია .........
|
|
|
|
Oct 7 2012, 10:37
პოსტი
#9
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
კაი სტატიაა, სასიამოვნოდ იკითხება, ცუდიი ისაა რომ მალე მთავრდება
|
|
|
|
Oct 7 2012, 11:41
პოსტი
#10
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ჭალიმგელა
ტაშის ღირსი ხარ შენ მეტრეველო! საკმაოდ პრაქტიკა დაგვიგროვდა და ვფიქრობ ძალიან კარგია ეს ჩვენი პრაქტიკა სხვებს(ძირითადათ ახალბედებს)გავუზიაროთ. ამ თემიდან კი დამწყებთათვის გასაგები იქნება რა და როგორ, ყველაფერი გადმოცემულია შინაურულად და გასაგებად! ერთს დავამატებდი ბევრი დამწყები და არც ისე დამწყები შემოდის ამ ფორუმზე და კითხულობს ჩვენს რჩევას,რა თქმა უნდა ჩვენი "არუჟეინი ვოლკები" არ იშურებენ რჩევა დარიგებებს და ამა თუ იმ იარაღის მიმოხილვას, მაგრამ ზოგი მაინც ჯიუტად დაციკლულია რომელიმე კონკრეტულ არარეკომენდირებულ თოფზე და"მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, მგელმა: გამიშვით ცხვარი მთაში მიდისო". ხოდა ასეთებს მინდა ვუთხრა რომ კი ბატონო!იყიდეთ ის რაც თქვენ გსურთ მაგრამ ყოველი იმ ხინჯის აღმოჩენისას გაიხსენეთ "ოჩოპინტრელების"რჩევა დარიგებები და თითიც მოკაკვეთ ყველა ადამიანი სწავლობს თავის შეცდომებზე და მეორეთ იმედია აღარ მოგივათ იგივე! |
|
|
|
Oct 7 2012, 11:54
პოსტი
#11
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჭალიმგელა ტაშის ღირსი ხარ შენ მეტრეველო! საკმაოდ პრაქტიკა დაგვიგროვდა და ვფიქრობ ძალიან კარგია ეს ჩვენი პრაქტიკა სხვებს(ძირითადათ ახალბედებს)გავუზიაროთ. ამ თემიდან კი დამწყებთათვის გასაგები იქნება რა და როგორ, ყველაფერი გადმოცემულია შინაურულად და გასაგებად! ერთს დავამატებდი ბევრი დამწყები და არც ისე დამწყები შემოდის ამ ფორუმზე და კითხულობს ჩვენს რჩევას,რა თქმა უნდა ჩვენი "არუჟეინი ვოლკები" არ იშურებენ რჩევა დარიგებებს და ამა თუ იმ იარაღის მიმოხილვას, მაგრამ ზოგი მაინც ჯიუტად დაციკლულია რომელიმე კონკრეტულ არარეკომენდირებულ თოფზე და"მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, მგელმა: გამიშვით ცხვარი მთაში მიდისო". ხოდა ასეთებს მინდა ვუთხრა რომ კი ბატონო!იყიდეთ ის რაც თქვენ გსურთ მაგრამ ყოველი იმ ხინჯის აღმოჩენისას გაიხსენეთ "ოჩოპინტრელების"რჩევა დარიგებები და თითიც მოკაკვეთ თუ კი დასწერთ ამ ხინჯებს აქ კარგი იქნება რადგან სხვა ურწმუნოებმაც ნახონ თქვენი მაგალითი და აღარ წაიმტვრიონ ცხვირი. ყველა ადამიანი სწავლობს თავის შეცდომებზე და მეორეთ იმედია აღარ მოგივათ იგივე! +100000000000 |
|
|
|
Oct 8 2012, 00:07
პოსტი
#12
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Oct 8 2012, 00:18
პოსტი
#13
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ისე მცირე შენიშვნა მექნებოდა "შუსტირებასთან" დაკავშირებით.ეგ, საკმაოდ მძიმე თემაა და ეგრე ხელაღებით სტიგმატიზაცია ალბათ არ შეიძლება. ძალიან ბევრ ..ძვირფასი თოფის მფლობელს შეიძლება ცუდად შეეხოს. საქმე იმაშია, რომ ეგეთი თოფები, როგორც წესი 100 წელს უკაკუნებენ. ამ დროის მანძილზე, ხმარებისგან ლითონი განიცდის გაფართოვებასაც და ცვეთასაც. ამიტომ ხშირად არის ხოლმე ცდომილება რელურ ზომასა და აღნიშნულ დამღას შორის. მერე ვიღაცა "დიდოსტატი" დაასკვნის, რომ ამაოშუსტულია და ღირებულებას უკარგავს უძვირფასეს თოფს.(რამდენჯერმე მქონდა შეხება ეგეთ კვერცხობასთან)
|
|
|
|
Oct 8 2012, 13:48
პოსტი
#14
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ლეონ-ბლექი
ლულის კედლის ყველაზე თხელი ნაწილის სისქეს გავიგებთ და ვსო.(თუ კარგად მახსოვს) 0.6- ზე ნაკლები თუ არაა, ამოშსტულიც რომ იყოს პრობლემა არაა თოფისთვის. ხომ არ მეშლება ბლეკ ?... |
|
|
|
Oct 8 2012, 15:22
პოსტი
#15
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ლულის კედლის ყველაზე თხელი ნაწილის სისქეს გავიგებთ და ვსო.(თუ კარგად მახსოვს) 0.6- ზე ნაკლები თუ არაა, ამოშსტულიც რომ იყოს პრობლემა არაა თოფისთვის. მართალია. მაგას ვამბობ ზუსტად. ერთ სიტყვაში მოაქციო "ამოშუსტულია" ეგ ეგრე არ არის. ძალიან ბევრი ნიუანსია მანდ. მაგას კარგი შემოწმება ჭირდება. თუ მართლა 0.6-ზე ქვემოთ არის..მაშინ აღარ არის რეკომენირებული მაგ თოფით სროლა. 0.6 ქარხნული სისქეა ზოგიერთ მოდელზე. პატარა ცვეთა და გაფართოვება, მანდაც დასაშვებია(სავარაუდოდ 0.5-მდე) მაგის ქვემოთ აღარ მოსულა. ეგეც ფოლადს გააჩნია. ეგ 0.6. "იდეალზეა" დასაშვები. რომელზეც მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი ფოლადი "ჰერკულესი" გამოიყენება. ისიც 3 დაფნის გვირგვინით. რუსულ ა 50-ზე შეიძლება თუ არა მაგდენი..ეგ კიდე საკითხავია. |
|
|
|
Oct 8 2012, 15:44
პოსტი
#16
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჰო და დამწყები რომ არ დაიბნეს მაგ გამოთვლებით მაგიტომ დავწერე ერიდეთ თქო
|
|
|
|
Oct 8 2012, 17:48
პოსტი
#17
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ამ ბოლო დროსს იქეთ აქეთა
|
|
|
|
Oct 8 2012, 18:05
პოსტი
#18
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
კიდე კაი ზედა ქვედა ლულიანები არ მოგწონს - ახალი ქართული ტერმინია ზედა ქვედა ლულიანი თოფი დასავლეთ საქართველოში მოიგონა ერთმა დიიიდმა იარაღმცოდნემ.
|
|
|
|
Oct 9 2012, 09:26
პოსტი
#19
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Oct 9 2012, 09:31
პოსტი
#20
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ამ ბოლო დროსს იქეთ აქეთა ლულიანები მომწონს! სტარეიუ! მეც. "აქეთ-იქეთა" ლულებიანი თოფი ხომ კლასიკაა. ჰო და დამწყები რომ არ დაიბნეს მაგ გამოთვლებით მაგიტომ დავწერე ერიდეთ თქო ხოდა რატო უნდა ერიდონ ის ვერ გავიგე. შეამოწმონ...შეამოწმონ. ხანდახან ხელდაუდებელ თოფს წამებენ ხოლმე აუგს. მარტივი ლოგიკით. "აუ ეს ძველებურია..ამოშუსტული იქნება აბა რა ჯანდაბა იქნება" და წავიდააა.... ტაში..... მერე მიდის და მაღაზიაში ყიდულობს ახალთახალ ჯღორკს. რომლის ექსპლატაციის ვადა... 10-15 წელია.(ძალიან ხშირად 5-6 წელიც) ამ დროს..როცა უარი თქვა თოფზე...რომლის ექსპლუატაციის ვადა 200 წელს ცდება. |
|
|
|
Oct 16 2012, 12:57
პოსტი
#21
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 468 რეგისტრ.: 13-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჭალიმგელა
|
|
|
|
Oct 8 2013, 00:31
პოსტი
#22
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
დამწყებებმა გადახედეთ მაინც
|
|
|
|
Sep 3 2014, 20:45
პოსტი
#23
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 311 რეგისტრ.: 19-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ახლა გადავხედე თემას და გადავწყვიტე ჩემი აზრი გამომეთქვა იარაღის შერჩევაზე.
ყველაფრის შემოწმება იარაღის მაღაზიაში ყიდვის დროს სამწუხაროდ შეუძლებელია, ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში მაღაზიას გააჩნია ტირი. თუ ტირი არ აქვს მას (მაღაზიას) აქვს ხელშეკრულება ტირთან, სადაც პოტენციალურ მყიდველს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს მოწონებული იარაღიდან სამი გასროლა. რათა შეამოწმოს იარაღის ტაქტიკური შესაძლებლობები. სამწუხაროდ, ჯერ ჯერობით ჩვენ მაღაზიებ ამის საშუალება არ აქვთ. ამიტომ მყიდველს მხოლოდ ვიზუალურად ამორჩევის საშუალება აქვს. და, ალბათ დამერწმუნებით, ზოგჯერ მოლოდინი გაცრუებული გამოდის. მაგრამ, რაც გვაქვს ის გვაქვს. მე მინდა შევთავაზო მყიდველს თოფის ყიდვის დროს ლულის შემოწმების ხელმისაწვდომი მეთოდი. რომელიც მართალია 100 პროცენტით ამორჩევის საშუალებას არ იძლევა. მაგრამ მაინც საკმაო კარგ შედეგს იძლევა. 1. სწრაფად გავუსვათ ლულას გარედან ხელი, რათა ვიგრძნოთ ხომ არ არის გაბერილობები, ან შევიწროებები. გარწმუნაბთ ბევრ შემთხვევაში ეს კარგად იგრძნობა ხელით. 2. გავხედოთ ლულას შიგნიდან. ხშირად ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ლაპლაპებს ლულის შიგა ზედაპირი. ჩემთან ხშირად მოსულან ხოლმე თოფების შესამოწმებლად. და რა თქმა უნდა ლულის პირველ რიგში. თან დასძენდნენ - ნახე როგორ ლაპლაპებსო. მართალია ხშირად სწორი პასუხის გაცემას თავს ვარიდებ ხოლმე. და როგორც ასეთი , როცა მყიდველი და გამყიდველი ერთად მოდის... ამ ბოლო ოპერაციას მაშინვე დავანებე თავი. გავაგრძელებ. ზედაპირის ლაპლაპი არაა გადამწყვეტი. უფრო დიდი მნოშვნელობა აქვს ლულის შიგა ზედაპირის სწორ გეომეტრიას. ამისათვის საჭიროა ლულა მივმართოთ ფანჯრის ზედა ჩარჩოსკენ. ანუ ისე, როცა ლულიდან გამომავალი წრის ძირა ნახევარი უყურებდეს სინათლეს. ხოლი ლულის წრის ზედა ნახევარი ჩარჩოს ჩრდილს. ამ დროს ჩარჩოს ჩრდილი აირეკლება ლულის შიგა ზედაპირზე ქვედა ნაწილში. ჰო, და ყურადღებით გავავლოთ თვალი ამ ჩრდილს. ის უნდა იყოს ლულის მთელ სიგრძეზე (ჩოკის ადგილების გარდა) აბსოლუტურად სწორი. ზოგჟერ უმჯობესია საგილზეში ჩავდოთ უკაპსულო გილზი. რათა თვალი დავაფიქსიროთ ცენტრში. თუმცა, როცა ამ მეთოდს კარგად დავამუღამებთ, გილზი აღარ დაგვჭირდება. თუ ჩრდილი მთელ სიგრძეზე სწორია, ლულა (მოსალოდნელია) კარგი უნდა იყოს. თუ ჩრდილის ზოლი არის დაკლაკნილი, ეს უკვე ცუდია. ასეთი ლულიდან საფანტის კარგ გაბნევას ვერ მივიღებტ. ასევე ნაკლები იქნება საფანტის შეღწევადობაც. მე არ დავიწყებ იმის ახსნას თუ რატომ იქნება ასე. ვფიქრობ ამის მიხვედრა ძნელი არაა. თუმცა თუ საჭირო იქნა აუცილებლად გამოვთქვავ ჩემს აზრს. მე არაფერს არ ვლაპარაკობ ლულის შიგა ზედაპირის სხვა ნიუანსებზე, მაგალითად რაკოვინებზე, ლულის გაღუნულობაზე და ა. შ. მე მგონი ეს ისედაც გასაგებია. |
|
|
|
Jan 21 2015, 18:39
პოსტი
#24
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 14 რეგისტრ.: 21-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Erbil, Iraq |
მოგესალმებით სულიერო ძმებო...
ახალი ვარ აამ ფორუმზე და კეთილი იყოს ჩემი ფეხი დღეს შევიძინე ეს მოდელი Ata Arms NEO Fonex 3 ![]() ჯერ არ მისვრია და არ ვიცი საქმეში როგორია :( თუ რამის რჩევა გინდათ არ მოგერიდოთ! განსაკუთრებით იმან დამგრუზა რომ სროლის მერე გაწმენდა უნდა :( |
|
|
|
Jan 21 2015, 18:55
პოსტი
#25
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
|
|
|
|
Jan 21 2015, 20:41
პოსტი
#26
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 540 რეგისტრ.: 14-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
Gianni
განსაკუთრებით იმან დამგრუზა რომ სროლის მერე გაწმენდა უნდა :( რაც შეეხება მაგ იარაღს ყველა აქებს მაგრამ , რომელ თოფს არ უნდა ხმარების შემდეგ გაწმენდა??? იარაღი იგივე შენი მარჯვენა ხელია და როგორც მოუვლი ისე მოგემსახურება. ან რა დიდ პრობლემას წარმოადგენს იარაღის გაწმენდა? იარაღს მონადირე "შვილივით" უვლის და უბრთხილდება. და რა მაინტერესებს ; ეს შენი პირველი თოფია და დამწყები მონადირე ხარ? თუ გქონდა აქამდეც ნადირობასთან შეხება? |
|
|
|
Jan 21 2015, 21:48
პოსტი
#27
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 14 რეგისტრ.: 21-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Erbil, Iraq |
დაქსი
კი, პირველი სანადირო თოფია. ნადირობითAც რამდენჯერმე ვარ უფროსებთან ერთად ნამყოფი ბავშვობაში. მესმის რომ წმენდა და მოვლა უნდა, მოვუვლი კიდეც, უნრალოდ რომ არ ჭირდებოდეს უკეთესი იქნებოდა |
|
|
|
Jan 21 2015, 22:35
პოსტი
#28
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Gianni
ვაახ, მააღწიე აქამდეც შე ოღრაშო შენა ახლა ერთ ძალზე საინტერესო მეცნიერულ-ფსიქოლოგირურ-ფილოსოფიურ დასკვნას გაგანდობ უახლესი ტექნოლოგიის ქრომირებულ, ლულებს, 1 წელიც რომ არ გაწმინდო, დედა არ ეხვნება. მოკლედ, თუ გეზარება, როცა გაგისწორდება, დრო გექნებ და ხალისი მაშინ გაწმინდე, არც არაფერი არ მოუვა. საყურადღებოა მხოლოდ, გარე საფარველი, ე.წ. ვარანენიე, როცა მარილიან წყალთან არის შეხებაში, ან ძალიან ნესტიან გარემოშია, ზეთიანი ტილო გადაუსვი, ისე რომ თხელი ზეთის ფენა გადაეკრას და დაივიწყე მაგის პრობლემები არაერთი თურქული თოფი მაქვს მსგავსი ექსპლუატაციის პირობებში ნანახი და ფუჭდება არა ღლე. ბაიკებია ეგ, ბაიკები. თოფს რაც შეეხება, ხოშიანია, მშვიდობაში და სულ მიზნით სროლაში. |
|
|
|
Jan 21 2015, 23:58
პოსტი
#29
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 540 რეგისტრ.: 14-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
|
Jan 22 2015, 09:34
პოსტი
#30
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 14 რეგისტრ.: 21-January 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Erbil, Iraq |
Davitus
ჰაჰაჰ იზოზღლე დაქსი მივეჩვევი იმედია |
|
|
|
Apr 10 2015, 15:48
პოსტი
#31
|
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1 რეგისტრ.: 10-April 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
გამარჯობატ ამ იარაგზე რა აზრის ხარტ. ამ ტუ ვინმესგაქვტ მიტხარის მისი კარგი და ცუდი ტვისებები
http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...duct_id=7510980 |
|
|
|
Jul 7 2015, 23:43
პოსტი
#32
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 386 რეგისტრ.: 6-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: გორი |
გამარჯობა. ნახევრად ავტომატური იარაღის ყიდვის დროს მექანიზმის რომელი ტიპი ჯობია: ინერციული თუ აირით გადამტენი. რა მინუსები და პლუსები აქვთ ვინმეს თუ შეგიძლიათ რომ ამიხსნათ.
|
|
|
|
Jul 8 2015, 07:27
პოსტი
#33
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ნახევრადავტომატურებში ბენელის სისტემას აქებენ. მბრუნავი თავი ( მ16 საც მბრუნავი თავეი აქვს) აყოვნებს იარაღის გადატენას და ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარა აღარაა საჭირო. ამის გამო იარაღი დაბალმუხტიანებსაც ისვრის და დიდ მუხტიანებზეც ნაადრევად არ ხსნის სავაზნეს, ენერგიის დანაკარგიც მინიმალურია. მე ინერციულს ვამჯობინებ, თუმცა არის ხალხი გაზით გადატენა რომ მოსწონს. ინერციულის უპირატესობაა წმენდის და კონსტრუქციის სიმარტივე.
|
|
|
|
Aug 16 2015, 21:25
პოსტი
#34
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 16 რეგისტრ.: 16-August 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბათუმი |
მოგესალმებით
პირველ რიგში გილოცავთ სეზონის გახსნას მოკლედ, მინდა შევიძინო სანადირო თოფი, მაგრამ ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება. თანხის მხრივ შემიძლია გადავიხადო 1 500 ლარი, რაც ვიცი კარგი თოფისთვის არც ისე ბევრია. ვფიქრობ შევიძინო ჰორიზონტარული ლულებით და რას მირჩევთ ამ ფასად? ნახევრადავტომატურზეც არ ვიტყვი უარს, უბრალოდ პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ჰორიზონტარული ლულებია. მადლობა |
|
|
|
Aug 16 2015, 21:35
პოსტი
#35
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ჰორიზონტარული ლულებია. კლასიკური სტილია. უბრალოდ..მთავრია სწორად განსაზღვრო.. რაზე ნადირობას აპირებ ძირითადად. მაგის მიხედვით უფრო ადვილია რჩევის მიცემა. უნივერსალური.. ყველაფერზე რომ გამოდგეს.. ნახევრად ავტომატური თოფია..საცვლელი ჩოკებით. ჰორიზონტალური..კლასიკური სტილია და ცოტა კაპრიზნი..იმ ამბავში..რომ მაგ სტილის თოფის მოყვარულებს..რამდენიმე თოფის ქონა გვიხდება. იხვს და ბატს სხვა თოფი ჭირდება და მწყერს სხვა. |
|
|
|
Aug 16 2015, 21:58
პოსტი
#36
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 16 რეგისტრ.: 16-August 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ბათუმი |
კლასიკური სტილია. უბრალოდ..მთავრია სწორად განსაზღვრო.. რაზე ნადირობას აპირებ ძირითადად. მაგის მიხედვით უფრო ადვილია რჩევის მიცემა. უნივერსალური.. ყველაფერზე რომ გამოდგეს.. ნახევრად ავტომატური თოფია..საცვლელი ჩოკებით. ჰორიზონტალური..კლასიკური სტილია და ცოტა კაპრიზნი..იმ ამბავში..რომ მაგ სტილის თოფის მოყვარულებს..რამდენიმე თოფის ქონა გვიხდება. იხვს და ბატს სხვა თოფი ჭირდება და მწყერს სხვა. ტყის ქათამი, მწტერი, იხვი. ხანდახან კურდღელი. სამსახურიდან გამომდინარე მეეჭვება თვეში 2-3 -ზე მეტჯერ მოვახერხო სანადიროდ წასვლა, ასე რომ დიდი დატვირთვა არ ექნება სავარაუდოდ თოფს. ახლა რაც გადავიკითხე სტოგერს აქებენ ნახევრადავტომატურებში. რას მირჩევთ? (თქვენ ჩემს ადგილას რას იყიდდით? |
|
|
|
Aug 16 2015, 22:34
პოსტი
#37
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ტყის ქათამი, მწტერი, იხვი. ხანდახან კურდღელი მწყერი და ტყის ქათამი ერთ სტილში გადის. აი იხვს ცოტა სხვა რამე ჭირდება. სრული ან ძლიერი ჩოკიც კი. აი კურდღელზე ნადირობა..საერთოდ აკრძალულია და სოლიდური ჯარიმებიც არის მაგაზე. ამიტომ.. რამე ნორმალურ ნახევრად ავტომატურ თოფს გირჩებდი. უბრალოდ მე ეგეთ თოფებში ნაკლებად ვერკვევი..შემოვლენ ბიჭები და დაწერენ. რომელი უფრო გამართლებულია. თემებიც გვაქვს მაგ საკითხზე და პრინციპში იქ წერია ყველაფერი. მე უფრო კლასიკური თოფების განხრით შემიძლია რჩევის მოცემა. კლასიკურებიდან..1500 ლარად..შესაძლებელია რამე ბელგიური..გერმანული ან ფრანგული თოფის მძებნა მარკეტზე.. უბრალოდ კარგად შემოწმება დაჭირდება. საბჭოთა თოფებს ეგენი ჯობია. თურქულებს მითუმეტეს. |
|
|
|
Sep 4 2015, 07:42
პოსტი
#38
|
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 4-September 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით,კითხვა მაქ ესეთი მაღაზია ქარავანში( ვეგლიე სკოტის) თოფს ადევს 3400ლარი ჰორიზონტალი ლულებით,მე ცოტა მეძვირა არადა მომეწონა, მაგ ფასში რას ვიყიდი უფრო კარგს?ანუ 3000-3500ლარის ფარგლებში რა თიფს მირჩევთ მხოლოდ ორიანებზე მაქ საუბარი და თოფი მინდა ან ახალი ან ახილოვით .
|
|
|
|
Sep 4 2015, 10:44
პოსტი
#39
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 96 რეგისტრ.: 29-April 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
gari
კი გაბერილი ფასია ან საერთოდ რატო უნდა იყიდო ,,ვებლეი სკოტი'' მაგ ფასში როცა ბევრი არჩევანი გაქვს. განსაკუთრებით ,,ფაბარმებში'' (fabarm) გუდვილში მიდი და აარჩევ და არც ინანებ მაგარი ფირმაა ძაან. |
|
|
|
Sep 5 2015, 20:45
პოსტი
#40
|
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 4-September 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
თუ იცით ფაბარმს სად აწყობენ,მაგასაც თურქეთში?
|
|
|
|
Sep 5 2015, 22:02
პოსტი
#41
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
gari
ნწუ, კარენოი იტალიელია პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია assassin29: Sep 5 2015, 22:02 |
|
|
|
Sep 10 2015, 08:45
პოსტი
#42
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 278 რეგისტრ.: 1-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
გამარჯობათ ყველას თოფის ხელოსანი მჭირდება და ნომერი ვერ ვიპოვე იქნებ დამეხმაროთ მობილურის ნომერი რომ დაწეროთ ან სად არის მისამართით წინასწარ მადლობა.
|
|
|
|
Sep 10 2015, 09:15
პოსტი
#43
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,490 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
|
Jan 2 2017, 12:38
პოსტი
#44
|
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6 რეგისტრ.: 2-January 17 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით სანადირო თოფზე განვადება რო გავაკეთო ბანკში რა დამჭირდება? რა საბუთს მომთხოვენ
|
|
|
|
Jan 2 2017, 12:42
პოსტი
#45
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
mamuka1
დაბადების მოწმობა, ატესტატი და მეზობლების დახასიათება. |
|
|
|
Jan 3 2017, 18:27
პოსტი
#46
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჯოლა
შენც რომ არ დაგეზარა ყველგან პასუხის გაცემა mamuka1 შვილოოოოოო.... ერთ ნიკზე ბანი დაგადეს, მეორეზე, მესამეზე. ეხლა აიპი ბანი. ვერ უნდა მიხვდე რომ იდიოტობებს აკეთებ? |
|
|
|
Jan 3 2017, 19:02
პოსტი
#47
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
ყველას გილოცავთ ახალ წელს.
მოკლედ ისევ გამიმწვავდა ქრონიკული დაავადება. არ ვიცი ზუსტად რა ქვია, მაგრამ ვიცი რომ არ იკურნება. ალბათ განომანია. ერთი სიტყვით მინდა შევიძინო თოფი და მაქვს ორი უპასუხო კითხვა. ერთი- რა ვიყიდო და მეორე მეუღლის რიტორიკული შეკითხვა- რად მინდა ამდენი თოფი. მოკლედ რა ვიყიდო. მინდა რამე მსუბუქი და კომპაქტური. ისეთი რომ მანქანაში ადვილად მოვატრიალო, 20 ან 12 კალიბრის. მაგნუმი აუცილებელი არ არის. ტურისტულ ვარიანტშიც რომ გამომადგეს. მოკლე იყოს და გამძლეც . ოღონდ არ მითხრათ მასეთი დიმიტრია გელოვანიო |
|
|
|
Jan 4 2017, 17:02
პოსტი
#48
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
ყველას გილოცავთ ახალ წელს. მოკლედ ისევ გამიმწვავდა ქრონიკული დაავადება. არ ვიცი ზუსტად რა ქვია, მაგრამ ვიცი რომ არ იკურნება. ალბათ განომანია. ერთი სიტყვით მინდა შევიძინო თოფი და მაქვს ორი უპასუხო კითხვა. ერთი- რა ვიყიდო და მეორე მეუღლის რიტორიკული შეკითხვა- რად მინდა ამდენი თოფი. მოკლედ რა ვიყიდო. მინდა რამე მსუბუქი და კომპაქტური. ისეთი რომ მანქანაში ადვილად მოვატრიალო, 20 ან 12 კალიბრის. მაგნუმი აუცილებელი არ არის. ტურისტულ ვარიანტშიც რომ გამომადგეს. მოკლე იყოს და გამძლეც . ოღონდ არ მითხრათ მასეთი დიმიტრია გელოვანიო მუდმივად მანქანაში რომ მქონდეს. უპ |
|
|
|
Jan 4 2017, 17:51
პოსტი
#49
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 137 რეგისტრ.: 4-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ალბათ რამე პომპა, შედარებით მსუბუქია, კომპაქტრია, მანქანაშიც ადვილად მიატრიალ-მოატრილებ, ასე თუ ისე გამძლეცაა თან 12 კალიბრია.... დამაკმაყოფილებელია თუ გამომრჩა რამე? :დ
|
|
|
|
Jan 4 2017, 19:43
პოსტი
#50
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
apxazi
ალბათ რამე პომპა, შედარებით მსუბუქია, კომპაქტრია, მანქანაშიც ადვილად მიატრიალ-მოატრილებ, ასე თუ ისე გამძლეცაა თან 12 კალიბრია.... დამაკმაყოფილებელია თუ გამომრჩა რამე? :დ არა გამორჩენით არაფერი გამოგრჩენია. კონკრეტულად რომელია გამძლე. პომპებთან ჩემი ურთიერთობა თურქული ზუმრუტით დაიწყო და დამთავრდა. სიმართლე გითხრა კარგი შთაბეჭდილება არც დამრჩენია. ძალიან მალე მოიშალა. არც ძვირიანი არ მინდა რადგან მანქანაში მუდმივი ყოფნით ადვილად გაიქერცლება. ვათვალიერებდი მაღაზიებს და მარკეტს. არის ბარნოუ, უზკონი, მაგნუმ ჰანტერი და რასაც ასეა თუ ისე ვიცნობ არმსანის პომპა. მიჭირს არჩევანის გაკეთება. ვიცი რომ რემინგტონის და მოსბერგის პომპები კარგი, მაგრამ ბევრის გადახდაც არ მინდა. საორიენტაციოდ 500 ლარი ალბათ. |
|
|
|
Jan 5 2017, 08:54
პოსტი
#51
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 137 რეგისტრ.: 4-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
500 ლარად არამგონი რამე განსაკურებულად ხარისხიანი იშოვებოდეს, მითუმეტეს ახალი. მარკეტზე შეიძლება მონახვა, თან მალე სეზონი მთავრდება და შეიძლება გაყიდოს ხალხმა რაღაც-რაღაცები
|
|
|
|
Jan 5 2017, 14:20
პოსტი
#52
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
apxazi
აბა 700 ლარად შტოეგერ 2000 იყიდება მარკეტზე და რაღა პომპა ვიყიდო. |
|
|
|
Jan 5 2017, 14:28
პოსტი
#53
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
ან თუ ვინმეს ქონია აი ეს:
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10308782/ რა აზრის ხართ? 612 მაქვს და ნორმალური ხარისხის ჩანს. ყოველ შემთხვევაში ჯერ საერთოდ არაფერს ვემდური. აი ეგ პომპაც თუ მსგავსი ხარისხისაა შეიძლებოდა შეძენა. |
|
|
|
Jan 5 2017, 16:26
პოსტი
#54
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
koba1973
მეც ვფიქრომ რამე ეგეთი "სათრევი" თოფის ყიდვას და ალბათ რამე ეგეთს ავიღებ მეც. ნორმალურია რისთვისაც შენ გინდა. ფასიც და ხარისხიც |
|
|
|
Jan 5 2017, 18:03
პოსტი
#55
|
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 137 რეგისტრ.: 4-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
Jan 5 2017, 18:16
პოსტი
#56
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
apxazi
მართალი ხართ, მაგრამ დამოკლებას რაღა უდგას წინ? 700 მაინც ბევრია მასეთი თოფისთვის. ისე არმსან 612 კომბო მაქვს. მოკლე ლულა 61 სმ ჩვეულებრივი ლულაა და საკმაოდ კომპაქტური გამოდის. ერთი ეგაა არ მემეტება "სათრევად". პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია koba1973: Jan 5 2017, 18:16 |
|
|
|
Jan 17 2017, 19:53
პოსტი
#57
|
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 327 რეგისტრ.: 16-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება |
შევიძინე აი ეს:
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10308782/ ხარისხი გარეგნულად კარგი ჩანს. ფოტოებს და სროლის შედეგებს მერე დავდებ. უსიამოოვნო სიურპრიზი: ფსიხოს აღება მომიწია, მიუხედავად იმისა რომ გამოცდაც ჩაბარებული მქონდა და ერთ "არუჟეიკა" იარაღიც მაქვს გაფორმებული. |
|
|
|
Mar 29 2020, 22:14
პოსტი
#58
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 240 რეგისტრ.: 8-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
|
![]() ![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 14:16 |