ნადირობის სეზონი - 2010, შეჯიბრების წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობის სეზონი - 2010, შეჯიბრების წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სეზონის გახსნა ‘’სეზონის გახსნა’’- ჯიშიანი მეძებრების ძაღლებისა და მათი მფლობელების შეჯიბრი მწყერზე ნადირობაში - გახლავთ სანადირო სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს სუფთა სისხლის მეძებრებით ფრინველზე მართებული ნადირობის პოპულარიზაციას, კულტურული სამონადირეო ტრადიციებისა და მონადირული ეთიკის პროპაგანდას. ასევე სანადირო მეძაღლეობის განვითარების ხელშწყობას საქართველოში. შეჯიბრებას-‘’სეზონის გახსნა 2010’’ ატარებს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ’’ოჩოპინტრე’’ - ‘’სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების’’დახმარებით შეჯიბრება ტარდება გადამფრენ ფრინველებზე სანადირო სეზონის გახსნის წინა დღეს, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით და მათი ნებართვით. შეჯიბრებაში მონაწილეობენ ჯიშიანი (საგვარეულო საბუთების მქონე) როგორც კუნძულელები ასევე კონტინენტალები (10 თვიდან 10 წლამდე ასაკის). ასპარეზობის მონაწილე მონადირეებს აუცილებლად უნდა ქონდეთ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის ლიცენზია და სანადირო თოფის ტარების ნებართვა შეჯიბრებას მსაჯობენ ექსპერტთა ბრიგადა ან ბრიგადები -ორ-ორი მსაჯის შემადგენლობით. შეჯიბრი ’’სეზონის გახსნა 2010’’ - წესები მარტივია: თითოეულ მონაწილე წყვილს(მონადირე და მისი მეძებარი)საასპარეზოდ ეძლევა 20 წუთი და 10 ვაზნა. სროლა მოხდება მხოლოდ ძაღლის მიერ დამუშავებულ და ნაბულით ამოყვანილ ფრინველზე. პირველი სროლით მოპოვებულისათვის ენიჭება 20 ქულა მეორე სროლით მოპოვებულისათვის ენიჭება 10 ქულა ფასდება ასევე ძაღლის მიერ მოპოვებული ფრინველის პოვნა და აპორტირება: ა) პოვნა, აპორტირება, ხელში მიწოდება +5 ქულა; ბ)პოვნა, აპორტირება, ძირს დაგდება + 4 ქულა; გ) პოვნა, აპორტირება, ოღონდ ძაღლი ფრინველს კბილებს ზედმეტად უჭერს +3 ქულა; დ) პოვნა, ადგილზე დარჩენა და პირით დაჭერა+2 ქულა; ე) მოპოვებული ფრინველის ადგილმდებარეობის ხელმეორედ ნაბულით დაფიქსირება, აპორტირების გარეშე +1 ქულა; ვ) ძაღლი მოპოვებულ ფრინველს საგრძნობლად აზიანებს(ღეჭავს) - იხსნება შეჯიბრებიდან ძაღლის მიერ კვალზე მუშაობით, აგრეთვე შეფეთებული, ძაღლის მიერ ახლოს მიწევით უნაბულოდ ფრინველის მოპოვება ფასდება 5 ქულით. ფეხში ამოფრენილ და/ან ძაღლის მუშაობის არეალის მიღმა ’’თავისით’’ ამოფრენილ ფრინველზე სროლა დაუშვებელია: პირველ შემთხვევაზე მონაწილეს აკლდება 5 ქულა, პრეცენდენტის განმეორებისას მონაწილე იხსნება შეჯიბრებიდან. შეჯიბრებიდან მონაწილე იხსნება, მეძებრის მიერ 3 ცრუ ნაბულის შემთხვევაშიც და თითოეულ ცრუ ნაბულზე მონაწილეს აკლდება 5 ქულა. თუ ძაღლი გასროლამდე გაეკიდა ამოფრენილ ფრინველს ასევე დაუშვებელია ამ ფრინველის მოპოვება და მოასპარეზე წყვილს აკლდება 5 ქულა. პრეცედენტის განმეორების შემთხვევაში მონაწილე წყვილი იხსნება შეჯიბრებიდან წესების მიხედვით მოასპარეზე წყვილის გამოსვლა მთავრდება: ა) დროის ლიმიტის (20 წუთი) ამოწურვისთანავე(თუ ძაღლი ნაბულზე დგას, მოასპარეზეს ეძლევა ბოლო შანსი); ბ) ათივე ვაზნის გახარჯვის შემთხვევაში; გ) მოასპარეზის მოთხოვნით [/size]შეჯიბრების მონაწილეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით: 1 ხარისხის დიპლომი - 130 ქულა და მეტი 2 ხარისხის დიპლომი - 100 -129 ქულა 3 ხარისხის დიპლომი - 70-99 ქულა გამარჯვებულად ცხადდება ყველაზე მეტქულიანი წყვილი ჩემპიონად ცხადდება წყვილი რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და თან I ხარისხის დიპლომი აიღო თანაბარი ქულების შემთვევაში უპირატესობა ენიჭება წყვილსს, რომელმაც: 1) ყველაზე ნაკლები საჯარიმო ქულები დააგროვა; 2) ყველაზე ნაკლები დრო მოანდომა ასპარეზობას; 3) ყველაზე მეტი ფრინველი მოიპოვა შადიმან შამანაძე 14/07/2010 პ.ს. ეს იქნება პირველი კომპლექსური ჩემპიონატი საქართველოში, ამიტომ ამ შემთხვევისთვის დაიშვა პრეცენდენტი და მონაწილეობას შეძლებენ ე.წ. უსაბუთო ძაღლებიც, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ ერთჯერადად, მომავალი წლიდან დაშვებულები იქნებიან მხოლოდ საგვარეულო ნუსხის მქონე ძაღლები.......... პ.პ.ს. ამ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ კლუბის წევრები... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 902 რეგისტრ.: 18-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi, Georgia ![]() |
ძაღლის მიერ კვალზე მუშაობით, აგრეთვე შეფეთებული, ძაღლის მიერ ახლოს მიწევით უნაბულოდ ფრინველის მოპოვება ფასდება 5 ქულით. კვალზე მუშაობით ნაბულით თუ უნაბულოდ? ჩემი აზრით, მუშაობის ჩათვლა-არჩათვლის გამმიჯნავი ერთადერთი და უალტერნატივო ფაქტორი არის ნაბული. იყო ნაბული - მუშაობა ჩაითვლება, შესაბამისად - მონადირეს ექნება სროლის უფლება, და თუ ნაბული არ იყო - არ ჩაითვლება. ორგანიზატორები ამას თუ არ ეთანხმებიან, მაშინ არ აქვთ მორალური უფლება, კონკრეტულად - მეძებრით ნადირობის შეჯიბრი დაარქვან ამ ღონისძიებას (მეძებარი ნაბულის გარეშე მეძებარი არაა - მგონი ამის მტკიცება არ მჭირდება!). და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, მეძებარი კვალით იმუშავებს თუ მაღალი ყნოსვით, ნაბულის შემთხვევაში მუშაობა ჩასათვლელია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, არასწორად მიმაჩნია ქულების დარიცხვა (თუნდაც მცირე რაოდენობით), უნაბულოდ ამოყვანილ (მონადირებულ) ფრინველზე. არამედ, ამ შემთხვევაში კონკურსანტი წყვილი უნდა დაჯარიმდეს შესაბამისად, რადგან პრაქტიკული თვალსაზრისით, მონადირეს ფრინველის მოპოვების შანსი უმცირდება, როცა უნაბულოდ მუშაობის შემთხვევაში მოუმზადებელი ხვდება ფრინველის ამოფრენას, ან საერთოდაც ვერ ასწრებს სასროლ მანძილზე მიახლოებას. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 01:33 |