მწყერი, მწყრის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მწყერი, მწყრის აღწერილობა და მასზე ნადირობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
![]() მწყერი მწყერი ერთი იმ გადამფრენ ფრინველთაგანია, რომელიჩ ჩვენში მასობრივად მოდის გაზაფხულზე, ძირითადათ აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს,ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევს და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს. მწყერი ბუდეს მაღალ ბალახში ან მარცვლეულის ყანაში იკეთებს, დებს 8-15 კვერცხს, 18 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები. მამალი მონაწილეობას არ ღებულობს ბარტყების აღზრდაში. როგორც ყველა ქათმისნაირნი, მწყერიც პირველ ხანებში მწერებით, შემდეგ კი ბალახის თესლითა და მარცვლეული კულთურებით იკვებება. მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში იგი დიდი რაოდენობით ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეებში მწყერი ემზადება გადასაფრენათ და დიდი რაოდენობით იყრის თავს გადაფრენის დიდ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარეების არაგვის, მტკვრისა დაალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გზებით ოსმალეთისაკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით. ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ნადირობა ამ ფრინველზე ყოველდღე შეიძლება, დასავლეთ საქართველოში ნადირობენ მხოლოდ იმ დღეებში როდესაც გადაფრენისას მწყრების დიდი კოლონიები ცუდი ამინდის გამო ზრვის სანაპიროზე რჩებიან და უცდიან გამოამინდებას. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 143 რეგისტრ.: 29-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
თქვენი ნებართვით ერთ რამეს დავამატებ: ხდება ხოლმე რომ მონადირის მიერ დაჭრილ მწყერს ხანდახან ძაღლი ვერ პოულობს , მიუხედავად იმისა რომ ,,ჩამოვარდნის" ადგილი კარგად იყო დამახსოვრებული, ე.ი. რა ხდება მწყერი დაჭრის შემთხვევაში ინსტიქტურად ,,იკუმშება" და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სუნს არ უშვებს (იგივე ხდება ჩოჩრობის პერიოდში დამალვის დროს) საკმარისია ძაღლთან ერთად იგივე ადგილზე დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დავბრუნდეთ და მწყერს ადვილად მიაგნებთ შალვა 100% ჭეშმარიტებაა, და საერთოდ ფრინველი სუნს ჟირითადად მოძრაობისას გამოსცემს, იმიტომაცაა ნადირობა დილას და საღამოს რომაა უფრო რეზულტატიანი... შუა დღესაც ხომ იგივე რაოდენობის მწყერი უნდა იყოს, მაგრამ უმოძრაოდ არიან და ამიტომაც ძაღლს უჭირს მუშაობა... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 09:39 |