ვაზნების ტესტირება ►►►, სამწყერე ვაზნები ▪▪▪ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ვაზნების ტესტირება ►►►, სამწყერე ვაზნები ▪▪▪ |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სამწყერე ვაზნების ტესტირება
(იჟ-43, იჟ-27, Stoeger 2000, MP-153, ATA neo 12) სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით კლუბმა საჭიროდ ჩათვალა გაეკეთებინა პირველ სანადირო ობიექტზე გამოსაყენებელი ვაზნების სასინჯი ტესტირება, რომელიც კლუბისავე ინიციატივით განხორციელდა.ტესტირების მთავარი მიზანი იყო ის რომ, რაც შეიძლება ფართო მასების მონადირეებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამა თუ იმ ვაზნაზე, რაც იმედია არჩევისას სასარგებლო სამსახურს გაუწევდა მათ. ტესტირებაში იარაღების სახით მონაწილეობა მიიღო საქართველოში მეტ ნაკლებად გავრცელებულმა სანადრიო გლუვლულიანმა თოფებმა. ვაზნების ტესტირებას ხშირად ვაწყდებით უცხოურ ლიტერეატურაში, ეს აპრობირებული მეთოდია, როგორც რეკლამისთვის ასევე მონადირის პირადი ინტერესისთვის, ასეთი ტესტირება პირველ ყოვლისა ინფორმაციის წყაროა და ბერ კითხვაზე შეუძლია გასცეს პასუხი. მინდა ვთქვა რომ არავითარი რეკლამა და შესაბამისად ანტირეკლამა ამ ტესტირებას არ ეხება, მონაცემები მაქსიმალურად ობიექტურია, მიკერძოების გარეშე. იქიდან გამომდინარე რომ კლუბ ოჩოპინტრეს მიზანი ნადირობის კულტურაზე ზრუნვაა, თამამად შემიძლია ვთქვათ რომ ასეთი ღონიძიებით პატარა ქვა ჩვენც დავადეთ ქართული სამონადირეო ლიტერატურის განვითარებას. მართალია ბევრი იწერება ვაზნების სახლის პიროობებში დამზადებაზე მაგრამ მის ტესტირებაზე ინფორმაცია მიზერულია. აქვე მინდა შევპირდე მკითხველს რომ საეთი ტესტები გაგრძელდება და სისტემატიურ ხასიათა მიიღებს. რადგანაც გვაინტერესებდა შესაბამისი ნომრების საფანტის ვაზნების მონაცემები და არა თოფების ბალისტიკური მაჩვენებლები, შეირჩა უნიკალური სამიზნე. უპოპულარულესი სანადირო ობიექტი საქართველოში - მწყერი. სამიზნეზე მწყრის გაბარიტების მაქსიმალური იდენტურობაა დაცული მისი მაშტაბია 28-30 სმ კვადრატი ! რაც რეალურის ანალოგია. მინდა დავამატო რომ სამიზნე უნიკალურია და ჩვენს მიერაა შექმნილი რისთვისაც მრავალ საათიანი შრომა დაგვჭირდა. სამიზნე დაფიქსირებული იყო ლულის "წვერიდან" ზუსტად 20 მეტრში. დისტანცია ლაზერული მანძილმზომით გაიზომა და ცდომილების ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ფორმატებისს ზომა 85#85. რატომ ავირჩიეთ სატესტო მანძილად 20 მეტრი? პასუხი შემდეგია: ნებსიმიერი სტანდარტული ქარხნული ვაზნის სიჩქარე, ნებსიმიერი ნომრისათვის (ძირითადად წვრილი საფანტი) საშუალოდ 380 მ/წმ -ია. საფანტის ბალისტიკური ცხრილიდან კი ცნობილია რომ #10 ნომერი საფანტი 25 მეტრზე, ასეთ საწყის სიჩქარეს აგდებს 210-220 მ/წ-მდე. რაც აუცილებელი დაზიანებისათვის მინიმუმზე 10-20 მ/წ-ით ნაკლებია (ასეთი სიჩქარის საფანტს ენერგია არ ყოფნის ფრინველის ძვალის დასაზიანებლად) . არ არსებობს არცერთი ვაზნა და არცერთი საწყისი სიჩქარე რომელიც 1,75 მმ-ი ტყვიის სფეროს უფრო მეტ მანძილზე შეუნარჩუნებს მაღალ სიჩქარეს, ეს VII კლაის ფიზიკის სასკოლო პროგრამაა. #9 (ნომერი 9) საფანტისათვის ზემოთ ხსენებული პრობლემა ასე ვთქვათ მოხსნილია და მისი ენერგია 20 მეტრზე საკმარისია შესაბამისი ფრინველის სასიკვდილო დაზიანებისთვის. კონკრეტულად კი 230 მ/წ. ტესტირებისათვის გამოყენებულ იქნა 3 სხავადასვა მწარმოებლის ე.წ. სამწყერე ვაზნა. რომელიც შეირჩა ფასისა და ხარისხის შეფარდებით. 1. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო ![]() 2. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი ![]() 3. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი ![]() თოფები ყოველ გასროლაზე დაფიქსირებული იყო სპეციალურ სამაგრში რომელიც ხრახნიანი იარაღის მისროლისთვის გამოიყენება. 1. იჟ- 43 EM ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ჩოკი (1მმ) 28 მარცვალი სილუეტში 2. იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20 მ. ნახევარჩოკი (0,5მმ) 22 მარცვალი სილუეტში ![]() ![]() * * * 3. იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20მ. ჩოკი(1მმ) 98 მარცვალი სილუეტში 4. იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20მ. ნახევარჩოკი (0,5) 75 მარცვალი სილუეტში ![]() ![]() * * * 5.იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ჩოკი (1მმ) 30 მარცვალი სილუეტში 6. იჟ-43 EM ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 19 მარცვალი სილუეტში ![]() ![]() * * * 7. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ჩოკი (1მმ) 18 მარცვალი სილუეტში 8. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა RC3 dispersante, 12 კალ., 33 გრ., #9 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 30 მარცვალი სილუეტში ![]() ![]() * * * 9. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20 მ. ჩოკი (1მმ) 69 მარცვალი სილუეტში. 10. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა YAF CHEDDITE BIOR, 12 კალ., 30 გრ., #10 უკონტეინერო მანძილი 20 მ. ნახევარჩოკი ჩოკი (0,5მმ) 55 მარცვალი სილუეტში. ![]() ![]() * * * 11. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20 მ. ჩოკი (1მმ) 30 მარცვალი სილუეტში 12. იჟ-27 M ფიქსირებული ჩოკები. ვაზნა NIKE-fiocci streu 12 კალ., 28 გრ., #10 ჯვრიანი კონტეინერი მანძილი 20 მ. ნახევარ ჩოკი (0,5მმ) 21 მარცვალი სილუეტში ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
strong
მეგობარო თუ გულისყურიტ გადაიკითხავ წინატქმას მანდ გარკვევით წერია რომ ტესტირება გაიარა არა თოფებმა არამედ ვაზნებმა. 100 უჯრედიან და სხვა სამიზნე ფორმატებზე ისინჯება თოფების ბალისტიკა !!! ბესო ტესტირების მეთოდი, = 0 ამიხსენი რაზეა საუბარი, პასუხს არ დავაყოვნებ. სროლის დისტანცია 35 მეტრი. ამ მანძილზე 10 ნომერი საფანტის ენერგია რიოგორია ხომ ვიცით?! კიდევ გავიმეორებ გაიტესტა სამწყერე ვაზნები. ჩემი პირადი აზრით კი მწყერზე განკუთვნილი ვაზნის შეფასების კრიტერიუმი უნდა იყოს, თვისება - იშლებოდეს საფანტი მაქსიმალურ ფართობზე იმ პირობით, რომ გაშლის ფართობის ნებისმიეს სეგმენზე- უზრუნველყოფილია მწყერის დაზიანებისათვის საჭირო მინიმალური საფანტის მოხვედრა (4-6)... გეტეანხმები მეგობარო. მაგრამ ჩვენ სემთხვევაში კრიტერიუმო იყო საფანტის ნომერი . რაც შეეხება ვაზნებს შორის სხვაობას - ჩემი აზრით სანადიროდ ყველაზე მეტად ვაზნა NIKE-fiocci streu გამოდგება - ოღონდ ჩემი აზრია #9' +100000000 ბორნაჩების ხომ არ იცით რამე ჩაანს სადმე და თქვენი აზრიც მაინტერესებს ამ ტყვიასთან დაკავშირებით (მე ძალიან კმაყოფილი ვარ) მალამო , ჯერ კიდევ ბერვი ვაზნა და თოფი გვაქვს დასატესტი , მაგრამ ვაზნები შერჩეულ იქნა მაღაზიაში მატი მარაგის მიხედვით. მაგ. ხო არ გავტესატავდით რარაცა "X " ვაზნას რომელის მაღაზიის საწყობში 50 ცალია დარჩენილი. მგონი მიგახვედრე Davitus ანალიზს ყველა ნორმალურად მოაზროვნე გმოიტანს, სპეციალურად არ ვაკეთებთ რომ რაიმე რეკლამირებას არ ქონდეს ადგილი... +10000000000000000000000 |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 06:57 |