2010-2011 წლის სანადირო სეზონი, პირადი აზრი მიმდინარე სეზონის შესახებ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
2010-2011 წლის სანადირო სეზონი, პირადი აზრი მიმდინარე სეზონის შესახებ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
მოგესალმებით ძმებო,
წესით უნდა მომელოცა 2010-2011 წლის სანადირო სეზონის გახსნა, მაგრამ მოსალოცი არაფერი არ არის... :( ამას სანადირო სეზონს ვერ უწოდებ. ამ თემაში მოგახსენებთ ჩემპირად აზრს და სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენ მოსაზრებას. დავიწყე. წალკის რ-ნი დილის 6.30. კლუბის მეთაურებმა მოაწყვეს ერთობლივი გასვლა. მე მხვდა წილად პატივი ჭალიმგელას ეკიპაჟში ყოფნა. მინდორშიც ორი თაობის ჭალიმგლებთან მომიწია გასვლა. მანქანიდან გადმოსვლისთანავე დადუმ 2 მწყერი ააფრინა, რამაც დიდი იმედი მოგვცა. მაგრამ სადღაც 20-30 წუთში იმედი გაგვიცრუვდა. მწყერი მხოლოდ მაღალ, სათიბისა და მარცვლეულის ყანებში იყო, არც კარტოფილში და არც ნამკალში მწყერი არ იყო. ყანების თავზე ვერც მტაცებელი დაგვინახავს. საერთო ჯამში 6-10 საათის განმავლობაში უნაკლო და ჟინიანმა ჭალიმგელამ 17-მდე მწყერი მოინადირა. 1 - პატარა ჭალიმგელამ და 2- მეც... ამას ნადირობას ვერ დავარქმევ, ალია-ბალია 20 ფრინველი მთელი დღის განმავლობაში! 2003, 04, 05 წლებში კახეთის მინდვრებში, ყანებსა და ნამკალებში 2-3 საათში 20-30 ფრთას მოვინადირებდი და სახლში ხელცარიელი არ ვბრუნდებოდი. დრო მოვიდა თოფი კედელზე ჩამოვკიდოთ და ჩვენი ბუნების გადარჩენაზე ვიფიქროთ... მე არ ვგულისხმობ, რომ თოფი სამუდამოდ კედელში ჩაჭედებულ ლურსმანს უნდა მივაბაროთ - არა, უბრალოდ მოვიდა დრო, რომ რაღაცა მოვიმოქმედოთ ამით ნადირობა და ნადირობის კულტურა არ დასამარდება. ჩევნი საუბრები სახოხბეებზე, საკალმახეებზე, საკაკბეებზე საბოლოო ჯამში რეალურ საქმედ უნდა იქცეს! მე მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი ის რაც ჩემზეა დამოკიდებული, ჩავრთო ჩემი ნაცნობობა, გაგიზიაროთ ლიტერატურული წყაროები, მოგემსახუროთ ჩემი პროფესიოსამებრ. მინდა, რომ ჩვენმა საუბარმა ნაყოფი გამოიღოს! მთავარი სურვილია -სახსრებს მოვიძიებთ, ჩინოვნიკებს ვაიძულებთ, რომ იმოქმედონ! პატივისცემით გიგა ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() goga ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
919
არ გეწყინოს,მაგრამ მგონია რო ცოტას ვაზვიადებთ. პირველ რიგში იმის თქმა რო მალე მარტო მტრედებზე მოგვიწევს ნადირობა,ცოტა არასწორი მგონია,თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ რა ფრინველზეც ვნადირობთ აქედან ძირითადად ყველა გადამფრენია და რა ჩანაწერიც არ უნდა მოვისმინოთ ეს იმის მაჩვენებელი არ იქნება რომ დროდადრო ფრინველი გაწყდება. ამ სეზონზე მწყერი თუ ვერ ვნახეთ,ეს იმას არ ნიშნავს რო საქართველოს დაერხა,სურათი სხვანაირად არის დახატული:შენ ვერ ნახე-მე ვნახე,მე ვრ ვნახე-სხვამ ნახა,და ასე შემდეგ.(ისე მე კი ვნახე დღეს საკმაოდ და დავწერ პატარას თავისი სურათებით) ჩევნი საუბრები სახოხბეებზე, საკალმახეებზე, საკაკბეებზე საბოლოო ჯამში რეალურ საქმედ უნდა იქცეს! ამას რაც შეეხება ძალიან გეთანხმები და საბოლოოდ ყველაფერი ამისკენ მიდის!!! უბრალოდ ეს კლუბის დონეზე და საერთო საქმედ რამდენად გადაწყდება ეგ არე ვიცი,ცოტა სკეპტიკურად უყურებ ამ საქმეს(და მგონია ბევრი ფიქრობს ესე) შეიძლება თემას გადაუხვიე,მაგრამ ვიხელმძღვანელე ძირითადად პირველი პოსტით. პ.ს. კიდევ ერთს დავამატებდი რომ(სათაურიდან გამომდინარე),პირად აზრს ვერავინ მოგახსენებს,თუნდაც იმიტომ რომ ეს პირველი გასვლა იყო და ამით დიდი დასკვნების გამოტანა მგონია რომ არასწორი იქბება. პ.პ.ს. გიგა არ გეგონოს რამეში არ გეთანხმებოდე ან გეკამათებოდე,უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი ძემოთთქმულის შესახებ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 23:52 |