აბა გამარკვიეთ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

აბა გამარკვიეთ
ვიტო
პოსტი Aug 24 2010, 14:18
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



დღეს ჩამომივიდა ამერიკიდან ესეთი რამერუმეები, თან საკმაო რაოდენობით,
ჩვენკენ დაგვარი რაღაცეებით პრაქტიკული თევზაობა არ მინახია და არც ვიცი რაზე
სათევზაოდ შეიძლება გამოვიყენო, აბა გადახედეთ და რამე მითხარით, გადავაგდო
თუ გამოვიყენო, კაცს აჩუქეს და რომ არ იცოდა რა ექნა გამომიგზავნა მე newsmile05.gif

სავარაუდოდ ვეჭვობ რომ უმეტესობა ზღვაზე სათევზაოდ არის და ტვისტერებისთვის ან
ტროლინგისთვისაა, მარა იქნება იცოდეთ ვინმემ კონკრეტულად რა და როგორ არის.

ეს უბრალობ კვანძების ბუკლეტია მარა მაინც ვერ ვხვდები რისი კვანძების





ამაზე კი ეჭვი მაქვს რომ საზანზეც მშვენივრად იმუშავებს, უბრალოდ სხვა რარაცისთვისაა





ეს ტვისტერი გასაგებია, მაგრამ ქარიყლაპიასათვის ნამდვილად არ არის, საკმაოდ დიდია და მძიმე,
ალბათ რამე ზღვის მობინადრისთვისაა



ეს ორი წარმოდგენითაც ვერ წარმოვიდგინე რა ჯანდაბაა






straight wire can be dispensed by pulling wire through the grooves as the coil spins on the
center hub. wire can olso be unwound in a circular motion from the spool
განმიმარტეთ აბა, და რაში გამომადგება ეგეც მითხარით



და ამეებსაც გადახედეტ აბა newsmile05.gif







გისმენავთ ბატონებო


პ.ს. ისე ამათ ფასებს რომ უყურებ აშკარად აზრი მრჩება რომ ჩვენ მაღაზიებში გვატყავებენ,
არადა ეტყობათ რომ კარგი ხარისხების არის ყველაფერი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
amroci
პოსტი Aug 29 2010, 09:25
პოსტი #2


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ციტატა
ამაზე კი ეჭვი მაქვს რომ საზანზეც მშვენივრად იმუშავებს, უბრალოდ სხვა რარაცისთვისაა



საზანის ნაკლებად მესმის და ვერაფერს გირჩევ.
თუმცა ზღვისთვის ძალიან კაგი კავებია ღამით ზღვის ჭიაზე კუზანის საჭერად. განსაკუთრებით თუ მასალა ზღვისთვის არის გათვლილი, ანუ ეროზიასთან მედეგია.
ციტატა
ეს ტვისტერი გასაგებია, მაგრამ ქარიყლაპიასათვის ნამდვილად არ არის, საკმაოდ დიდია და მძიმე,
ალბათ რამე ზღვის მობინადრისთვისაა


მე პირადად შავ ზღვაზე შარშანაც ბევრი ვცადე სხვადასხვანაირი ტვისტერი და წელსაც მაგრამ არაფერ განსაკუთრებულ შედეგს არ იძლევა არცერთ თევზე.
თუმცა იავიცი, იქნებ მე ვერ ვთევზაობ სწორად. ამის გასარკვევად ტვისტერით თევზაბის გამოცდილი კაცია საჭირო რომ დაადგინოს.

ციტატა
ეს ორი წარმოდგენითაც ვერ წარმოვიდგინე რა ჯანდაბაა




აი ესენი კი ზღვაში ნამდვილად კარგებია სასამადურედ.
მაგრამ ისევ და ისევ ღამით, რადგან ძუა უკეთია ნამეტარი მსხვილი.
პირველის კავიც სხვანაირია და ფერადიც კი არის მაგრამ ღამით მაგას არ დაუწყებს არჩევას არც სტავრიდა და არც კუზანა.
ეგეთები თუ ბლომად არის მაშინ კარგი სამადურის აწყობას შეძლებ.
საანკესედ 10-14 ცალია საჭირო თითო სამადურზე. ხოლო რეზინით სათევზაოდ 25-30 ცალი თითო სამადურზე.

ციტატა
straight wire can be dispensed by pulling wire through the grooves as the coil spins on the
center hub. wire can olso be unwound in a circular motion from the spool
განმიმარტეთ აბა, და რაში გამომადგება ეგეც მითხარით


ძალიან სასარგებლო დეტალია, რომელიც გამოგადგება როგორც ზღვაში კატრანზე სათევზაოდ ასევე ქარიყლაპიასა და ლოქოზე სათევზაოდაც საჭიროა.

ციტატა
და ამეებსაც გადახედეტ აბა newsmile05.gif


ეს გაწკეპლით სათევზაოდ საჭირო მუშკების გასაკეთებელი კავებია. სამწუხაროდ მაგის არაფერი მესმის.

ციტატა

ეს მეც არ ვიცი. თან რა წესი აქვთ ფერადი ძუების მიბნევა ვერ გავიგე.
მე პირადად მაგეებს დავაძრობდი თვით კავებს და ავაწყობდი ზღვის ჭიით კეფალის საჭერ მონტაჟს.

ციტატა

ესენი თუ მართლა დიდებია, მაშინ ზღვაში ივარგებს ზამთრის თევზაობისათვის. კერძოდ: კამბულა, სკატი და კატრანი. კატრანის შემთხვევაში იმ ლითონის ძუას გაუკეთებ.
ასევე მშვენივრად გამოდგება მასზე სხვადასხვა ტვისტერის დასაგებად და იგივე ლითონის ორი მტკაველი სიგრძიან ძუაზე მიბნევით ქარიყლაპიისა და ლოქოს საჭერადაც კი.

მოკლედ საკმაოდ კარგი და გამოსადეგი ამუნიციის პატრონი ბრძანდებით პატივცემულო. და რამდენად მიიცლი მაგათ გამოსაყენებლად ეგ უკვე შენზეა და ქალბატონი ფორტუნას კეთილგანწყობაზე. ach.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ვიტო   აბა გამარკვიეთ   Aug 24 2010, 14:18
- - T A M P L I E R   ერთი მერვე სურათზე...   Aug 24 2010, 14:24
- - ვიტო   T A M P L I E R უშველებელი ...   Aug 24 2010, 14:44
- - T A M P L I E R   ვიტო თუ ძუაა რაღას ...   Aug 24 2010, 15:22
- - ვიტო   ანგლისკი საერთოდ ვ...   Aug 24 2010, 15:27
- - T A M P L I E R   ატრაკებ რა თავიდან...   Aug 24 2010, 15:31
- - ვიტო   T A M P L I E R ქართველო არ ...   Aug 24 2010, 15:48
- - დემი   რამდენადაც ვარჩევ ...   Aug 24 2010, 16:18
- - ვიტო   დემი ციტატა(demiko @ 24t...   Aug 24 2010, 16:21
- - troutbaiter   ვიტო, ეგ ლითონის ძუ...   Aug 24 2010, 16:23
- - ვიტო   troutbaiter არა არჩილ, ქარ...   Aug 24 2010, 16:29
- - დემი   ნახვა ჯობია ზეპირა...   Aug 24 2010, 16:32
- - შალვა   -ვიტო კი გეცოდინებ...   Aug 24 2010, 18:40
- - T A M P L I E R   შალვა ციტატა(shalva @ ...   Aug 24 2010, 23:04
- - ბესო   ვიტო შენ კიდევ რით...   Aug 27 2010, 16:00
- - ვიტო   ბესო ქართველო პირ...   Aug 27 2010, 16:14
- - amroci   ციტატაამაზე კი ეჭვ...   Aug 29 2010, 09:25
- - ვიტო   amroci ზოგიერთ რაღაცა...   Aug 30 2010, 16:50
- - amroci   ვიტო მე ქარიყლაპი...   Aug 30 2010, 18:02
- - ვიტო   amroci ციტატა(amroci @ 30th Augu...   Aug 30 2010, 18:32
- - amroci   ვიტო ააა. მე კიდე ვ...   Aug 30 2010, 18:34


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2025 - 02:32