ბაშქოი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბაშქოი |
![]()
პოსტი
#1
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 266 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: VAKE ![]() |
აბა დაწერეთ რა ხდება
![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 266 რეგისტრ.: 21-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: VAKE ![]() |
პატარა ინფო:
ბარეთის ტბა, ბაშქოის ტბა, ტბა წალკის რაიონში, ხრამჰესის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1612 მ. ტბის ფართობი 1,24 კმ2, აუზის ფართობი 9,3 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, საშუალო სიგრძე 0,82 მ. მდებარეობს სინკლინურ მულდაში. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. მუდმივი შენაკადი არა აქვს. მაქსიმალური დონე გაზაფხულზე, მინიმალური - ზაფხულის ბოლოს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც მნიშვნელოვნად დასწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 520 რეგისტრ.: 4-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
პატარა ინფო: ბარეთის ტბა, ბაშქოის ტბა, ტბა წალკის რაიონში, ხრამჰესის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1612 მ. ტბის ფართობი 1,24 კმ2, აუზის ფართობი 9,3 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, საშუალო სიგრძე 0,82 მ. მდებარეობს სინკლინურ მულდაში. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. მუდმივი შენაკადი არა აქვს. მაქსიმალური დონე გაზაფხულზე, მინიმალური - ზაფხულის ბოლოს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც მნიშვნელოვნად დასწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი. ახლახანს ჩამოვედი სენაკიდან და სანამ იქაური თევზჭერის თავისებურებებზე გესაუბრებოდეთ (შესაბამის თემაში) ბაშქოიზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა ხუთი საათი მოუნდა მარშუტკა სენაკიდან თბილისამდე ჩამოღწევას მგზავრობით და შთაბეჭდილებებით გადაქანცულები ვიყავით და აღმოსავლეთ საქართველოს ერთფეროვანი პეიზაჟების მეათასედ თვალიერებას ბაშქოის გახსენება ვამჯობინეთ ერთმანეთს შევადარეთ სამეგრელოს სათევზაო ადგილები და თრიალეთის ზეგანზე არსებული ტბები კერძოდ ბარეთის ტბა გავიხსენეთ ის მისტიკური აურა ბაშქოის ნაპირებზე რომაა გამეფებული უცნაური ხმები გაღმა ნაპირიდან ტბის კლდოვანი ფსკერი მცენარეებით დაფარული წყლის ზედაპირი და ის უსაშველო რაოდენობის კარასი რომელიც ამ წყალსატევში .............. უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი რომ წყალსატევში კი არა ამ ბოტანიკურ ბაღში ბინადრობს მაისის შემდეგ თევზი მთელს დროს მცენარეების ფესვებთან ატარებს და ყველანაირი წარმოშობის ბრაკონიერისაგანაა დაცული ალბათ ამიტომაცაა ბარეთის ტბაზე ამდენი თევზი (რა მოხდა მერე თუ ეს თევზი კარასია?) დავასკვენით რომ ბაშქოიზე წასასვლელად საუკეთესო დროა - მაისის დასაწყისი ან შუა რიცხვები (ჩვენ ივნისის დასაწყისში ვიყავით და ტბა უკვე თითქმის მდელოსავით ბიბინებდა) მაისის დასაწყისში როდესაც მცენარე ჯერ მხოლოდ ოდნავაა დაყლორტილი ამ ტბაზე მართლაც შეიძლება რეკორდული ზომების კარასის დაჭერა სხვა დროს რა გითხრათ შეიარაღებული ძალების სპეცაღჭურვილობას თუ გაიყოლიებთ ალბათ დაიჭერთ რაღაცას ანკესით თევზაობისას კი ოხვრა კვნესის მეტი არა აღმოგხდებათ რა ![]() ჩემივე სიტყვებზე მეცინება იდეაში სამეგრელოში თევზაობა ათასჯერ უფრო საინტერესო და აზარტულია მაგრამ პროსტ ბაშქოი შეგვეცოდა და მაგარი ტკბილი სიტყვები ვუთხარით ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 23:36 |