კალმახის ჭერის იურიდიული ასპექტები, რა წერია კანონში ამის შესახებ ?!!? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კალმახის ჭერის იურიდიული ასპექტები, რა წერია კანონში ამის შესახებ ?!!? |
Aug 24 2010, 14:34
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 83 რეგისტრ.: 3-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ვიტო არ ვიცი იმიტომ რომ ჩვენ სადღაც 12-ის ნახევარზე წამოვედით, აღარ მოდიოდა თევზი თან დაგლილები ვიყავით ღამისთევის ამბავში, ალბათ ხრამული და ჭანარი უნდა დაიჭირო, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი მაგრამ: როგორც ზემოთ ვთქვი არის დაცული ტერიტორია და ყავს მცველი რომელიც ჩვენ დილით შეგვხვდა და რუსთავამდე წამოვიყვანეთ, როგორც გვითხრა არ შეიძლებაო თევზაობა იქვე ისიც თქვა რომ საპირისპირო ნაპირიდან შეიძლებაო
პრინციპში არა მგონია რომ შექმნას პრობლემა უფრო კოცონის და დანაგვიანების ამბავს აწვებოდა რომ ვიგაცამ შემდეგ საყვედური არ უტხრას თორემ ანკესზე ალბათ არაფერს არ იტყვის |
|
|
Aug 30 2010, 17:08
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 81 რეგისტრ.: 18-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
"დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;"
აღნიშნული ჩანაწერი გადაფარულია 2006 წელს დამტკიცებული საქართველოს წითელი ნუსხით, რადგანაც როგორც აქ უკვე ახსენეს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად აკრძალულია ყოველგვარი ქმედება წითელი ნუსხის სახეობებთან მიმართებით. შესაბამისად კალმახზე თევზაობა აკრძალულია |
|
|
Aug 30 2010, 17:59
პოსტი
#3
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
"დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;" აღნიშნული ჩანაწერი გადაფარულია 2006 წელს დამტკიცებული საქართველოს წითელი ნუსხით. აღნიშნული ბრძანების ბოლო რედაქტირება გაკეთებულია 2009 წლის 13 აგვისტოს და 2006 წელს დამტკიცებული საქართველოს წითელი ნუსხით რანაირად ხდება გადაფარვა? რადგანაც როგორც აქ უკვე ახსენეს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად აკრძალულია ყოველგვარი ქმედება წითელი ნუსხის სახეობებთან მიმართებით. წითელი ნუსხა ერთმნიშვნელოვან აკრძალვებს არ აკეთებს ყველანაირ ქმედებებთან დაკავშირებით წითელი ნუსხის სახეობებთან მიმართებაში, არამედ აპელირებას აკეთებს სხვა კანონებზე და უშვებს გამონაკლისებსაც - გარდა ამ კანონით, "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა ხოლო იმ კანონებში, რომლებზეც კანონში წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ არის საუბარი და რომლების მიერ დაშვებულ გამონაკლისებსაც წითელი ნუსხა დაუშვებს წერია შემდეგი - ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი?? შესაბამისად კალმახზე თევზაობა აკრძალულია კანონებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ კალმახზე თევზაობა დაშვებულია. თუ ესე არ არის იქნებ მიგვითითოთ, რომელი პუნქტებით/მუხლებით იკრძალება? |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 23:06 |