შამაია, Chalcalburnus Chalcoides - Шемая |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შამაია, Chalcalburnus Chalcoides - Шемая |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti ![]() |
სიგრძე__39სმ. წონა__0.6კგ.
არის ადგილობრივი და მასვლელი ფორმაც. ი კ ვ ე ბ ე ბ ა : ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით,ეტანება წყალში ჩაცვენილ მწერებს, ჭამს ლიფსიტას. ს ა თ ე ვ ზ ა ო ა დ გ ი ლ ე ბ ი :ალაზანი, იორი, კინტრიში, მაშავერა, მტკვარი, ნატანები, პალიასტომის ტბა, რიონი, სუფსა, სიონის წყალსაცავი, ჭოროხი, ხრამი, ჯანდარის ტბა. ს ა ტ ყ უ ა რ ე ბ ი : თეთრი ჭია, წიტელი ჭია. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ოოოოოოოოოო, დადგა შამაიის ჯერიც, სამწუხაროდ ჩემი პრაქტიკა მხოლოდ სიონის წყალსაცავით შემოიფარგლება,
ანუ იმ წყალსატევით სადაც გამიზნულად ამ თევზზე დავბდივარ, ხშირი შემთხვევები მქონია მდინარეებზე ამ თევზის "თანჭერის"(როდესაც სხვა თევზზე წასულს შამაია დამიჭერია) თუმცა ეგ არ ითვლება ![]() იმისათვის რომ გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, პირველ რიგში მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო სიონის წყალსაცავს და იმ გარემოებებს რაც მაიძულებს ამ თევზზე გასვლებს. 1. მონატრებული ბუნება. 2. ზაფხულის ცხელ დღეებში სიგრილე. 3. თევზაობის ჟინი 4. თევზის გასტრონომიული ფასეულობები. 5. სუფთა სპორტული ინტერესი და ა.შ. ეს სია დამიჯერეთ ძალიან დიდი ნუმერაციით დასრულდება ნამდვილად არ შემიძლია ამ თევზს და მის ჭერას რაიმე ნაკლი გამოვნახო, ძალიან საინტერესოა თავისი მეთოდებით, ჯოხის აღკაზმულობით, უიღბლო მეთოდის გამოყენების შემდეგ საუკეთესო გამოსავლის ძიებით........ ამას შეგვიძლია დავამატოთ მისი სიყვარული ნამდვილი გურმანების თვალით (~ამაზე ცოტა მოგვიანებიოთ) პირველად შამაიას ვეზიარე ჩელეს დახმარებით, უფრო სწორედ მის წარმატებულ ჭერას,დაახლოებით 8-10 წლის წინ, მანამდეც ვიყავი სიონზე ნამყოფი თუმცა მაშინ ბნელი დრო იყო, არც ინტერნეტი, არც საჭირო სტატიები, ინფორმაციის ვაკუუმი, მეთევზეები მალავდნენ ჭერის ტექნიკას (ეს მართლა მახსოვს) და მოკლედ ბევრი "პუსტა"გასვლები. ერთხელაც ვართ თიანეთში მე და ჩელე ბატონი მის სამამაპაპისეულო სამფლობელოში და გადავწყვიტეთ სათევზაოდ წასვლა სიონზე, თან მახლავს ჩემი კარავი რომელიც რამოდენიმე დღით ადრე მეგობრებმა მაჩუქეს გამომდინარე იქიდან რომ ველური ვიყავი და ტყეში ცხოვრება მერჩივნა - ხოოოოოდა რაღა გვედგა წინ, მივეურეთ წყალსატევის შესართავთან თუ სწორედ მახსოვს გზიდან გადავუხვიეთ, სოფელს "ალოტი" ერქვა, გადავიარეთ 9 მთა, დავბანაკდით და დილამდე ისე დავილხინეთ თევზის ჭერითაც და გატარებული დროითაც რომ დღემდე "კინოსავით" მასოვს ![]() სიონზე წასვლა სათევზაოდ, კომბინირებული სიამოვნება... რადგან ჩემი სიბრძნეები ეხება მხოლოდ სიონის წყალსაცავს, ნამდვილად არ ვქადაგებ იმ აზრს, რომ ყველგან, იგივე მეთოდებით შეძლებთ თუნდაც მიახლოებული შედეგების მიღწევას ![]() როგორ იჭირება:არანაირად არ გაგიკვირდეთ რომ შამაია მოვიდეს ნებისმიერ აღკაზმულობაზე, ეს გამოწვეულია იმით, რომ სიონზე საკვები არეალი, დასამალი ადგილები, და გაბალახებული ყურეები თითქმის არ არსებობს, ტბა ხელოვნურია, უბრალოდ გამოთხრილია აუზი და შიგნით არის ჩაშვებული წყალი, მაშასადამე საკვებ პროდუქტებზე არის სერიოზული კონკურენცია, შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად ყველა თევზი გარდა ფსკერულისა"(საზანი)შეიძლება მოვიდეს ნებისმიერ გაწყობილობაზე, მაგრამ, არსებობს დიიიიიიდი "მაგრამ", ეს არის შამაიის ცხოველური მისწრაფება ნებისმიერ საკვებ პროდუქტზე ![]() ![]() ტივტივა: რატომ ვიწყებ ტივტივათი? იმიტომ რომ ბევრს გონია, რომ ე.წ. ვანკა არის ყველაზე ოპტიმალური ტივტივა რომელიც შეიძლება შამაიის დასაჭერად გამოვიყენოთ, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მცდარი აზრი, და მე თუ მკითხავთ "ვანკა" არის ყველაზე უინტერსო ტივტივა რომელიც მოუგონია ადამიანთა მოდგმას, ჩემი არჩევანია ვაგლერი ტესტით 5-15 გრ., რადგან დიიიიდ დისტანციებზე გატყორცნის საშუალებას გვაძლევს, და როგორც წესი შამაია იქ არის სადაც შორია ![]() ჯოხი: ისევ და ისევ Match-ი ტესტით 5-20 გრ. საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. სატყუარა: მე გირჩევდით ბუზის მატლს(თეთრი ჭია), თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ნაკელის ჭიაზე უჭირს, უბრალოდ ჩემ პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ წითელზე მოსულიყო და თეთრზე რეაქცია არ ყოფილიყო, იმის თქმა მინდა რომ თეთრი უფრო უნივერსალურია და შედარებით უღალატო, თუმცა საბოლოო ავკარგიანობაზე მაინც ადგილზე მისვლისას გაიგებთ. სახლამდე რომ არ გაგიფუჭდეთ: სასურველია თან გქონდეთ წყალგაუმტარი სატევარი, რომელშიც ჩაასხავთ 2-3 ლიტრ წყალს და ჩაყრით დაახლოებით ნახევარ კოლოფ ქვა მარილოს. გამომდინარე იქიდან რომ შამაია მალე კვდება და შესაბამისად მალე ფუჭდება სასურველია ესეთ ხსნარში ჩააგდოთ თევზი დაჭერითანავე, დარწმუნებული ვარ სახლამდე საღსალამათებს მიიყვანთ ![]() შამაიის დამარილება: შამაია ძალიან ცხიმიანი თევზია, ასე რომ მისი დაგემოვნება იგივენაირად გემრიელია როგორც გამომშრალის ისევე შემწვარის. აიღეთ ჯამი, ქვაბი ან დაჭერილი თევზის შესაბამისი სათავსო, ჩაალაგეთ თევზი ფენებათ და ფენებს შირის დააყარეთ ბეეეევრი მარილი, როდესაც ამოწურავთ რეზერვებს, დაასხით ცოტა წყალი, დააფარეთ თავსახური და დადგით ტენიან ადგილზე 5-7 დღის მანძილზე, ამოიღეთ თევზი, წამოაცვით თოკზე ან რაიმე საკიდზე და გამოკიდეთ განიავებად ადგილზე 3-4 დღით, სასურველია გამოკიდოთ "მარლის" ნაჭერშემოხვეულში. თევზი მზადაა. შეწწვა: გამოშიგნეთ, კარგად გადარეცხეთ, ამოავლეთ სიმინდის ფქვილში და შეწვით ზეთში, მის სიმსუყეობაზე ეჭვები აღარ შეგეპარებათ ![]() გისურვებთ წარმატებულ თევზაობას ![]() შეაფასეთ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 20:24 |