გეოგრაფიული კოორდინატები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გეოგრაფიული კოორდინატები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
![]() გეოგრაფიული კოორდინატები — გრძედი და განედი, განსაზღვრავს წერტილის (პუნქტის) მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე. * გრძედი — კუთხე, პლანეტის ცენტრიდან მოცემულ წერტილამდე გავლებულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის, რომელიც ითვლება 0-დან 90°-მდე ეკვატორის ორივე მხარეს. გეოგრაფიული გრძედი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს (ჩრდილოეთის გრძედი) დადებითად ითვლება, სამხრეთ ნახევარსფეროში კი — უარყოფითად. * განედი — კუთხე, მოცემულ წერტილში გამავალი მერიდიანის სიბრტყესა და საწყისი ნულოვანი მერიდიანის სიბრტყეს შორის, საიდანაც იწყება განედის ათვლა. ამჟამად ნულოვან მერიდიანად ითვლება ის, რომელიც გადის ქალაქ გრინვიჩში მდებარე ძველ ობსერვატორიაზე, და ამიტომ მას გრინვიჩის მერიდიანს უწოდებენ. განედებს 0-დან 180°-მდე ნულოვანი მერიდიანიდან აღმოსავლეთით უწოდებენ აღმოსავლეთისას, ხოლო დასავლეთით — დასავლეთისას. აღმოსავლეთის განედებს დადებითს უწოდებენ, დასავლეთისას კი — უარყოფითს. კორდინატთა DDMMSS ფორმატი DDMMSS ფორმატი შემოკლებით - DMS. ესაა აბრევიატურა კოორდინატებისა წარმოდგენილი ორ-ორი ლათინური ასოთი. DD ესაა გრადუსები, MM - მინუტები და SS - სეკუნდები. მისი სტანდარტული სახე ასე გამოიყურება - 42°15′53″ N, 43°50′40″ E. კორდინატთა DD.DDDDD ფორმატი DD.DDDDD ფორმატი შემოკლებით - DD. ესაა მოდიფიცირებული, მეათედებად გამოყვანილი ციფრი. რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად. 42°15′53″ N და 43°50′40″ E = 42+15/60+53/3600 N და 43+50/60+40/3600 E = 42.26472 N და 43.84444 E. წყარო: ვიკიპედია |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გიორგი
აი შენ თუ იცი ის დაწერე: როგორ უნდა განსაზღვრო, გრძედი და განედის კოორდინატები, ჩვეულებრივ რუკაზე, რომელსაც შკალა აქვს, და ინტერნეტი არ გაქვს |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() ... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,267 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გიორგი აი შენ თუ იცი ის დაწერე: როგორ უნდა განსაზღვრო, გრძედი და განედის კოორდინატები, ჩვეულებრივ რუკაზე, რომელსაც შკალა აქვს, და ინტერნეტი არ გაქვს ეგ ხომ ელემენტალურია ვატსონ ![]() პირველ რიგში ნებისმიერ რუკაზე არის კოორდინატების (გრძედებისა და განედების დანაყოფები). თუ არ არის, ესე იგი რუკა დაბეჭდილია ჩინეთის ხუა-ხუა-ს პროვინციაში, მაშინ ერთი წერტილის კოორდინატი მაინც გვინდა ამ რუკაზე, რომელზეც მაშტაბი მაინც იქნება დატანებული. როცა გრძედი = 0 გრადუსს, მაშინ განედის 1 გრადუსს შეესაბამება 116-117 კილომეტრი. ეს უკანასკნელი სიმეტრიულად მცირდება და საბოლოოდ 0-ს უტოლდება, როცა გრძედი იზრდება 0-დან 90-მდე. ვთქვათ X გრადუსიან გრძედზე 1 გრადუსით შეიცვლება განედი, თუ გავივლით = (90-X)/90*116.67 კილომეტრს ესე იგი გამოვითვალეთ განედი. იგივე მექანიზმით შეიძლება ახალი წერტილის გრძედის გამოთვლაც. ყველაფერ ამას კი ჯობს, ღამის 4 საათზე გეძინოთ და ერთმანეთს ტვინს არ უბურღავდეთ ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th September 2025 - 09:49 |