ისევ და ისევ სიონი 04.09.2010 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ისევ და ისევ სიონი 04.09.2010 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
კვლავ გავედით სიონზე. ვინმე იკითხავს, კი მაგრამ რა არ მოგბეზრათო ეს სიონი ??
არა გიპასუხებ მე შენ !!! არ მომბეზრდა და არც მომბეზრდება და ვეცდები რომ წელს რაც შეიძლება ბევრჯერ მოვხვდე სათევზაოდ მაგ შესანიშნავ ადგილას.. ჯერ იმიტომ რომ ლამაზია, მერე იმიტომ რომ გრილა და ბოლოს კიდე იმიტომ რომ თებზი იჭირება და თან რა თებზი ?!?!?! შამაია !! მეტი რა გინდა ტივტივოჩნიკს ??? ![]() მოკლედ მე და ვიტომ მოვიფიქრეთ გასვლა.... სხვათაშორის ეს ერთერთი ყველაზე კულტურული გასვლა გამოვიდა ![]() თან წავიღე გუდვილის 12 ლარიანი შეშა... ტამპლიერას უძვირფასესი 5 წლის ღვინო, რაცხა სასისკი და ყველე, რა თქმა უნდა სუპერ მაყალი 2010, წყალი და პრინციპში ეგაა რაა.... ვიტოს გავუარე საგურამოში და დავაწექით სიონისკენ. უკვე ღამდებოდა. ასე საღამოს 10 საათი იქნებოდა... ჯერ გვინდოდა ინდოურების ფერმასთან ჩასვლა... მაგრამ მერე ვიტოს რაღაც კაი ადგილი გაახსენდა და დავაწექით შესართავისკენ. იქ ასახვევი არ გვახსოვდა რომელი იყო და ჩელეს დავურეკეთ. ჩელემ ტელეფონით მაინც ვერ გაგაგებინებტო და მაიცათ მოვალო.... ხოდა მოვიდა... ხოდა ასახვევი ვიპოვეთ... ხოდა ავუხვით... ხოდა ჩავედით... სხვათაშორის ჩასვლისას გზა მოგვეჩვენა ნამეტანი კატასტროფული, განსაკუთრებით ერთი ციცაბო დაღმართი.... ადგილზე რომ მივედით უკვე 12 საათი იქნებოდა... საკმაოდ ციოდა... ციოდა და წვიმაც რაცხა სისველეებს ღვრიდა ციდან... მაგრამ გმეტებით არა... წვიმამ ცოტა დაგვაფიქრა... ის თავდაღმართი გაგვახსენდა, რომელიც აქედან უკვე თავაღმართად იქცეოდა და ჩელემ, როგორც პროფესიონალმა ოფფ-როუდერმა, ივარაუდა რომ ის აღმართი თუ დასველდა - შეიძლება ვეღარ ავსულიყავით.... ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა... ხან ცას შევსცქეროდით და ხან ზედ ვარსკვლავებს ვითვლიდით, ხან ადგილობრივი ნიშნების გახსენება დავიწყეთ წვიმასთან დაკავშირებით, ბოლოს გადავწყვიტეთ რომ დავბანაკდეთ... და თუ წვიმა წამოვიდოდა - უცბად ავიბარგებოდით... ამის გამო შესაბამისად ღამის თებზაობა არ შედგა (ბვრი ასაბარგებელი რომ არ გვქონოდა) და გადავედით პირდაპირ პურიჭამაზე... ნუ ყველა შეუდგა იმ საქმეს რაც ეხერხებოდა. ჩელემ ცეცხლის დანთება დაიწყო, მე სურათებს ვიღებდი და ვიტოც რაღაცას ფუსფუსებდა... მინდა ვთქვა რომ ძაან გამოგვადგა გუდვილის შეშა და ამავე შეშის დასათნები მშრალი სპირტი... ეგ რომ არ გვქონოდა, იმ შუაღამეს შეშის მოძებნა და პური ჭამა საკმაოდ გაჭირდებოდა.... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ტამპლიერას ღვინის ამბავი რომ ვიცოდი, დასაძინებელი მე პრადად წინასწარ მოვამზადე.... ხოდა ქე ჩავუჯექით ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ღვინო იყო კამფეტივით და კარგათაც შეგვერგო გატიხრეთ ვინმემ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ხოოოო ეხლა მეც დავცერ 7-იოდე სიტყვას
![]() ძალიან კარგი და ლამაზი გასვლა გამოგვივიდა, ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით, დიდი მადლობა გიორგის და ვიტოს ქეჩოთი რომ წამათრიეს, მთლად ეგრეც არ ყოფილა რომ: მაიცათ ამოვალო და ავედი, ამ ყველაფერს წინაპირობა ჰქონდა. რაღაც პრობლემა მქონდა და ვერ მივდიოდი, მერე ვიტომ ხან მოდი ესე ვსქნათ და წამოდიო, ხამ ისეო, მაგრამ არ გამოდიოდა, ბოლოს როგორც იქნა ჩაატარა კარატე და, მანქანით წამოდი და თუ დაგირეკეს ქე წამოხვალ დილით უკან და ჩვენ დავრჩებითო და კი დამიჯდა ჭკუაში, ბევრიც არ მიფიქრია, ავეყარე და წავეყარე ჩემს მშობლიურ ივრის წყალზე. მოკლედ ჩავედით, სოფელი ალოტი, ორმოცდამეთორმეტე კილომეტრი, გადასახვევი მარჯვნივ, აღმართი, მერე დაღმართი, დედა რა საშინელი დაღმართი, მიდიხარ და ფიქრობ: ვაი და იწვიმა, სად მიდიხარ მერე, მაგრამ მაინც აგრძელებ გზას, იმიტომ რომ ვერ აზადნავ, რატოოომ? წინ რომ მიდიხარ ამას ფიქრობ და უკან რანაირად ახვალ, მაგრამ მაინც წინ მიდიხარ იმ იმედით რომ ოჩოპინტრე ცას ტენტს გადააფარებს და არ იწვიმებს, ამ ფიქრებში ხარ და აღმოჩნდება, რომ უკვე ჩასული ხარ ვაკეზე და მერე იმას ფიქრობ, აქამდე ჩამოვედი და ეხლა უკან ასვლას რა აზრი აქვს, ბოლოს კი იძახი: ერთი ამის დედაც ვატირე, რაც იქნება იქნება, რა უნდა იწვიმოს ისეთი, რომ ვერ ავიდეო და პირველი სიჩქარიდან მეორეში გადართავ და გაზს ფეხს დააჭერ..... მაგრამ ეს ყველაფერი თურმე არც ისე ყოფილა ჩასვლისას რპმ მოგეჩვენება კაცს, უბრალოდ ღამე იყო და შეგრძნება გიმძაფრდება თურმე ადამიანს, მეტი არაფერი..... მივედით იმ ადგილზე სადაც მე და ვიტო დავიკარგეთ, ეხლა იკითხავთ: იქ გაზრდილი კაცი შენ მაინც რამ დაგკარგაო, მაგრამ ნიანგები რომ გამოფრინდებიან, შეიძლება საკუთარი სახლის ტუალეტშიც კი დაიკარგო..... მოკლედ ეს სხვა ოპერაა და ამას მერე მოგიყვებით...... დავბანაკდით, ვიტომ თავისი მაყალი 2010 წამოიღო, გიორგიმ კი იყიდა კოლბასტი და სოსისკი, მაგრამ აბა იმისი მჭამელი ვიტოს გარდა არცერთი არ ვიყავით მარხვის გამო, ამიტომ ვიტომ ერთი კი გვკითხა: თქვენ მარტო ხახვი და ,,შპროტი,, უნდა ჭამოთოო?? მაგრამ მერე თქვა: აბა მე რა მაგისი მამიდა ვარო და დაყარა თავის მაყალი-2010-ზე სოსისკი, შეუშვირა ჩემს მიერ დანთებულ ცეცხლს, რომელიც გიორგის მიერ მოტანილი სუპერშეშა- 2010 იყო დანთებული.... ღმერთი ვახსენეთ და შევუდექით ქეიფს.... რაც შეეხება ღვინოს: გადასარეეევ, ნიკას დავენაცვლე, შენ რა გგონია, ჩვენ პირში გემო არა გვაქვს??? ![]() ![]() ![]() ![]() გათენდააააა, ცეცხლის მზე აენთო, აცურდა დროშები ჩქარა, მაგრამ დროშები არ გვქონდა. მე ,,ლიჩნად,, გიორგის მაღვიძარას ხმა სულაც არ გამიგია, ,,ზატო,, ის გავიგე რაც გიორგამ ვერ გაიგო, ეს ,,ის,, კი იყო შავი მონტერო სპორტი, რომელიც მოგვადგა და გვეუბნებოდა გინდა თუ არა გამატარე იქით მივდივარო, არა შვილო იქით რა გინდა, იქით გზა აღარ არის მეთქი. უიო, აღარ ყოფილაო და ჩააქრეს მანქანა, გადმოვიდნენ, აიღეს ონკესები და სად წავიდნენ ღმერთმა იცის, მის მერე აღარც მინახავს..... მერე ვიტოს მიერ წამოღებული ყოვე მივირთვით და დავიწყეთ თებზაობა, მე ვანკა-ვსტანკით, დანარჩენი იაღოველები ,,ვალგერათი,, ![]() ძალიან ციოდა ისე რავა ვთქვა, თან ციოდა, თან თებზი არ მოდიოდა. ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ გადავწყვიტეთ წავსულიყავით ინდაურების ფერმასთან. ჩემი აზრით თებზი რატომ არ მოდიოდა: ვინაიდან და რადგანაც წყალი დაწეული იყო და ჩვენ შესართავში ვიყავით, შემოტანილი შლამი ამღვრევდა წყალს და ამას თან ემატებოდა ბადეების სიუხვე, თებზი არ მოდიოდა, მაგრამ ვიტო სხვა რაღაცას ამტკიცებდა, აღარ მახსოვს რას, მაგრამ ამკიცებდა, მე კი მაინც ჩემს ბუხარს ვუბერავდი, მაგრამ რად გინდა? უბერე და იყავი, ვიტო იძახდა: არა ჩემი მაინც კიტრიაო და დავანებე თავი. ჩემი აზრით, ვიტო მომასვალი ,,ის,, არის..... მოკლედ წავედით ინდაურებში, წავედით და დაიწყო კარგი ეგზემპლარების ჭერა. აქვე ერთი პატარა კონკურსი მოვაწყვეთ: ლუდი გვქონდა და აბა თებზაობის დროს ლუდის დასხმა გეზარება კაცს, ამიტომ ვინც მომდევნო თებზს ბოლო დაიჭერდა, ლუდსაც ის ასხამდა. მე მხოლოდ ერთხელ მომიწია დასხმა, ამასობაში ლუდიც გათავდა და უკვე მომავალზე დავიწყეთ ფიქრი, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყდა: ვინც პირველი დაიჭერდა 5 თებზს, ის თავისუფლდებოდა ყოველგვარი მოვალეობისგან, მეორე ადგილზე გასული შლიდა სუფრას, მესამე ადგილზე გასული კი ალაგებდა იმ სუფრას, რომელსაც მეორე ადგილზე გასული გაშლიდა. ბევრი რომ არ ვილაპარიკო, მე გაშლილ სუფრაზე დავჯექი პირდაპირ ![]() ![]() ბლომად თებზი დავიჭირეთ, თებზიც შევწვით, სოსიკიც, ვიტომ ღმერთიც ახსენა, ჩვენ ჩაის დავჯერდით, ავბარგდით და წამოვედით, მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს, რომ ასეთი კარგები ვართ, იდეალურები და ჩვენს იქით რომ კოსმოსია ისიც ავღნიშნეთ და წამოვედით სახლში გაღიმებულები. აი ასე იყოს ესე ამბავი: ისევ და ისე სიონისა....... თუ კიდევ რამე გამახსენდა მერე დავჩხაპნი...... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 20:16 |