ჯავახეთი, ნინოწმინდა, 04-05 . 09 . 2010 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჯავახეთი, ნინოწმინდა, 04-05 . 09 . 2010 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
წინა კვირა ჩვეულებრივად დაიწყო, ცხელა თბილისში და კახეთშიც, ნეტა მწყერი სადაა, ყველას ეს კითხვა აწუხებს, პასუხი . . . . : ალბათ სიცხეები რომ არის მაგიტომაც დამალულია და ვერ ვპოულობთ, ძაღლებიც ვერ მუშაობენ, სიცხეში მალე ეცლებათ ღონე . . .
ისევ ნატვრები: ნეტავ დილით ცვარი მაინც იყოს ან კიდევ იქნებ გაწვიმდეს მაგრამ არც ცვარი, არც წვიმა, თბილისში ისევ ცხელა, კახეთშიც . . . . ხოდა ვიფიქრეთ . . . . ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, სადღაც თემაც კი გავხსენი . . . . . . შაბათ-კვირას არაფერი გავაფუჭოთ-თქო მოკლედ ამდენი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ წავსულიყავით ’’ქესალოში მტრედზე’’, ტფუი, რა დროს მტრედია, ალბათ მეც წავალ ოდესმე ბონესთან ერთად მტრედზე ქესალოში ![]() მოსული ინფორმაციის საფუძველზე, დამაიდებელი იყო პროგროზი, ამას ისიც ემატებოდა რომ ღამე იქ ტემპერატურა +10 გრადუსი ცელსიუსის ქვემოთ ეცემა და საძილე ტომარაში, ქართველები რომ ’’სპალნიკს’’ ვეძახით, გემრიელად გამოვიძინებდი სუფთა ჰაერზე გასვლით გავედით 4 სექტემბერს შუადღისას, ჩემი მანქანით, მე, ზაზა და BEK_M-ი თან ვიახლეთ ჩვენი ერთგული მეგობრები, პერი და როკი გასვლის მიზანი: ძალიან მარტივი, მოვწყდეთ ყოვედღიურ თბილისს და იქნებ ოჩოპინტრემ გადმოგვხედოს და მწყერიც მოგვანადირებინოს სანამ ნონოწმინდაში შევიდოდით, წალკას როგორც კი გავცდით, ჯავახეთის ზეგანის სილამაზეებით ვტკბებოდით და ყველასგან გასაკვირვად ყველა ერთი და იგივეს ვიმეორებდით: მიშა მაგარია რატომ? იმიტომ რომ ისეთი გზაა (სურათებს და ვიდეო მასალას მოგვიანებით BEK_M-ი დადებს) რომ ასეთი ჯავახელებს კომუნისტების დროს არ ქონდა , დან ამ ’’სტეპებში’’ და მთებში ერთი წუთითაც კი არ ჩერდებიან სულ მუშაობენ და მუშაობენ, მოკლედ მიშა მაგარია ![]() ხოდა ჩვენც შევედით ნინოწმინდაში და პირველი რაც თვალში მოგვხვდა დუხაბორების სახლებივით მიტოვებული წეროს ბუდე ელექტრო გადამცემ ბოძზე ![]() 4 საათი იყო როცა ნინოწმინდაში ჩავედით, ძირძველ ქართულ მიწაზე. ცოტა წავიხემსეთ და ყველაზე ნაკლებად იმედის მომცემელ მინდორში ძაღლები შევუშვით, ქარიანი ამინდი დაგვხვდა . . . . 10 წუთი მუშაობის შემდეგ, ერთი კარგად ჩაპუტკუნებული, ქონით გატენილი მწყერი ააფრინა პერიმ, თან ისე რომ ამ მწყერმაც იცოდა იარაღის გარეშე რომ ვიყავით და აფრენისას მოგვასკლინტა, ძაღლები მანქანაში დავაბრუნეთ და უკვე იმედიანი მინდვრების ძებნა დავიწყეთ, 6 საათისთვის უკვე მინდორში შევედით: აი მე უკვე მცირედი ნანადირევიც მაქვს და მინდორშიც ვარ ![]() შემოგვაღამდა ჯავახეთის მინდვრებში, მზეც ლამაზად ჩადის ამ დალოცვილ კუთხეში ![]() ![]() ჩვენც შემოგვაღამდა და დავიძარით ბანაკისკენ, იმ დღის ანგარიში 20-მდე მწყერი, გავარჯიშებული მუხლები, მსუბუქად (სიგრილლის გამო) აცქმუტებული ძაღლები და ზაზა უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინში ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გათენდა, ოქროსფრად აივსო ჰარი, მზის სხივებით . . . . .
თან ჩვენი მეგობრები ჯავახეთიდან შემოგვიერთდნენ, ჩვენი ფორუმელი axalcixeli და მისი ძმაკაცები, ავთანდილ ფრიდონიჩი, მიშა (ესეც მაგარი კაცია, მაგრამ ჩვენ ზემოთ სხვა მიშაზე ვამბობდით) და გიორგი შემოგვიერთდნენ და შევედით მინდორში, 9-ის ნახევვრამდე ვინადირეთ და 30-მდე მწყერს კიდევ მოვუყარეთ თავი, შემდეგ ადგილი მოვინაცვლეთ და ნინოწმინდიდან 10 კმ, სოფელ გარელოვკაში წავედით ბედის საცდელად იქნებ თხა იყოს ორი მაიგოსთქო თან BEK_M მთელი გზა დუხაბორების ჯავახეთიდან წასვლას გლოვობდა, ისე დუხაბორები ავთანდილ ფრიდონიჩსაც მაგრად ყვარებია ![]() ![]() axalcixeli -მა გაგვაცნო იქაური სომეხი, სხვათაშორის ცისფერთვალება სომეხი, სახელად მარტინ ოვანესიანი, აი მარტინი რატომ დაარქვეს არ ვიცი მაგარი კაცი, მგლის მუხლით, იქაური ნადირ ფრინველის რისხვა და ნადირობაც გარელოვკაში გავაგრძელეთ და აი საოცრებავ დღის შედეგი: 50-მდე მდე მწყერი და 12 იხვი ![]() ![]() მორჩით ნადირობას და რა დაიწყო აბა თუ მიხვდებით? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 15:09 |