კობრი, Cyprinus Carpio - Карп |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
კობრი, Cyprinus Carpio - Карп |
May 16 2009, 09:28
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
სიგრძე___100სმ. წონა___20კგ.
ბ ი ნ ა დ რ ო ბ ს :ძირითადად მტკნარ წყალში, ირჩევს მცენარეებით მდიდარ, მდორე და მდგარ ადგილებს. ს ა თ ე ვ ზ ა ო ა დ გ ი ლ ე ბ ი :ალაზანი, ბაზალეთის ტბა, თბილისის წყალსაცავი, იორი, კუმისი, ლისი, მტკვარი, სუფსა, ტაბაწკურის ტბა, ფარავნის ტბა, შავნაბადას ტბა, ჭოროხი, ჭურია, ხანისწყალი, ხობისწყალი, ხრამისწყალი. შაორი ,პალიასტომის ტბა. ი კ ვ ე ბ ე ბ ა :მცენარეული და ცხოველური საკვებით, ზოგჯერ ჭამს სხვადასხვა მცირე ზომის თევზებს, ლიფსიტებს. ოპტიმალური წყლის ტემპერატურა სათევზაოდ:23*--28* ს ა ტ ყ უ ა რ ა:პური, ჭია, სიმინდი, ხორბალი, კოპტონი(მაკუხა), (ასევე არსებობს სპეციალური ბოილები და ხელით დამზადებული სტყუარები) |
|
|
|
![]() |
Sep 7 2010, 20:13
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ხოოოდა ჩემი მწირი თუ დიდი გამოცდილებით და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენში(ოჩოპინტრეზე) დიიიიიიდი
არაფერი არ დაწერილა ამ თევზზე და მისი ჭერის ტექნიკაზე - გადავწყვიტე დამეჯღაპნა სამიოდ სიტყვა ზემოხსენებულზე, თუმცა აქ მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილებით ვერ შემოვიფარგლები და ვაღიარებ რომ, გარკვეული ელექტრონული, ფურცვლოვანი და ჟურნალური ლიტერატურის სინთეზით უნდა მოგაწოდოთ ეს ყველაფერი როდესაც ვიწყებ მერე კარაქივით მიდის და შპარგალკებში არ ვიყურები, ასე რომ წინასწარ მაპატიეთ თუ რამე გლეხური და არა მხატვრული ენით ნაამბობი მოგაწოდეთ დევიწყოოოოო? კაით დევიწყებ აბა........ ამ სტატიაში არ შევეხები აღჭურვილობის დეტალურ დახასიათებას, ფირმებს, ყველა ტექნოლოგიებს, დავწერ მხოლოდ ჩემს მიერ დანახულ და დახასიათებულ ამბავს, რომელიც იმედია ვინმეს გამოადგება რაც თავი მახსოვს, უფრო სწორედ იმის მერე, რაც კარჩხანების ჭერის მერე განვითარება და მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეული შემოვიდა ჩემ ცნობიერებაში და კარჩხანა უკვე აღარ იყო ინტერესის საგანი, მისი ჩანაცვლება დაიწყო მძინეწონოსნების შემოტევამ და საიდანღაც გავიგე ისეთი თევზის შესახებ როგორიცაა კობრი და ისიც გავიგე, რომ თურმე მაი თევზი დიდი იზრდება, თან ძალიან დიდი, თან ისიც გავიგე, რომ ძველებური მეთოდებით მარტივად ვერ დავიჭერდი, ამას ისიც დაემატა რომ თურმე იმის გარდა, რომ სხვანაირი მოწყობილობა ჭირდება-გამოყვანაც განსხვავებული ჭირდებოდა, გამოყვანას ისიც მიემატა, რომ ბევრი დელიკატური ინსტრუმენტი, სატყუარა, მომზადება და 1000 წვრილმანის ცოდნაც ემატებოდა........ თუმცა ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გამომჟღავნდა ვიწყებდი ჯოხზე მობმული ჭიით რომელსაც ტივტივის ნაცვლად მძიმე საძირავი ქონდა მიმაგრებული, გადავაგდებდით და ველოდებოდით სანამ ჯოხს ლამის წყალში არ გაიტაცებდა შემდეგ შემოვიდა პურის სატყუარა, შემდეგ შესაბამისი(იმ დროისთვის) კოჭები, ძუა რა თქმა უნდა უნდა ყოფილიყო კაი 2-3 ტონიან "მაშინას" რომ გამოათრევს ისეთი მერე კოპტონი დაემატა, შემდეგ ევროპამ სიმინდი მოგვიტანა + კარგი ჯოხები, ძუები, ბოილები, კოჭები, მოსატყუებელი საშუალებები, მეთოდები, ლიტერატურა, დრომ გამოცდილება, ასაკმა მოთმინება და გავხდით მსოფლიოში ყველაზე მაგარი მეთევზეები, რომლებსაც შეგვიძლია ყველა გასვლიდან დაბრუნებულებს მოვუყვეთ მეზობლებს, რომლებიც არ გვახლდნენ თევზაობის დროს ჩვენთან ერთად, თუ რა მაგრა გავასწარით მსოფლიოს რეკორდულ წონას და უბრალოდ თანამეთევზეს გავატანეთ სახლში ის თევზი რადგან ცოლი გვიტრაკებს -თევზი არ დამანახო მოტანილიო და იმის ცოლი რომელსაც გავატანეთ თურმე დიდი სიამოვნებით წმინდავს, ფატრავს და ამზადებს ძალიან მაგარ კერძს რომელზეც დაგვპატიჟებს ზეგ ხო, გადავიდეთ სისერიოზულეებზე რეალურად დავიწყოთ სახელებში გარკვევით, ამ ფორუმზე და ზოგადად ქართულ ლექსიკონში გვხვდება ამ თევზის ძალიან დამახინჯებული სახელწოდებები, ხან კარპიო, ხან გოჭაო, ერთი ქართულია, მეორე კახურიო, მესამე ლათინურიო, მეთხე ისაო, მეხუთე ესაო, რელურად არც ისე და არც ესეო ამომიკითხავს არის ის რომ ამ თევზს ქართულ-გურჯულ-მამაპაპურად ქვია კობრი. რას დავამატებდი სახელს: მოდით და ამ სახელს დავუკავშიროთ საზანი, ან პირიქით, საზანი განვიხილოთ კობრივით, ეს იმიტომ რომ (ესეც ლიტერატურიდან) ერთ და იგივეზე იქნება საუბარი, რადგან ორივე განიხილება შემდეგნაირად, არ ვიცი მეცნიერულად როგორ არის, მაგრამ საზანი ითვლება გარეულ კობრად ხოლო კობრი საზანის კულტივირებულ ფორმად, მაგრამ (მე ხომ მაინც მექნება ეს სიტყვა მაგრამ) მაინც ოჯახები იყოფა როგორც კობრისებრები, და დავარქვათ ზოგადი სახელიც ესე........... მაგალითისთვის, შამაია, კარჩხანა, თეთრი ამური, ქაშაპი და კიდევ ბერი ძმანი მისნი მოიხსენიებიდან როგორც კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენლები. რამდენი ვწერე ტო? რომელიც თითქმის არაფრით არ განსხვავდება მდინარის საზნისაგან, არაფრით ნიშნავს იმას რომ საერთოდ არაფრით, არც ქცევით, არც საკვები რაციონით, არც ადგილსამყოფელით, თუ გინდათ ვივარაუდოდ რომ საზანი და სამეფო კობრი ერთი და იგივეა მოყვანილონა, მუქი ზურგი, მოკლედ ხვდებით ალბათ ქერცლის ნასახი და რომელიც ამოყვანისთანავე შეგვიძლია გამოვშიგნოთ და პირდაპირ ტაფაზე დავაგდოთ, მისი ხორცი ითვლება ყველა ზემოთხსენებულზე გემრიელად......... ხო ამაზე აღარ გავგრძელდები თორემ რომანი გამომივა როგორც მძიმეწონოსანი: მინდა ვთქვა რომ კობრი არის მეთევზეების დიიიიიიდი კასტის ან თუ გნებავთ სექტა დაარქვით (მართალია იეღოვლებივით მძკლავრები არ არიან) ყველაზე სანუკვარი ოცნება, უფრო სწორედ დიდ ეგზემპლარზეა საუბარი, და დიდის თქმით მინდა ვთქვა რომ დიდი არის ძალიან დიდი, კობრის შემთხვევაში შეგვიძლია დავიწყოთ 3 კგ-თი, ანუ 3 კგ არის მინიმუმი რამაც შეიძლება ძალიან დიდი უსიამოვნება მოგვანიჭოს მისი გამოყვანისას და თუ გამოვიყვანეთ ეს უსიამოვნება 10-მაგ სიამოვნებაში გარდაიქმნება, და წარმოიდგინეთ სიტუაცია როდესაც წონა აღწევს 5-7-10 და მეტ კგ-ს. მართალია გურჯისტანში ძალიან, ძალიან, ძალიან იშვიათია ესეთი წონები, პრინციპში უხვათ არც არსად არ რის, მაგრამ შანსი მაინც არის, და შიგადაშიგ მაინც გვხვდებიან. რამდენადაც მახსოვს მსოფლიო რეკოდრი არის 37 კგ ს ჩემტა, თუმცა ეგ საქართველოს არ ეხება 1.5 კგ-იანისაც ჭირს, უფრო სწორედ არც ისეთი ადვილია, ხან იქეთ მიაქვს, ხან აქეთ, ხან თითქოს მოდუნდება და უეცრად მკვეთრ დარტყმებს აკეთებს, მოკლედ ადრენალინი ნამდვილად დიდი მოაქვს.... რა გვჭირდება აუცილებლად: ჩემი რჩევაა რომ თუ მიდიხართ კობრზე სათევზაოდ და არ მოდის არ გადაერთოთ სხვა თევზზე, ძალიან დიდი შანსია რომ ეს დიიიიიიიიდი შანსი ხელიდან გაუშვათ, ნუ იჩქარებთ ჯოხების ამოყრას, ან სხვა თევზზე გადაწყობას, მეთევზეს ისევ დიიიდი ნებისყოფა ჭირდება თუ უნდა რომ მიზანს მიაღწიოს. არ დაგავიწყდეთ რომ კობრი კარჩხანა არ არის და ყოველ 2 წუთში ვერ დაიჭერთ. ჩემი რჩევაა - გამოჩინოთ ნებისყოფა. აღჭურვილობა ჯოხი: გლეხურ-მუშურად რომ განვიხილოთ, ანკესი უნდა გამოირჩეოდეს ზეძლიერი მდგრადობით, რომელიც გაუძლებს დიდ დატვირთვებს, ამავე დროს იქნება ელასტიური და არა ხისტი, რომელიც გაუძლებს დიდი და ძლიერი თევზის სწრაფ დაქაჩვებს (რივოკებს). რა საჭიროა ელასტიურობა? გამომდინარე იქიდან, რომ კობრი და განსაკუთრებით დიდი კობრი არის მძლეოსანი და შეუძლია ძლიერი ჩარტყმების განხორციელება, ჯოხის სიხისტე იზამს იმას, რომ ან გატყდება ან კიდევ ძედმეტი ზეწოლის მიყენებისას თევზი საკუთარ ტუჩს შეახევს ნემსკავს და გაძვრება, ხოლო ელასტიურის შემთხვევაში ამორტიზაციის მექანიზმი იმუშავებს და ნადავლის დაკარგვის შანსიც შემცირდება. სიგძეც ალბათ 3.40 დააკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს თუ რაიმე ზეშორ მანძილებზე არ გინდათ თევზაობა ან კიდევ ტბის შუაში არ გყავთ მიმბული ტირანოზავრიკი, და მგონი კლასიკურ სიგრძეთაც ეგ ითვლება. კოჭა: ვიტყოდი, რომ როგორც ყველა სხვა დეტალი, რომელიც ახლავს ამ თევზის ჭერის მეთოდს, კოჭაც არ დგას უკანასკელ ადგილებში. სავალდებულოა, რომ გქონდეთ კარგად გამართული, ნაცადი და უღალატო კოჭა, რა თქმა უნდა უღალატო პირობითია, მაგრამ მაინც ეცადეთ რომ მაქსიმალურად გქონდეთ გადამოწმებული ბრუნვის მომენტი, არ ქონდეს რაიმე უცხო ხმები ტრიალის დროს და ხარვეზები, იყოს ე.წ. ძალისმიერი (სილავოი). არ ქონდეს სწრაფი გადაცემის მომენტი, ანუ არ არის აუცილებელი სახელურის ერთ ბრუნზე ხვეულამ გააკეთოს 7 ბრუნი, 4-4.5 სავსებით საკმარისია. და კიდევ - კოჭის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის გაბარიტებს, უფრო სწორად, თავად ხვეულზე ძუის სიგრძის დატევის მომენტს, სასურველია 0.4 მმ დიამეტრის ძუა დაეხვეს 150-200 მტ. ძუა: ოოოოოოოო, ესეც ძლიერ მნიშვნელოვანია ჯენტლმენტებო 0.35 მმ დიამეტრით, ძუაც როგორც ჯოხის პრიციპი ისე უნდა შეირჩეს, ნაკლები სიხისტე და მეტი მოქნილობა. აქაც იგივენაირად მოქმედებს ამორტიზაციის პრინციპები და ფიზიკის კანონები, ფირმებს არ განვიხილავ უბრალოდ ყიდვის დროს დარწმუნდით, რომ მითითებული ტესტი შეესაბამება სინამდვილეს, კიდევ იმას გირჩევდით, რომ ყოველ სეზონზე გამოცვალოთ ძუები თუ რაიმე ძალიან ძვირიან ბრენდს არ ხმარობთ, მართალია თუ ინტენსიურად არ თევზაობთ კობრზე შეიძლება 3 და 4 სეზონიც გაგიძლოთ, მაგრამ აუტკივარი თავის ატკივებას ჯობია არ აიტკივოთ და პროცესის დროს თავის ტკივილი არ გამოსცადოთ, დამიჯერეთ ძალიან გეტკინებათ თავი თუ თქვენ წარუმატებლობაზე იმოქმედებს თქვენივე დაუდევრობა ან სიზარმაცე და აგტკივდებათ ისედაც სისხლგაჟღენთილი თავი რომელიც იქნება სიხარულისაგან იმედგაცრუებული...... (რაო???) ნემსკავები: ნუუუუუ ამაზეც მივაჯღაპნოთ რამოდენიმე სიბრძნე. მთავარი პირობა არის ის რომ ნემსკავი უნდა იყოს ძალიან წვეტმილესილი და არ უნდა იღუნებოდეს ძალის დატანებისას, ესეც თავის ტკივილია და თავიდან ნუ მახსნევინებთ აღკაზმულობა: ვიტყვი ფრიად დიიიიდ სიბრძნეს რომ ტროსებს და უბედურობებს შეეშვით რომელზეც განლაგებულია ერთზე მეტი ნემსკავი, არაფერს ეგ არ მოგცემთ თევზაობისას იმის გარდა რომ ზედმეტ და უაზრო პრობლემებს შეგმატებთ, ისეთებს როგორიცაა დროის დაკარგვა საყუარების წამოგებისას, გადახლართვებს და უბრალოდ მოუხერხებლობებს, იხმარეთ ერთი და ნაღდი, ჰა და ჰა ორი. რაც შეეხება მძირავ ტვირთს თუ "გრუზს", დაამაგრეთ ლიდერებამდე "ვერტლიუჟოკზე"(ქართულად თუ იცით დაწერეთ და ჩავასწორებ), მე ვიყენებ სრიალა ვარიანტს, თუმცა ფიქსირებულიც მუშაობს, სრიალას შემთხვევაში "ვერტლიუჟოკსა" და საძირავს შორის ვაყენებ სპეციალურ რეზინის მოსტოპერო რაღაცას რომელიც არბილებს საძირავის დარტყმას ყულფზე, ეს აუცილებელია რადგან ხშირი სროლებისას ყულფი ზიანდება და ხდებახოლმე ლიდერის ჩაწყვეტა სროლის დროს. სატყუარები: ძალიან ბევრი დაწერილა სატყუარების შესახებ, მეც არ დავიწყებ ყველა მათგანის განხილვას, უბრალოდ შევეხები რამოდენიმე და საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებადებს, ესენია სიმინდი, კოპტონი, პურის ბურთულები, ნაკელის და წვიმის ჭიები, ზემოთჩამოთვლილები ყველაზე კლასიკური ვარიანტებია რასაც უმუშავია ჩემ პრაქტიკაში. მინდა შევეხო კიდევ ერთ სატყუარას სახეობას რომელიც ეხლა იდგავს ჩვენთან ფეხს, ეს არის ე.წ. ბოილები, რომლებზეც ბევრს ვერაფერ გეტყვით რადგან არ მიცდია, თუმცა მოარული ხმები დადის რომ მუშაობენო ბოილები შეიძლება დამზადდეს სახლის პირობებშიც და მაღაზიაშიც შეიძლება შეიძინოთ, არის უზარმაზარი ნაირსახეობა განსხვავებული არომატებით, თუმცა გამიგია რომ არომატებსაც შერჩევა უნდა, ფორუმზე გვაქვს შესაბამისი განყოფილება ფსკერულ ჭერაზე და კითხვები იქ შეგიძლიათ დასვათ...... ჭერის მეთოდი: კობრს იჭერენ როგორც ტივტივათი ისევე ფსკერული მეთოდით, თუმცა ჩვენთან და ზოგადად ყველგან მაინც ფსკერულით ჭერა არის აპრობირებული, ესეც ალბად გამომდინარე კობრის საკვები რაციონის ძებნის მანერიდან გამომდინარეა, თევზი ფსკერზე ეძებს საკვებს და სწორედ მაშინ ხვდება ბოროტი მანტიორის მიერ ჩაგდებული ნემსკავი საინტერესო დესერტით რაზეც უარს ვერ ამბობს დაყოფა კიდევ უფრო მარტივ მამრავლებად შევჩერდეთ სწორედ ამ ზოგად სახელზე როგორიცაა ფსკერული. ვიღებთ ჯოხს კოჭათი+ძუა+საძირავი+სატყუარა, ვაგდებთ და ველოდებით კობრის(საზანის) აქტივობაზე და ჭერის საუკეთესო პერიოდებზე ცნობილია რომ კობრისთვის საუკეთოსო არის მაისი და ზაფხულის ცხელი თვეები. კარგია როდესაც: - დგას წყნარი, თბილი, უქარო და მოღრუბლული ამინდი. - ხანდახან, როდესაც გრძელხნიანი ავდარების შემდეგ უცებ დგება კარგი ამინდი. - ჭექაქუხილამდე. - გრძელვადიანი გვალვების შემდეგ მოკლე წვიმების შემდეგ. - მოკლე წვიმების დროს, ე.წ "მზე პირს იბანს"-ის დროს - დინების საწინააღმდეგოდ მქროლავი ქარის დროს. არ ვარგა როდესაც: - ჩრდილოეთ ან ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარის დროს. - წყლის დონის სწრაფი ამაღლების ან დაწევისას. - ჩქარი ქარების დროს, რომელსაც ახლავს დიდი ნალექების ჩამოწოლა. - სიცივეების მკვეთრი დადგომის დროს. - როდესაც ქარი ქრის დინების მიმართულებით. - წალსატევში დაბინძურებული და გაუფილტრავი ქიმიური ნარჩენების ჩასვლისას. ეს იყო ის რისი დაწერაც მინდოდა, მართალია არ ვამტკიცებ რომ მაინცადამაინც ამ პრინციპების გათვალიწინებით დაიჭერთ ტევზს, მაგრამ ეს არის ყველაზე აპრობირებული და ნაცადი მეთოდები რაც ჩვენ ქვეყანაში გვხვდება და არც იმას ნიშნავს რომ სხვა მეთოდი არ მუშაობს ან არ ღირს ცდა, იმედია დამწყებებს გამოგადგებათ |
|
|
|
noso კობრი May 16 2009, 09:28
ვიტო კობრი, გოჭა
(Cyprinus carpio), ... Jun 13 2009, 23:38
sergeevich კარპ რუსულად-კობრი... Jul 11 2009, 23:14
shuba ესეც ,,სარკისებრი კ... Jul 13 2009, 16:04
მონადირე მოკლედ, ერთხელ კიდ... Jul 16 2009, 11:43
sergeevich საზანას ქართულადა... Jul 17 2009, 10:14
sergeevich კობრი და რუსულად ка... Jul 21 2009, 10:12
sergeevich კობრია ნამდვილი მე... Jul 21 2009, 13:04
(dila)adriano ა.შ.შ-ს ინდიანას შტა... Feb 17 2010, 15:33
Caldera მაგარი ლამაზი სახე... Aug 5 2011, 14:03
nikoloza_migina იაპონური კობრი აკვ... Oct 29 2010, 19:48
nikoloza_migina გამარჯობა მე მინდ... Nov 24 2010, 20:52
ბესო nikoloza_migina
რა უნდა გაამ... Nov 30 2010, 15:30
nikoloza_migina ციტატა(ბესო @ Nov 30 2010... Nov 30 2010, 18:17
zaza7761 იქნებ ვინმემ გამაგ... Dec 5 2011, 20:53
T A M P L I E R კობრი-იგივე კარპი
... Dec 5 2011, 21:00
Fishing Club არა ნიკუშ
საზანი რ... Dec 12 2011, 16:06
T A M P L I E R Fishing Club
უვერენი ხარ?? Dec 12 2011, 16:53
Fishing Club ციტატა( T A M P L I E R @ Dec 12 ... Dec 13 2011, 00:20
MARLIN რამდენადაც ვიცი არ... Dec 12 2011, 21:08
gocha-tita მოკლეთ საზანი არი... Dec 13 2011, 20:23
Fishing Club გოჩა რა წავიკითხოთ... Dec 14 2011, 10:54
ამური რამდენადაც ვიცი სა... Mar 22 2012, 12:51
FISHERMAN კობრი, გოჭა (Cyprinus carpio), ... Mar 22 2012, 14:39
PREDATOR ეს რომ საქართველოშ... Apr 8 2013, 20:15
Sos049 ჩვენა გვგვანან ტო...... Apr 8 2013, 20:28
giorgi13 დაახლოებით რამხელ... Jul 4 2013, 23:12
giorgi13 დამაებითი საკვები ... Jul 4 2013, 23:17
ახალციხელი ხალხნო, ვინმემ ხომ ... Oct 1 2014, 09:51
PREDATOR ეს რა მხეცია ხალხო-? Oct 14 2014, 06:47
PREDATOR RE: კობრი Nov 21 2014, 21:50
ამური RE: კობრი Nov 22 2014, 14:20
ამური RE: კობრი Nov 22 2014, 14:24
PREDATOR RE: კობრი Nov 23 2014, 07:25
PREDATOR RE: კობრი Nov 23 2014, 20:53
PREDATOR Carpcrossing.com Nov 27 2014, 21:55
PREDATOR RE: კობრი Dec 21 2014, 21:56
PREDATOR RE: კობრი Dec 27 2014, 21:51
PREDATOR RE: კობრი Jan 9 2015, 23:12
PREDATOR RE: კობრი Jan 12 2015, 01:38
PREDATOR RE: კობრი Jan 18 2015, 08:23
PREDATOR ეხლა ამ სურათზე სა... Jan 24 2015, 16:45
PREDATOR CARPCROSSING. com Jan 25 2015, 08:25
PREDATOR RE: კობრი Jan 26 2015, 11:12
PREDATOR RE: კობრი Feb 6 2015, 22:24
PREDATOR RE: კობრი Feb 27 2015, 23:37
PREDATOR RE: კობრი Mar 2 2015, 23:36
ამური RE: კობრი Mar 3 2015, 15:52
PREDATOR RE: კობრი Mar 3 2015, 22:33
PREDATOR RE: კობრი Mar 7 2015, 13:01
PREDATOR RE: კობრი Apr 1 2015, 11:29
PREDATOR RE: კობრი May 5 2015, 19:43
PREDATOR RE: კობრი Sep 15 2015, 21:25
PREDATOR RE: კობრი Sep 15 2015, 21:51
PREDATOR RE: კობრი Sep 22 2015, 00:59
PREDATOR RE: კობრი Sep 29 2015, 02:02
PREDATOR RE: კობრი Oct 11 2015, 23:29
PREDATOR RE: კობრი Dec 2 2015, 19:28
PREDATOR RE: კობრი Dec 31 2015, 09:53![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th November 2025 - 18:44 |