რეალურად როგორია ნამდვილი კოლხური ხოხობი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რეალურად როგორია ნამდვილი კოლხური ხოხობი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,038 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: naxalovka ![]() |
ბოლოსადგისა იხვი
![]() საშუალო სიდიდის იხვია. ფრთა 240-290 მმ-ია,წონა სეზონის მიხედვით 450-1100 გ.მამალი დიდია დედალზე, გამრავლების პერიოდში, სქესობრივ დიმორფიზმი კარგად შეიმჩნევა შეფერილობაშიც, მამლის თავი ზემოდან მუქი მურაა,კეფაზე მომწვანო ან ბრინჯაოსფერი ანარეკლით.თავის გვერდები,ნიკაპი,ყელი და კისრის ზემო ნაწილი წინიდან მოწაბლისფრო-რუხია.კისერი უკანიდან მოშავოა.სხეულის ზემო მხარე და გვერდები რუხია,მუქი განივი ხაზებით.მხრის ბუმბულებს მოთეთრო კიდეები აქვს.ზურგის უკანა ნაწილი რუხია,წელის გვერდები ჩალისფერი.კისერი წინიდან და გვერდებიდან,ჩიჩახვი,მკერდი და მუცელი თეთრია,მუცელზე რუხი წინწკლებით,კისრის გასწვრივ კი თეთრი ზოლები თითქმის კეფამდე აღწევს,საჭის ბუმბულებიწამახვილებულია,მათ შორის ძლიერ წაგრძელებულია შუა წყვილი და კუდის ქვემო მფარავები,რომელიც შავი ფერისაა.ფრთაზე ბრინჯაოსფერ-მწვანე ;სარკეა; წინიდან შემოვლებული მოწაბლისფრო-ჟანგისფერი,ხოლო უკანიდან შავი და თეთრი ზოლებით. დედალი ზემოდან მორუხო-მურაა,ცალკე ბუმბულებზე ღია ფერის კიდეები აქვს მურა ფერის ლაქებით.ქვემო მხარეზე მორუხო-მუქი სიჭრელეა.ფრთაზე ;სარკეს; ელვარება არ აქვს და შემოვლებულია თეთრი ზოლებით. ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის,აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ და ზომიერ სარტყლებს. ევროპაში თითქმის ყველგან აღწევს ყინულოვანი ოკეანის ნაპირებამდე (ტაიმირის გამოკლებით) დასავლეთით ატლანტის ოკეანის ევროპის სანაპიროებიდან აღმოსავლეთით ვრცელდება წყნარ ოკეანემდე (ჩუკოტკა,კამჩატკა,კკურილიის კუნძულები)გვხვდება უფრო სამხრეთითაც,მათ შორის საქართველოშიც(ჯავახეთის ტბები) ( მე ბერების ტბაზეც მოვინადირე) ზამთრობის არეალიც მეტად ფართოა,ერთ-ერთი უნთავრესი კასპიის ზღვის სანაპიროებია.მასობრივად ზამთრობს საქართველოშიც.ბუდობისთვის ღია ლანდშაფტს ანიჭებს უპირატესობას,წყალსატევებთან, სადაც ბალახნაირიანი შლამიანი ნაპირებია. მონოგრამული ფრინველია, ბუდეს იკეთებს მიწაზე,ზოგან ჭალაში დაბალბალახიან მდელოზე, ხშირად წყლიდან საკმაოდ მოშორებით. ბუდე წარმოადგენს პატარა ორმოს,თითქმის ამონაფენის გარეშე. აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში დებს 6-11 კვერცხს, საინკუბაციო პერიოდია 22-23 დღე. იკვებება ძირითადად მცენარეულობებით, ჭაობის მცენარეთა თესლებისა და მწვანე ნაწილების გარდა ჭამს ხმელეთის მცენარეთა ფოთლებს, ყლორტებს და კენკრას, ზოგჯერ წყლის უხერხემლო ცხოველებსაც მიირთმევს. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და რიცხვმრავალი სახეობაა,ამიტომ ზოგან სარეწაო მნიშვნელობა აქვს,საერთოდ კი სპორტული ნადირობის კარგ ობიექტად ითვლება. (წყარო ჟურნალი ნადირობაN11 ) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
![]() ![]() საქართველოს ფრინველთა ფაუნის ერთერთი ძვირფასი წარმომადგენელია ხოხობი. სილამაზით უფრო მამალი ხოხობი გამოირჩევა, მაგრამ არც დედალს აკლია თავისებური ლაზათი. ხოხობი ბინადრობდა საქართველოს მრავალ ადგილას, მაგრამ დღესდღეობით მისი რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია და ნაკრძალების და სანადირო მეურნეობების გარდა აქაიქღა გვხვდება. ხოხობი ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, ბუჩქნარში, ზოგჯერ მდინარეთა სანაპიროებზე ლერწმითა და ჩალით დაფარულ ადგილებში, სიმინდის ყანებში და ჩაის პლანტაციებშიც. ხოხობი ბუდეს იკეთებს მიწაზე, გაზაფხულზე დებს 10-15 კვერცხს. მისი კრუხობა გრძელდება 25 დღეს. ხოხბის გამრავლებას ხელს უშლიან პატარა მტაცებელი ცხოველები როგორებიცაა მელა, ტურა, კვერნა და მისთანები. ხოხობი მთელ მსოფლიოში საქართველოდან გავრცელებულა. ძველბერძნული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ მითიურმა არგონავტებმა კოლხეთიდან საბერძნეთში წაიყვანეს ხოხობიც. იგი ბერძნებს არ ენახათ და ბუნებრივია მისი სახელიც არ იცოდნენ, ამიტომ მას დაარქვეს "ფაზიანოსი" (ფაზისის ფრინველი). ამ სახელით ცნობილია ხოხობი მთელ მსოფლიოში და შესულია მეცნიერულ ზოოლოგიურ ტერმინოლოგიაში. პ.ს. ინფო აღებულია რომელიღაც ენციკლოპედიიდან |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლევანა90
პირველ რიგში გეტყვი იმას, რომ ვიკიპედიას ყველაზე ნაკლებად ენდე, რადგან ეს არის სამოყვარულო ენციკლოპედია. მეორე - ზოოპარკში, ვოლიერში რომელსაც გარკვევით აწერია "კოლხური ხოხობი" - ზის ხოხბის წყვილი, რომლის მამალსაც არავითარი ზოლი არა აქვს. ზახარა ეს არის ჩემი ღრმა რწმენით კოლხური. კავკასიურსაც და კოლხურსაც არცერთს არა აქვს ზოლი, განსხვავება სიდიდეშია. ჯერ მარტო ფერს დააკვირდი - თეთრზოლიანი წაუოქროსფერებს, უზოლო კიდევ მოჭერილ, მუქ ფერებშია. ღია და მოოქვრილი ფერები კოლხურს არ ახასიათებს. ბოლოს და ბოლოს ვინმე გამოცდილ სპეციალისტს დავეკითხოთ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 17:30 |