ტივტივები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ტივტივები |
Aug 28 2010, 02:37
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
მოკლედ ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ფორუმზე ვერ ვეღირსე ნორმალურ ინფორმაციას ტივტივების შესახებ, დავიწყე ძებნა ფრანციცულ საიტებზე...
ხოდა არ მეზარება და გაგიზიარებთ რასაც ვკითხულობ... ვიწყებ "ყრუ" ტივტივებით. ანუ ტივტივები, რომლებიც ყრუდ მონტაჟდება ძუაზე. ვინც, მაინც ვერ გაიგეო - ტივტივები, რომლებიც არ სრიალებს ძუაზე... ანუ დაფიქსირებულია... ფიქსირებულია და უმოძრაო... ყრუ ტუვტივები შედგება სამი ნაწილისგან... 1. ტივტივას ანტენა -აი ზევიდან რომ არის... აი რომელსაც რომ მისცქერებიხართ - ხომ არ ჩაარტყაო.. ეე მაგი.. 2. თავად ტივტივა - ქე რომ ტივტივებს... რო არ იძირება... აი ზოგი რომ მრგვალია და ზოგი რომ ცრემლის ფორმის და ასე შემდეგ... ხოდა ეგა 3. ტივტივას კილი - ქე რომ არ ჩანს.... წყალქვეშ არის და მიტომ არ ჩანს... ![]() ტივტივას ფორმასა და ზომას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ანუ ამ მონაცემებზეა დამოკიდებული მისი ტვირთამწეობა და გამოყენების სფერო (მდინარე, ტბა, დაბალი თუ ღრმა წყალი). ტივტივას მგრძნობიარობაზე, პაკლიოვკების გადაცემაზე და ზოგადად წყალზე ქცევაზე, სრულ და სოლიდარულ პასუხს აგებენ ტივტივას ანტენა და კილი... კერძოდ კი - მათი სიგრძე და სისქე (ჯერ კიდევ კილზე და ანტენებზე ვლაპარაკობ... სხვა არაფერი იფიქროთ)... რაც უფრო წვრილია ანტენის დიამეტრი - მით უფრო მგრძნობიარეა ტივტივა... ხოლო რაც უფრო გრძელია კილი - მით უფრო მდგრადია იგი წყალში... მდგრადი ანუ ესეიგი უსტოიჩევი რაა.. ანუ ტრაკს არ ათამაშებს და კაცურად ასრულება დაკისრებულ მოვალეობებს... ტივტივები ფორმის მიხედვით მრავალფეროვანია... ანუ ბევრნაიარია... ჰამაც საკმაოდ... მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ჩვენთვის საინტერესო რამოდენიმე ძირითადი ფორმა... რამოდენიმე რა, კონკრეტნად 3 ფორმაზეა საუბარი: 1. ტივტივა სწორი და მოგრძო ტანით (ფანქარი, პერო).. აქვთ ყველაზე მცირე წინაღობა ძირვის დროს და შესაბამისად გამოიყენება ფრონცკი თებზაობისას პატარა და ბრთხილ თებზებზე.... მხოლოდ წყნარ და გაჩერებულ წყალზე... ხოდა კიდე ქარი არ უყვარს ასეთ ტივტივებს.... მოკლედ კაპრიზნებია, მაგრამ თუ მალიოკზე თებზაობ - უცვლელია !! მე მაგალითად ხრამულზე ვთებზაობდი ეგეთი 1 გრამიანი ტივტივით ლიპაზე... აი ძაან მაგარი კაიფია... ![]() 2. ბურთულებისებური მრგვალი ტივიტვები გამოიყენება ჩქარ და საშუალო დინებაზე სათებზაოთ. სიღრმესაც კარგად იტანენ. მე არ გამომიცდია, მეტი ვერაფერს ვერ დავამატებ... იდეაში თავიანთი ფორმის და წყალთან შეხების ფართობის გამო - დინებას კარგად უნდა უძლებდეს 3. მტირალა ტივტივები. ანუ ცრემლის ფორმისები რომ არის, აი ეგენი. ითვლება უნივერსალურ ტივტივებათ. გამოიყენება სუსტ და საშუალო დინებაზე. წყნარ და გაჩერებულ წყალზე. არ ეშინია ქარის და შესაბამისი ვოლნების... მოკლედ მაგარია ძაან... მეც მომწონს.... ხოდა დამწყებებს საწყისად ასეთებს ვურჩევ, მიტომ რომ უნივერსალურია... ხოდა ეგრე !! ![]() ეხლა როგორ ხდება ყრუ ტივტივების დამაგრება ძუაზე. ძუა ჯერ გადის ყულფში, რომელიც არის ტივტივაზე (ზოგი ტივტივაში ძუა შიგ ტივტივაში გადის) მერე კემბრიკებით მაგრდება კილზე. ორი კემბრიკით. პირველი, პატარა კემბრიკით მაგრდება კილზე ტივტივასთან ახლოს, ხოლო მეორე მოგრძო კემბრიკი მაგრდება კილის ბოლოში. თან ისე, რომ ცოტა გადმოდიოდეს ძუაზე... ასეთ დროს არ მოხერხდევა ახლართვა სროლისას... ![]() მოკლედ ჯერ ესე... დანარჩენი მერე |
|
|
|
![]() |
Sep 13 2010, 21:20
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
სრიალა ტივტივა, იგივე - ვაგლერი როგორც სახელიდანვე გასაგებად და ძალიან ნათლად ჩანს - აღნიშნული ტივტივა, ფიქსირებული ტივტივასგან განსხვავებით, მოძრავად მონტაჟდება ძუაზე. ვაგლერების შემდეგი 2 ძირითადი დანიშნულება (ან მათი კომბინაცია) არსებობს: 1) თებზის ჭერა შორ დისტანციებზე 2) თებზის ჭერა დიდ სიღრმეებზე, სადაც ფიქსირებული ტივტივა პრაქტიკულად უსარგებლოა და სადაც სათევზაო სიღრმე ბლ'ომად აღემატება ანკესის სიგრძეს. წაგლერები თავიანთი ფორმით და მოყვანილობით არსებითად განსხვავდებიან სტანდარტული (ფიქსირებული) ტივტივებისგან. ეს იმით არის გამოწვეული, რომ თუ ჩვეულებრივი ტივტივასთვის ძირითადი დანიშნულებაა მგრძნობიარობა, ვაგლერისთვის ეს არის - სატყუარას და საკუთარი თავის ზუსტი მიტანა დაშორებულ ადგილას. შესაბამისად, მგრძნობიარობა გარკვეულწილად შეეწირა მის ძირითად დანიშნულებას. თუმცა, აქ ორი დამამშვიდებელი გარემოება არსებობს. ჯერ ერთი რომ შორს თებზი ნაკლებად ფრთხილია და შესაბამისად მგრძნობიარობს ნაკლებობა ამით კომპენსირდება. მეორეც კიდე გაქვს ორი ვარიანტი: ან ვაი-ვაგლახით ითებზაო შორს, ან საერთოდ ვერ ითებზაო მოკლედ გავაგრძელოდ.... ვაგლერების კონსტრუქცია... ვაგლერს აქვს საკმაოდ მოგრძო ანტენა... 20-30 სანტიმეტრი... თუმცა მხოლოდ მისი პატარა ნაწილი (მკაფიოდ ფერით შეღებელი) ჩანს წყლის ზედაპირზე. ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) ანტენაზე ასევე არის სტაბილიზატორ (3-4 ფრთის სახით) რომელიც ვაგლერს მიმართულებას უნარჩუნებს სროლის დროს. ანტენა მიმაგრებულია ტივტივას სხეულზე, რომელსაც როგორ წესი, საკმაოდ დიდი ტვირთამწეობა აქვს... და ბოლოს ტივტივა მთავრდება საკმაოდ მოკლე კილით და ძუაზე მისამაგრებელი ყულფით. ![]() ანტენენის დანიშნულება ვაგლერზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ტივტივაზე, არის ჩარტყმების და ზოგადად სატყუარას მდგომარეობის ვიზუალური გადმოცემა. შესაბამისად ამ ანტენებზე მოქმედებ იგივე კანონები რაც სხვა ტივტივების ანტენებზე: რაც უფრო ქელია ანტენა, მით უფრო ნაკლებად მგრძნობიარეა იგი ჩარტმებისადმი და მით უფრო აფრთხობს თებზს. საპირისპიროდ რაც უფრო ვიწროა ანტენა, მით უფრო მგრძნობიარეა იგი, მაგრამ სამაგიეროდ - ბევრად ვარდება ხილვადობა დაშორებულ მანძილებზე. ხშირად ვაგლერებზ მონტაჟდება კიდე დამატებითი წვრილი ანტენები, რომელიც აუმჯობსებს ხილვადობას. ჰამაც ფერადებია და ამიტომ შეიძლება შესაბამისი ფერის შერჩევა თევზაობის კონრკრეტული დროისთვის.... ვაგლერის ტივტივას ფორმას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს... ყველაზე უნივერსალურია მოგრძო ცრემლის ფორმა... უფრო მეტად მნიშვნელოვანია მისი ტვირთამწეობა. რაც უფრო მეტია ტვირთამწეობა, მით უფრო შორს შეიძლება მისი დაქნევა... მაგრამ ტვირთამწეობის ზრდასთან ერთად კლებულობს მისი მგრძნობიარობა და ასევე, იზრდება თებზის დაფრთხობის შანსი... ვაგლერის კილი... ყველაზე პატარა კილია ტივტივებს შორის. კილზევეა მიმაგრებული ყულფი, რომლითაც ტივტივა მაგრდება ძუაზე. ვაგლერები არსებობს ორი ტიპის: უკვე დამძიმებული და სიმძიმეების გარეშე. მათ განსხვავებაზე მერე დავწერ. მაგრამ ასებობს დამძიმებული ვაგლერის განსხვავებული კილები. არსებობს ფიქსირებული დამძიმებით და ცვლადი დამძიბებით. ცვლადი დამძიმება ხდება შაიბების ან შარიკების დამატება / მოცილებით. ეს საჭირო ხდება, როდესაც ვთქვათ გვინდა სიმძიმის ნაწილი გადავიტანოთ ძუაზე... შესაბამისად იგივე რაოდენობის სიმძიმეს მოვაცილებთ ტივტივას და საერთი ტვირთამწეობა დარჩება უცვლელი. ![]() მოკლედ ძირითადად ესაა... ერთს დავამატებ... თვითდამძიმებული ვაგლერები გამოიყენება მეტწილად შორს სასროლად... ხოლო საკუთარი სიმძიმის გარეშე - დიდ სიღრმეზე სათებზაოდ... თუმცა მათი კომბინაციაც მოსული პონტია... რაც შეეხება ვაგლერის მონტაჟს - მაგაზე უკვე არსებობს თემა ამ განყოფილებაშივე.... ![]() ესეც ცვლადი ატენები ![]() |
|
|
|
გიორგი ტივტივები Aug 28 2010, 02:37
Power_VANO დღეს ბესოს დახმარე... Sep 10 2010, 23:01
Power_VANO კითხვა გამიჩნდა:
ა... Sep 11 2010, 12:26
Power_VANO ციტატა(ვიტო @ Sep 13 2010... Sep 13 2010, 16:18
ვიტო Power_VANO
შენ შემთხვევა... Sep 13 2010, 17:25
ბესო ციტატა(vito @ 13th September 2010... Sep 13 2010, 17:35
გიორგი ციტატა(Beso @ 13th September 2010... Sep 13 2010, 17:54
ვიტო ბესო
მერე მიაბი 3 გ... Sep 13 2010, 17:58
გიორგი ციტატა(vito @ 13th September 2010... Sep 13 2010, 18:03
გიორგი მოკლედ სურათები ჩა... Sep 13 2010, 19:50
Power_VANO მოკლედ, გავტესტე ა... Sep 13 2010, 20:17
გიორგი ციტატა(Power_VANO @ 13th Septembe... Sep 13 2010, 20:22
Power_VANO გიორგი
ციტატა(somkhishvil... Sep 13 2010, 20:28
გიორგი ციტატა(Power_VANO @ 13th Septembe... Sep 13 2010, 20:45
Power_VANO გიორგი
ციტატა(somkhishvil... Sep 13 2010, 20:53
გიორგი ხო ეგრეა ვანო ეგრე ... Sep 13 2010, 20:56
Power_VANO ვოტ, ნუბი მეთევზის ... Sep 13 2010, 20:59
ბესო ციტატა(Power_VANO @ 13th Septembe... Sep 13 2010, 20:59
გიორგი ციტატა(Beso @ 13th September 2010... Sep 13 2010, 21:04
Power_VANO ციტატა(ბესო @ Sep 13 2010... Sep 13 2010, 21:37
გიორგი ციტატა(Power_VANO @ 13th Septembe... Sep 13 2010, 22:04
ვიტო იყოს აქ, კალქია ბიძ... Sep 14 2010, 09:34
Infest ვინც ტივტივებში ერ... Sep 30 2010, 18:54
ვიტო გიორგი
სულ დამავი... Sep 30 2010, 20:00
გიორგი ვიტო
გენა ყველა წი... Sep 30 2010, 20:22
Infest ციტატა(გიორგი @ Sep 3... Sep 30 2010, 20:54
ვიტო გიორგი
მე საღდაოდ ... Sep 30 2010, 20:43
გიორგი ვიტო
მართლა ატრაკ... Sep 30 2010, 20:50
გიორგი Infest
ციტატა1) ამ სამი... Sep 30 2010, 21:06
ვიტო გიორგი
ციტატა(somkhishvil... Sep 30 2010, 22:41
გიორგი ხო მაგაში კი მართა... Sep 30 2010, 22:43
giorgiosi სეზონი დამთავრდა დ... Dec 7 2010, 00:44
გიორგი giorgiosi
ამდენ ტივტივა... Dec 7 2010, 01:11
giorgiosi ციტატა(გიორგი @ Dec 7... Dec 7 2010, 01:27
FISHERMAN giorgiosi
მალადეც შენ, ა... Dec 7 2010, 09:06
irakli-23 ჩემი ტივტივები, ყვ... Jan 31 2011, 20:35
giorgiosi ძალიან მაგრებია... თ... Jan 31 2011, 23:39
irakli-23 მეგობარი ამზადებს ... Feb 1 2011, 19:07
FISHERMAN irakli-23
მაიცა მართლა ჩ... Mar 13 2011, 11:34
irakli-23 რა არ ეტყობა? Mar 13 2011, 13:34
Davitus irakli-23
ეტყობა, დაჟე ფ... Mar 13 2011, 13:40
FISHERMAN კაი იქნება, მეც მაი... Mar 13 2011, 14:23
irakli-23 ჩარხი მე არ მინახა... Mar 13 2011, 14:30
svanski გაუმარჯოს კაი ხალხ... Apr 4 2011, 15:42
T A M P L I E R svanski
არის მაგის გაკვ... Apr 4 2011, 17:23
ბესო ციტატა(levani1994 @ 4th April 201... Apr 6 2011, 14:27
svanski ესეც ჩემი ტივტივებ... Apr 18 2011, 10:33
motevzave ესეც ჩემი ტივტივებ... Feb 17 2012, 17:37
T A M P L I E R RE: ტივტივები Feb 17 2012, 17:39
davit.p ყოჩაღ, ეგეთი კაი ხე... Apr 8 2012, 16:34
o.cho ქარიან დროს ჯობს ა... Apr 8 2012, 19:52
motevzave ერთი ეგაა რო დაზგა ... Apr 9 2012, 07:54
motevzave ცოტა განვაახლე ჩემ... Apr 10 2012, 20:22
nikoloza_migina ძალიან მაგარიია (Y) Apr 10 2012, 21:28
motevzave მდლობა გაიხარე Apr 10 2012, 21:37
okioki გამრჯობათ,ძალიან კ... Apr 11 2012, 18:14
ამური okioki
სამწუხაროდ უნი... Apr 11 2012, 18:33
okioki შამაია Apr 11 2012, 19:01
ამური გამიზნულად შამაია... Apr 11 2012, 20:17
Geoჟორჟიკა აი ჩემი ტივტივები, ... Apr 11 2012, 20:57
nikoloza_migina ძალიან კარგია... Apr 11 2012, 22:10
levan81 შედარებით მძიმეწო... May 15 2013, 09:20
dato01 ბიძოსთან შეიარე სა... May 15 2013, 10:47
levan81 dato01
მადლობა, მაგრამ ... May 15 2013, 11:07
dato01 კი ძამიკო ექნებათ.... May 15 2013, 18:11
გიგი აი ჩემი ტივტივები... Dec 17 2013, 23:13![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st December 2025 - 07:58 |