Cralusso - მდინარის/დინების(უცნაური) ტივტივები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Cralusso - მდინარის/დინების(უცნაური) ტივტივები
გიორგი
პოსტი Aug 23 2010, 23:08
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი







http://www.cralusso.com/angol/termekek.php



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ვიტო
პოსტი Sep 14 2010, 13:19
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიწყებ clarusso-ს წარმოების მდინარეზე(დინებაზე) სათევზაო ტივტივების ტესტვას (River floats)



მოგეხსენებათ მაღაზიებში უკვე კარგა ხანია მოიპოვება უცნაური ფორმის ტივტივები, თითქოსდა არაფერი საერთო
არ ქონდეთ ჩვენთვის მიღებულ კლასიკური ფორმის ტივტივებთან, თუმცა კონსულტანტები და მწარმოებლები
გვიმტკიცებენ რომ ეს არა თუ კარგი ტივტივები, არამედ მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ დინებებზე.
იქ სადაც ჩვეულებრივი წვეთი დინებას სწრაფად გააქვს ეს რევოლუციური ფორმის ტივვტივები თავის სიტყვას
ამბობენ და მეტ კომფორტს უქმნიან მეთევზეს, ჩერდებიან, ნაპირისკენ არ გამოდიან, ზოგიერთ შემთხვევაში დინების
საწინააღმდეგოდაც მიდიან (ზოგიერთი პრაქტიკოსის გადმოცემით), თუმცა ეს ყველაფერი არის დამოკიდებული
მოდელზე.....

ის რაზეც მე გადავწყვიტე სტატიის დაწერა არის ამ ყველა მითის თუ სიმართლის გამოცდა და რეალურად დარწმუნება
იმაში თუ მართლაც ესეთი სასწაულმოქმედებით გამოირჩევიან ეს ტივტივები თუ უბრალოდ სარეკლამო ხრიკია.

სანამ განხილვას დავიწყებ მინდა ყველა დაგვარი ტივტივის სავარაუდო შემძენს შევახსენო, რომ
აბსოლიტურად ყველა მოდელს ესაჭიროება სილიკონის სტიკები, რადგან კომპლექტებს ისინი არ მოყვება,
ან მოყვება არასასაჭირო რაოდენობით. და კიდევ ამ ტივტივების ფასი არც ისე ბიუჯეტურია, მერყეობენ
10-დან 25 ლარამდე, ტვირთამწეობის და მოდელის მიხედვით





SHARK

ჩემი პირველი ტესტირების ობიექტი გახდა მოდელი SHARK-ი 6-გრ.. რატომ შევაჩერე ჩემი
ყურადღება ამ ტივტივაზე? კომპლექტის ყიდვისას ტუტორიალზე აწერია რომ ამ ტივტივებით იყო მოგებული აშშ-ს ღია
და უნგრეთის ჩემპიონატები, მაშასადამე ინტერესის საგანი ძალიან საინტერესო უნდა გამომდგარიყო.

კომპლექტში არის 1 ტივტივა დამატებითი 4 ერთეული ანტენებით, რომელთაგან 2 არის მეტ მგრძნობიარობაზე
გათვლილი, გასხვავება არის ფორმაში და ფერებში რომლების გამოყენება შესაბამისი ადგილის, ფერის აღქმადობის
და პირადი კომფორტის გათვალისწინებით შეიძლება.



ტივტივას აქვს ანტენის დასაფიქსირებელი 2 პოზიცია, როგორც მწარმოებელი გვეუბნება - პირველი პოზიცია, ამ შემთხვევაში
პირობითად სურათზე ნაჩვენები ფოსფორისფერი ანტენა უნდა დაფიქსირდეს მაშინ, როდესაც მდინარეზე დინება
ძლიერია და მისი შეჩერება გიჭირთ. მეორე პოზიცია (წითელი ანტენა) უფრო მიზანშეწონილია თუ დინება შედარებით ნელია
ან გინდათ ტივტივა გაატაროთ(მართოთ) დინებაზე. მგონი სწორედ მესმის:
When the current is strong or you are holding back hard use the first bristle position. When the flow is
slower or you want to run the float through the swim the second bristle position is recommended.
თუ რამე შემეშალა თარგმანში შემისწორეთ



ეს მოდელი გამოდის შემდეგი თვირთამწეობის: 1 - 1,5 - 2 - 3 - 4 - 5 - 6 - 8 - 10 - 12 - 15 - 20 გრ.
კიდევ ერთი მომენტი რაც უნდა გვახსოვდეს ამ ტივტივის მონტაჟისას, არ შეიძლება ზედა და ქვედა ღერძების
დაკავშირებისას, როდესაც ძუას უყრით სილიკონებში და ვამონტაჟებთ ტივტივაზე, იგი ეხებოდეს კორპუსს.
პ.ს. ამ მოდელს მოყვება ქარხნული 1 წლიანი გარანტია.

გავაკეთე სატესტო გასვლა მტკვარზე, უფრო სწორედ მტკვრიდან გამოსულ არხზე, რომელიც მოედინება მცხეთის
დამბიდან ზაჰესისკენ. არხი იმიტომ შევარჩიე, რომ მთელი არხის გაყოლებაზე თანაბარი დინებაა, ფსკეტიც ასე თუ ისე სწორი.
თავიდანვე მინდა ავღნიშნო რომ საკმაოდ შრომატევადი დასამონტაჟებელია ტივტივა, სიმძიმის შერჩევაც საკმაო დროს მოითხოვს.
შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი არ გამართლდა, დაახლოებით 2 წუთი მოუნდი მის ძუაზე დაკომპლექტებას სიმძიმიანად,
ეგეც ნემსკავის, ლიდერის და კარაბინის გარეშე. წარმოიდგინეთ რეალური თევზაობისას როდესაც მიხვალთ მდინარეზე,
მიამონტაჟებთ და აღმოჩნდება, რომ ტვირთამწეობის შერჩევაში შეცდით, ძველის მოხსნა და ახლის დაყენებაში
ძალიან, ძალიან , ძალიან დიდი დრო დაგეკარგებათ, ანუ რაც დამონტაჯებაში მიდის დრო იგივეა საჭირო მის მოხსნაში newsmile05.gif



ჩემი დაკვირვებით ტვირთის შერჩევა კონკრეტულად ამ მოდელს არ სჭირდება, რაც მითითებული აქვს იგივე ყოფნის.
რაც შეეხება გატარებას: არხის ნელი დინებაც კი მას ნაპირისკენ აგდებდა, ანუ ის რისთვისაც გათვალისწინებულია
ნამდვილად ვერ შეასრულა, შეიძლება კიდევ უფრო დაბალ დინებაში თავი გამოეჩინა თუმცა ჩემ შემთხვევაში ეს ესე არ მოხდა.
დავამატებდი, რომ გატარებისას აუცილებელია ძუის ნაზად მოჭიმულ მდგომარეობაში დაფიქსირება რადგან დინებას იმის გარდა, რომ
გამოაქვს ნაპირისკენ ძირავს კიდევაც მას და ანტენა იკარგება წყალქვეშ. მაშასადამე მიხვდებით რომ მისი სროლა სათევზაო ადგილდან
ზემოთ დინებაში დაუშვებელია. გატარება ვცადე ნაპირთან ახლოსაც და მოშორებითაც, ვცვლიდი ჯოხის კუთხეს თუმცა შედეგი ერთი
და იგივე იყო ესეთ სტაბილურ დინებაშიც კი. ყველაზე კარგ შედეგი თუ ამას შედეგი შეიძლება დავარქვათ ალბათ იქნება ის რომ
ადგილი დაიპუროს მეთევზისგან დაბლა დინებაში დაახლოებით 10 მეტრში, ნაპირთან ახლოს.



ამ სურათებზე ჩანს თუ როგორ დგას წყალში. სტაბილური დგომაც არ ქონდა, ხან ამოიწეოდა, ხელით მანევრირება მაინც
საჭირო იყო ტივტივის დაძირვის სარეგულიროდ, მაგრამ წვალებ წავალებაში მაინც მიღწევადი იყო ყველაფერი.




ძალიან მოკლე დასკვნა რომ გავაკეთო, ჩემი შეხედულებით არის ის რომ ვერ დავადგინე კონკრეტულად რისთვის რა სიტუაციაში და
რა დანიშნულებით არის შექმნილი ეს მოდელი. სავარაუდოა რომ არ გაამართლა, რადგან ინტერნეტ სივრცეშიც ძალიან მწირი ინფორმაცია
მოიპოვება მასზე. ვიმეს თუ გაქვთ რაიმე კომპეტენტური ინფორმაცია ამ ტივტივაზე დიდი სიამოვნებით მოვისმენდი და გავიზიარებდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2025 - 21:04