დიდი დასუფთავების აქცია !!!, მთელი საქართველოს მაშტაბით |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დიდი დასუფთავების აქცია !!!, მთელი საქართველოს მაშტაბით |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოკლედ გარემოს დაცვის სამინისტრო ,შვედეთის საელჩოს ფულაჭებით აწყობს ესეთ აქციას:
2010 წლის 17, 18, 19 სექტემბერს მთელ საქართველოში ტარდება ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია სახელწოდებით: „დავასუფთაოთ საქართველო“ (Clean Up Georgia!), დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World!) კამპანიის ფარგლებში. კამპანიას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში ჩართვა“ ფარგლებში. კამპანია ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით. მსოფლიოში ერთ–ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიას, „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინციატივით. კამპანია აერთიანებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებს, ცალკეულ მოქალაქეებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების განსახორციელებლად. კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობს 120 ქვეყანა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ: +995 32 362633; +995 90 532600 ქ. თბილისი, საბურთალოს ქ. 40, I კორპ. ბ.50. ელ.ფოსტა: info@greens.ge ან ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს: www.greens.ge ეს ეგზავნება ყველა ორგანიზაციას, შეიძლება ამ ფორუმზეც მოვიდეს სამინისტროდან, მაგრამ პირველწყაროდან ჯობია გაგვეგო. აბა რას იტყვით??? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
პირადად მე პროტესტს ვუცხადებ აღნიშნული აქციას და გარემოს დაცვის სამინისტროს
ალბათ მიზეზებიც გაინტერესებთ, კი ბატონო : 1. გარემოს დაცვის სამინისტროს ქვეუწყება, გარემოს დაცვის ინსპექცია, არაფერს აკეთებს საქართველოს ფლორისა და ფაუნის გადარჩენისათვის 2. ამ სეზონზე ერთი კაციც კი ვერ ვნახე რომელიც მეტყოდა რომ GDI-იმ გააჩერა და საბუთები შეუმოწმა 3. კახეთის სოფლებში მინდორში დაჭერილი მწყერი რესტონრებში ბარდება, და ჩვენ კიდევ გამოსირებული მონადირეები ძაღლებს ვინახავთ ვგეშავთ, ვზრდით და რა ჩემი ფეხები დილიდან საღამომდე ნადირობით შეიძლება კაცმა 20 ცალიც კი ვერ მოაგროვოს 4. სოფლად არსებული სანადირო იარაღების 90% არარეგისტრირებულია, არც ერთი გამოვლინება არ ყოფილა აღნიშნული ფაქტის GDI-ის მიერ და ა.შ. მანოკები, დენის აპარატები და რა ვიცი კიდევ რამდენი ოხრობა სპობს ჩვენს დედაბუნებას, და ჩვენ გვინდა რომ ცელოფნის პარკები ავკრიფოთ? მე ვაპროტესტებ და საერთოდ, ბატონო გოგა გადაეცით GDI შინაგან საქმეთა სამინისტოროს დაქვემდებარებაში, თორემ თქვენი თანამშრომლები მხოლოდ იმ ადგილებზე პატრულირებენ სადაც ხე-ტყის გაყიდვიტ არიან დაკავებულები რაც შეეხება დასუფთავებას, მშვენირი იქნებოდა, მხოლოდ PR რომ არ იყოს |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th September 2025 - 22:09 |