დიდი დასუფთავების აქცია !!!, მთელი საქართველოს მაშტაბით |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დიდი დასუფთავების აქცია !!!, მთელი საქართველოს მაშტაბით |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოკლედ გარემოს დაცვის სამინისტრო ,შვედეთის საელჩოს ფულაჭებით აწყობს ესეთ აქციას:
2010 წლის 17, 18, 19 სექტემბერს მთელ საქართველოში ტარდება ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია სახელწოდებით: „დავასუფთაოთ საქართველო“ (Clean Up Georgia!), დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World!) კამპანიის ფარგლებში. კამპანიას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში ჩართვა“ ფარგლებში. კამპანია ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით. მსოფლიოში ერთ–ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიას, „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინციატივით. კამპანია აერთიანებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებს, ცალკეულ მოქალაქეებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების განსახორციელებლად. კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობს 120 ქვეყანა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ: +995 32 362633; +995 90 532600 ქ. თბილისი, საბურთალოს ქ. 40, I კორპ. ბ.50. ელ.ფოსტა: info@greens.ge ან ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს: www.greens.ge ეს ეგზავნება ყველა ორგანიზაციას, შეიძლება ამ ფორუმზეც მოვიდეს სამინისტროდან, მაგრამ პირველწყაროდან ჯობია გაგვეგო. აბა რას იტყვით??? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
აი ეს მოვიდა კიდევ
არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა” მოგმართავთ ყველას!!! 17,18,19 სექტემბერს საქართველოში ტარდება საერთაშორისო აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!” მოგიწოდებთ ყველას - ვისთვისაც კი მნიშვნელოვანია ჩვენი საცხოვრებელი გარემოს სისუფთავე და მოსახლეობის ჯანმრთელობა შ ე მ ო გ ვ ი ე რ დ ი თ! დაასაუფთავე შენი ეზო, ქუჩა, ქალაქი, ქვეყანა და გადაარჩინე პლანეტა! მოგმართავთ ყველას - საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ცალკეულ პიროვნებებს - ახალგაზრდებს თუ ხანდაზმულებს სამი დღე დაუთმეთ თქვენი ეზოს, ქუჩის, უბნისა და ქალაქის დასუფთავებას. გამოდით!!! ასევე გაცნობებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი თავის მხრივ ორგანიზებას უკეთებს აქციებს როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. რეგიონებში აქციები ტარდება ყველა რაიონულ ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით. თბილისში: 17 სექტემბერი - ლისის ტბის ტერიტორია - 7.00 საათი 18 სექტქმბერი - თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია - 10.00 საათი 19 სექტემბერი - დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია - 10.00 საათი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ: +995 32 362633; +995 90 532600 ქ. თბილისი, საბურთალოს ქ. 40, I კორპ. ბ.50. ელ.ფოსტა: info@greens.ge ან ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს: www.greens.ge |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th September 2025 - 22:16 |