Cralusso - მდინარის/დინების(უცნაური) ტივტივები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Cralusso - მდინარის/დინების(უცნაური) ტივტივები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
BOLO
bolo - 10გრ. - ესეც მეორე ტივტივა რამაც ჩემ ხელში გაიარა კომპლექტში შედის: კორპუსი ღერძით, 5 ერთეული ანტენა, რომლებიც ვითარებიდან გამომდინარე შეგიძლიათ გამოიყენოთ და 2 ანტენის სამაგრი, რომლებიც გათვლილია დინების მიმართულებაზე, ანუ გააჩნია მეთევზე მდინარის რომელ ნაპირზე დგას და დინება მისგან რა მიმართულებით მიედინება. საკმაოდ უშნოდ გამოიყურება ![]() გამოდის 3 - 4 - 6 - 8 - 10 - 12 - 15 - 20 გრ-ში ![]() ![]() ![]() ![]() მოლოდინი იყო ძალიან დიდი: მწარმოებელი იუწყებოდა, რომ მისი გაჩერება შეგვიძლია საშუალო და ნელ დინებებზე, ანუ დაპურბულ ადგილზე თავისუფლად უნდა შეგვეძლოს მისი გატარება, თან ისე რომ ტივტივა არ უნდა აცდენილიყო სასურველ მარშრუტს, ამის გარდა გარკვეული არაზუსტი ჩაგდების შემდეგ უნდა შეგვეძლოს მისი საჭირო წერტილამდე მიტანა წყალშივე, ძალიან უცნაურ და წარმოუდგენელ გამოძახებად ჟღერდა ეს ყველაფერი. ხოდა მეც ავიღე და გავედი მისი მითის დასანგრევად თუმცა............ აი ეს თუმცა იყო ის რამაც ყველანაერ მოლოდინს გადააჭარბა. ისევ იგივე ადგილი, იგივე დინება, იგივე საზოგადოება და იგივე ტესტ-გასვლა, მხოლოდ მოდელი იყო განსხვავებული. პრინციპში shark-ის ტესტირების შემდეგ თითქმის ჩაქნეული მქონდა ხელი ამ უცნაურ ტივტივებზე, მაგრამ რადგან არსენალში მოიპოვებოდა მაინც არ დავიზარე და დავიწყე მისი მონტაჟი. ტუტორიალი იუწყება რომ გარკვეული გადატვირთვა საჭირო იყო +5%-20%, მეც ავიღე და 10 გრამიანი დავტვირთე 10%, თუმცა კიდევ შეიძლებოდა გარკვეული კორექტივების შეტანა, მაგრამ ტესტისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელი გამოდგა. დინება ჩემგან მარჯვნიდან მოდიოდა, შესაბამისად ანტენის სამაგრ-მიმართულების მიმცემიც შესაბამისი დავაყენე. რაც მონტაჟს ეხება ეხლავე ვთქვათ რომ იგივენაირ სირთულეებთნ არის დაკავშირებული როგორც shark-ი ამის გარდა კიდევ უფრო მეტი დისკომპორტი გარკვეულ წვრილმანებში, რომლებიც დამატებით მონტაჟდება ტივტივაზე, რამაც წაგვართვა კიდვ უფრო მეტი საჭირო დრო. ![]() ![]() ხოოოოოოდა გავაწყე და ჩავაგდე........მარა რა ჩავაგდე ![]() დინებას ნაპირისკენ, მაგრან ნურას უკაცრავად რააააა, ვაკვირდები, ვაკვირდები კიდევ ვაკვირდები, უკვე მინდა გამოვიტანო და საბოლოოდ ბრენდზე უარი ვთქვა, ჯოხი გავწიე ოდნავ და რას ხედავს ჩემი თვალები, ტივტივა დინებაში შევიდა ![]() ძალიან გავოცდი, არც მეჯერა, ხან ვიფიქრე რაღაც მომეცვენათქო, ხან რა, მერე თავიდან შევაგდე და ჯოხის ლავირება დავიწყე. ჩავაგდე ჩემგან 10 სთ-ზე დაახლოებით 5 მეტრში ქვემოთ დინებაზე, ჯოხის კუთხე დაახლოებით 9 საათზე იდგა, ძალიან ნელა გავწიე 12 საათისკენ და თან ოდნავ ძუაც მივახმარე და ისევ შევიდა ტივივა, თვალებს არ უჯერებდი. შემდეგ გადავწყვიტე შორ მანძილზე მეცადა იგივე, I ცდა, II, III და ბოლოს იქითაც გავაჩერე. ან ისე რომ ტივტივა ისევ ტივტივებდა და არანაირი ხარვეზის გამოხატულება არ ქონდა, მყარად იდგა ერტ ადგილზე. ხაზზეც ძალან თამამად ვატაებდი, მიჭირდა მაგამ მაინც ვატარებდი. რასაც მივხვდი ის არის, რომ ეს ტივტივა რეალურად მუშაობს, აკეთებს იმას რასაც გვეუბნებიან, პირველ ჯერზე ყველაფერი კარგად არ გამომივიდა, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა(თან მყარი), რომ უბრალოდ პრაქტიკის ამბავია და რამოდენიმე გასვლაზე ნებისმიერი მიაღწევს შედეგს ამ მოდელით. მთავარი არის ხელის, ჯოხის, ძუის და ტივტივის სინთეზში მოყვანა. აი ესე აპობდა დინებას, თან ისე რომ არაფრის არ ეშინოდა ![]() ![]() ![]() მთავარია ვინმე შეცდომაში არ შეხვიდეთ და არ გეგონოთ რომ უბრალოდ ჩავაგდე და თავისიტ დგას წაყალსიო, bolo-საც უნდა ნაზად შეჩერება ჯოხის მესვეობით, ისიც იგივენაირად იპარება ან მიაქანებს დინება თუ არ შევაჩერეთ ძუის დაჭერით. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ bolo არ არის ისეთი მგრძნობიარე როგორც მიღებული წვეთის ფორმის სტიკები, თუმცა ინტერნეტში იუწყებიან რომ 10 გრამიანი ტვირთამწეობის ტივტივებზე 50 გრამიანი თევზებიც საკმაოდ ეფექტურად იგრძნობა. მთავარია ოდნავი გადატვირთვა არ დაგავიწყდეთ. კიდევ ერთ ნაკლოვანებაზე მინდა გითხრათ რაც მას ახასიათებს. ტივტივა არის ძალიან ხმაურიანი, ანუ საჭიროა კარგად ვარჩევდეთ რეეალურ და ცრუ ჩარტყმებს, რადგან ტივტივის ამოღების დროს იქმნება დიდი ხმაური ე.წ. წყლის შეწუხება რის შემდეგაც თევზი ფრთხება. ვხსნი: bolo თავისი კონსტუქციით არ არის სიმეტრიული, გამოტანისას ხან წყალში იძირება, ხან ზედაპირზე მოდის, ხან წყალში დრიფტინგს აკეთებს, მოკლედ გამოტანისას შეიძლება გეგონოთ რომ ზედ თევზია ![]() დასკვნა:ტივტივა მუშაობს, თან ძალიან დამაკმაყოფილებლად, მე თევზაობის პროცესში არ გამომიცდია, მაგრამ ვიტყოდი, რომ საშუალო და ნელი დინებებისთვის სადაც გვინდა, რომ დინების სიჩქარეზე უფრო ნელა გავატაროთ ან გვინდა, რომ გარკვეულ ზოლში ჩავეტიოთ ძალიან მისაღებია. მგრძნობელობა სავარაუდოდ ვერ ექნება კარგი, უფრო სწორედ ლიფსიტებს ალბათ ვერ შეეგუება თუმცა გარკვეული პრაქტიკის და გამოცდილების შემდეგ ეგეც გასარჩევი გახდება. ყველაზე დადებითი რაც აღმოვაჩინე ამ მოდელში არის ის, რომ ჩაგდებული ტივტივის შეტანა შეიძლება სიღრმეში ანკესის ლავირებით და სწორი კუთხის დაჭერით. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 21:05 |