25.07.2010 ოჩოპინტრეს შეჯიბრი სტენდზე #2 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
25.07.2010 ოჩოპინტრეს შეჯიბრი სტენდზე #2 |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
2010 წლის 25 ივლის გაიმართა ტრადიციული ოჩოპინტრეს კლუბის შეჯიბრი სასტენდოს სროლაში მოყვარულთა შორის.
მონაწილეთა რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლები რაოდენობით დაფიქსირდა თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ღონისძიების სახალისოდ და რაც მთავარაია უსაფრთხოდ მიმდინარეობას, შეჯიბრი შედგა ! შეჯიბრი დაიწყო დანიშნულ დროს, დღის 5 საათზე, მონაწილეებს შორის შეიმჩნეოდა შემართება და ასპარეზობის სულისკვეთება. სიცხის და მიუხედავად პაექრობა სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა. შეჯიბრი გაიმართა მრგვალი სტენდის მოედანზე, I და VII საცეცხლე პოზიციებზე. 10 სამიზნე იყო I ნომრიდან (ჩვენგან) და 15 სამიზნე VII ნომრიდან შემხვედრი. სულ 25 ვაზნა. მონაწილეთა სია ლიდერი პოზიციების მიხედვით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება. 1. sabo73 - 19 + 1 ქულა 2. იკო 1981 - 19 ქულა 3. შუკა - 17 ქულა 4. ჭალიმგელა 16 ქულა 5. გურგენა - 15 ქულა 6. როვერ - 15 ქულა 7. Nukry Max - 14 ქულა 8. ბალა - 13 ქულა 9. შოთა 03 - 11 ქულა 10. გურიკა - 11 ქულა 11. ვიტო - 10 ქულა 12. მაჭარა - 9 ქულა 13. გიზოვიჩი - 7 ქულა 14. 919 გიგა - 5 ქულა საერთო ჯამში იკო 1981 -მა და საბო 73 დააგროვეს თანაბარი ქულები 19 -19 ქულა რის შედეგადაც მოხდა გადასროლა I დაცილებამდე. კენჭისყრის შემდეგ სასროლ პოზიციაზე დადგა საბო 73 რომელმაც პირველივე სამიზნე დაამსხვრია, ამის შემდეგ პოზიოციაზე დადგა იკო1981 რომელსაც როგორც ჩანს ნერვებმა უმტყუნა და სამიზნეს დააცილა რის შემდეგაც გადავიდა საპატიო II ადგილზე , ხოლო საბო კი ტაშის თანხლებით გახდა ოჩიპინტრსე კლუბის გამარჯვებული რასაც სულითდა გულით ულოცავს მთელი კლუბის წევრები და ფორუმი. საბოს ვუსურვებთ მომავალშიც ასეთი წარმატებით ასპარეზობას და ცხოვრებაშიც სულ გამარჯვებულს ევლოს. შუკა კი გარანტირებული III ასევე საპატიო ადგილს დაეუფლა , რომელიც მშვიდად ადევნებდა თვალყურს გადასროლას ლიდერებს შორის. შეჯიბრს მსაჯობდნენ ბნ. შოთა თავაძე , ზახარა და თქვენი მონა მორჩილი. შეჯიბრმა საერთო ჯამში ძალიან კარგად ჩაიარა მადლობა მონაწილეებს. საბო 73 იკო 1981 შუკა პრიზიორებს ვულოცავთ ამ მშვენიერ გამარჯვებას! დანარჩენს სურათები მოგვითხრობს |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
აქანა რაი ხდება? დევიღუპენით? სადანაა რეპორტი?
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 21:09 |