Slug ტყვია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Slug ტყვია |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 123 რეგისტრ.: 29-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
მოგესალმებით ყველას. იჟ 27 -დან კოლექტორიანი ჟაკნის სროლა თუ შეიძლება?
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
"სევესტრა" Sauvestre ქვეკალიბრული ტყვიების კატეგორიას განეკუთვნება.
![]() გამოიგონა და დააპატენტა ფრანგმა კონსტრუქტორმა და სამხედრო ინჟინერმა სოვესტრმა (Jean-Claude Sauvestre) 1987. გამოდის მხოლოდ 12, 16, 20 კალიბრებში ტყვია უნიკალური კონსტრუქციისაა თავის ანალოგებთან შედარებით შესაშური მონაცემები გააჩნია. მისი სროლა შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ჩოკური შევიწროების ლულებიდან. "სევესტრას" ტყვიის სტაბილური , ზუსტი ბალისტიკა შედეგია შემდეგი გარემოებებისა: ისრის მსგავსი ტყვია შუაში შეიცავს 2 ფოლადის გულას, რომელსაც გარედან აკრავს 1 ტყვიის სქელი გარსი. ეს ყველაფერი მოთავსებული ორ ნაწილიან კონტეინერში რომელიც გასროლის დროს სცილდება ტყვიას. ეს უკანასკნელი საჭიროა ჭურვის, ლულის შიდა კედელთან მჭიდრო კონტაქტისთვის მოძრაობისას. აეროდინამიული ფრთები კი 3 სტაბილური ფრენის ტრაექტორიისთვისაა აუცილებელი. 4 იშვიათად ტყვიის კორპუსი მოვარაყებულია პლუმბუმთან შედარებით მკვრივი მეტალებით. ![]() ქვედა სურათზე ტყვიის (PL)და თითბერის კორპუსით. ![]() ![]() ზოგადი ბალისტიკა: 12/ 70 საწყისი სიჩქარე აქვს 500 მ/წ 100 მეტრზე ინარჩუნებს სიჩქარეს 377 მ/წ 100 მეტრზე ენერგია თითქმის 2 000 ჯოული. 12/76 საწყისი სიჩქარე აქვს 580 მ/წ 100 მეტრზე ინარჩუნებს სიჩქარეს 435 მ/წ 100 მეტრზე ენერგია 2 450 ჯოული ტყვიის წონა 21-26 გრამამდე მერყეობს. ტყვია კონტეინერით გვერდხედი ![]() "სევესტრას" გაფანტვის მაჩვენებლი არ ცილდება 18 სმ- ი დიამეტრის წრეს - 100 მეტრზე ! შემდეგ როგორღაც რუსებმა დააკოპირეს ეს ტყვია და შეარქვეს მას "ზენიტი" იგივე მოქმედებისაა, სულ ოდნავ ჩამორჩება მის ფრანგ ორიგინალს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2025 - 21:36 |