მაღარო, პატარა შირაქი, 18 . 09 . 2010 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მაღარო, პატარა შირაქი, 18 . 09 . 2010 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
18 სექტემბერს, ღამით გავედით თბილისიდან ერთი ეკიპაჟი
1. მე 2.Jager_Man 3. თენგო 4. ROVER ჩასვლა ადრე მოგვიწია და ცოტაოდენიც მანქანაში ველოდეთ გათენებას გათენდა და ჩვენსც მინდორში შევედით, დილის ნადირობა ნორმალური გამოვიდა მაგრამ სამწუხარო ფაქტიც მოხდა, ჩემი მანქანის გასაღები დავკარგეთ, რამაც ძალაინ იმოქმედა ჩვენს გუნება განწყობილებაზე რა უნდა გვექნა? დავრეკეთ ჩვენს ძმასთან ზაზასთან, რომელიც ცოცხალი თავით არ გამოგვყვა კახეთში სანადიროდ, და შველა ვთხოვეთ ![]() ![]() მეგობარი გზად და ხიდადო მაგაზეა ნათქვამი, არც დაიზარა და დუბლიკატები წამოიღო თბილისიდან (მაინც მოუწია კახეთში ჩამოსვლა), სანამ ზაზა ჩამოვიდოდა, ცოტა ფოტოაპარატის წინ ვიპოზიორეთ, ცოტაც კიდევ წავინადირეთ ![]() როვერა, თენგო და მისი ბებერი სტერვა ’’ფანი’’, რომელიც სხვათაშორის სახელგანთქმულ ტარასასაც კი მიაჩმორებდა, ყველა ძარლზე იწევდა და კბენდა ესეც მე, ისე ვდგევარ მანქანასთან ვითომ ’’პერიმ’’ დაკარგა გასაღები ![]() ![]() მშვენიერი ოკრიბის ორი ბრწყინვალე წარმომადგენელი, კახეთის მინდვრებში ![]() ![]() ![]() ![]() როვერას ფანი ისე მშვენივრად ასწორებდა დაწოლამდე თივას რომ ბევრ დიასახლისს შეშურდებოდა ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სწორედ ამ დროს მე ვნადირობ ბაზალეთზე,მთელი ღამე მანდ გავათენე,დილით ამოდიოდა თითო ოროლა მწყერი.მირეკავს მავერიკი და მეუბნება,გასაღები დავკარგეო.თენგოს ხმაც მესმის,გვიშველეთოოოო.ალექსა და როვერიც ყვირიან:გვიშველეეეეთ.
დათა თუთაშხიადან გამახსენდა ის ეპიზოდი, სარჩიმელიას რომ ჰყავს დატყვევებულები,აი სწორედ ეგეთი ხმები ისმოდა მაღაროდან.რა მექნა,ნანახი მაქვს შვიდივე სერია და ვიცი როგორ უნდა დავეხმარო გაჭირვებულებს,დავქოქე ჩემი იოკოგამადან ჩამოყვანილი ბედაური და ვარკეთილის გავლით(ჯიპის მეორე გასაღები ნიკოს სახლიდან წამოვიღე)გავუდექი გზას გასაგები მიზეზების გამო მანამდე ფეხი რომ არ დამედგა იმ მხარის მიმართულებით. გზა და გზა მესიჯებს მიგზავნიდნენ,თუ სად ჩამეხვია,რა მეკითხა და დაახლოებით საათნახევრიანი მოგზაურობის შემდეგ ვიპოვე ოთხივე ჯიპის ჩრდილს ამოფარებული მონადირე. მათი პოვნის დეტალებზე არ შევჩერდები,ისე კი საინტერესო იყო,მარა სხვა დროს. ჩემს გამოჩენას როგორი რიტუალით შეხვდა თენგო,მერე თვითონ თქვას,ახლაც მეცინება რო ვიხსენებ ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 16:45 |