Slug ტყვია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Slug ტყვია |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 123 რეგისტრ.: 29-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
მოგესალმებით ყველას. იჟ 27 -დან კოლექტორიანი ჟაკნის სროლა თუ შეიძლება?
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ფოსტერი (A.Foster)
![]() ამერიკელმა კონსტრუქტორმა და მონადირემ ალბერტ ფოსტერმა, სპეციალურად თეთრკუდა ირემზე სანადიროდ გამოიგონა და შემდეგ დააპატენტა , საკუთარი სახელის მატარებელი გლუვი ტყვია. ტყვია კონუსური მოყვანილობისაა წვერის მხარეს მეტი სიგლუვით და გვერდებზე ღრმა ირიბი ჩანაჭდევებით. ტყვიის მასა სულ რაღაც 28 გრამია, ირმისთვის მეტი არც იყო საჭირო. პატარა წონა ტყვიის ძირიდან მის კორპუსში 1/3 ნაწილის სიცარიელემ გამოიწვია(სურ. 3). ტყვის ზედაპირზე ირიბი ჩანაჭრევები (სურ. 2), ფრენის დროს უმნიშვნელო ტრიალს ანიჭებს მას, თავზე კი მეტი დეფორმაციის თვალსაზრისით მცირედი ჩაღრმავება გააჩნია(სურ.1) . ![]() ფოსტერმა საკმაოდ სასარგებლოდ გამოიყენა ტყვიის(PL-ის) როგორც რბილი მეტალის თვისება. ფოსტერის ტყვია კალიბრულია ! მისი დიამეტრი 17,5 მმ-ია, მაგრამ ჩოკში გასვლის დროისთვის , ტყვიის კორპუსი იმდენად ფართოვდება რომ ლულის ნომინალურ დიამეტრს უტოლდება. თავისმხრივ ტყვიის კორპუსში სიცარიელე მას აბსოლუტურად უსაფრთხოს ხდის ნებისმიერი ჩოკიდან სასროლად, მათ შორის გაძლიერებული ჩოკიდანაც კი ეს კი კალიბრულ ტყვიებში საკმაოდ იშვიათია ! დატვენვის თავისებურებებს რაც შეეხება; აუცილებელია საშუალო სიმკვრივის1, და ამორტიზირებადი 1 პიჟის გამოყენება. რადგან ტყვიას უკანა მხარე ამოღებული აქვს შესაძლებელია ზედმეტად მყარი პიჟების შეტენვა , რაც უზუსტობის გარანტია. ![]() თეთრკუდა ირემზე აშშ-ი მოგეხსენებათ(და არა მარტო თეთრკუდაზე) , მეტწილად ჩასაფრებით ნადირობენ, ამ შემთხვევაში საროლი მანძილი როგორც ასეთი 50მეტრს არ სცილდება. შესაბამისად ტყვიას ამ მანძილზე მოეთხოვება სტაბილური "კონა". ![]() ფოსტერის ყველა ტყვია 35 მეტრზე - 10 სმ-ი დიამეტრის წრეში ეტევა 50 მეტრზე კი - 15 სმ-ი დიამეტრის წრეში. 50 მეტრზე მეტ მანძილზე ტყვიის სროლა არაა რეკომენდირებული. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2025 - 21:21 |