რა გვეშველება? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა გვეშველება? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: !ბანდადებული! პოსტები: 489 რეგისტრ.: 5-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
პატივცემულო ადმინისტრაციავ, კლუბისა და ფორუმის წევრებო მსგავსი თემა შეიძლება ბევრი გახსნილა ან ბევრ თემაში გვისაუბრია ამ მტკივნეულ საკითხზე. რა ვქნათ როგორ დავიცვათ ბუნება? საშინელი ფაქტების მომსწრე ვარ. ნადგურდება ცხოველ-ფრინველი, ტყე და თევზი. რა ვქნათ? რამე არ შეიზლება ვარგოთ ამ ქვეყანას? აქ ესე ჯდომა და საუბარი ხეირს არ მოგვცემს რამე ნაბიჯები არავის გესახებათ? როგორ მოვიქცეთ რომ ბუნების დამცველებმა დაიცვან და არა გაანადგურონ მთა და ბარი.
ძმებო შაბათ კვირას გასული ვიყავი ერთ ტბაზე სათევზაოთ თბილისიდან ასიოდე კილომეტრზე სულ სამი საათი ვითევზავე და ლოტკაზე მოკალათებული დენის აპარატ მომარჯვებული ნაბიჭვრები ერთი მეორეს ცვლიდნენ. იქვე ტბის პირდაპირ ერთ ერთი სოფლის კუთვნილ ტყეში იმისთანა განუკითხაობააა 3 საათში 8 მანქანა შეშა გამოვიდა. ეს შეშა გასაყიდად გავიდა სოფელში არ მისულა. ერთმა მწყემსმა ბავშვმა თქვა თეთრი ნივით ბიჭები მოდიან თევზს ართმევენ ხოლმე აქ ბადეებით და აპარატით მოთევზავეებს და მიდიანო. ზედ რაღაცა აწერიაო. ასე ვერ გავფრინდებით და იქნებ რამე ერთად მოვიფიქროთ რა შეიძლება ვუშველოთ მამა-პაპისგან ნაგოგმანებ ბუნებას. გვერძე თემაში 3 ჯიხვი ყავთ მოკლული მშიერ მესაზღვრეებს და ეგ გიკვირთ. იანვარში იციტ რა ხდება მთაში? ვერტალიოტით ნადირობენ და 10 ზე ნაკლებს ნანადირევს არ ეძახიან. ეგ სპობს ბუნებას. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ლევანი
არადა თემა რომ გავხსენი და კითხვა დავიწყე საინტერესოდ გამოიყურებოდა ტო......... ![]() კარქი ქართველო, კარქი, მართლა ყველაფრის გაბუქება ხომ არ შეიძლება, ადამიანმა თქვა რომ ტყე იჩეხება, და ბუნებას ერხევაო, შენ კიდე ეუბნები, "მიშა მაგარიაო", კი ბატონო და მიშა ვთქვათ რომ მაგარია, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ გარემოს დაცვის ამბებში ხომ ბოლომდე ზეროა და თან საშინლად, ხოდა იმ სხვა რაღაცეებში რაშიც მიშა მაგარია ამ ფორუმზე არ გვაინტერესებს...... ეხლა ამ თემის დახურვა არ მინდა მაგრად, და პოსტების წაშლაც საცოდაობაა, რათ გვირთულებ ცხოვრებას? გრავირებაზე ერთი სტატია დაწერეთქო გეხვეწებით 1 წელია, დაანებე ამ პოლიტიკას თავი ![]() ბესო ჩვენ რომ ხეები დავრგეთ და შეხედე: 1 არ არის გადარჩენილი და ყველა გამხმარია! წყალიც კი არ დაუსხეს ეს მართალია??????????????? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th August 2025 - 13:16 |