რა გვეშველება? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა გვეშველება? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: !ბანდადებული! პოსტები: 489 რეგისტრ.: 5-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
პატივცემულო ადმინისტრაციავ, კლუბისა და ფორუმის წევრებო მსგავსი თემა შეიძლება ბევრი გახსნილა ან ბევრ თემაში გვისაუბრია ამ მტკივნეულ საკითხზე. რა ვქნათ როგორ დავიცვათ ბუნება? საშინელი ფაქტების მომსწრე ვარ. ნადგურდება ცხოველ-ფრინველი, ტყე და თევზი. რა ვქნათ? რამე არ შეიზლება ვარგოთ ამ ქვეყანას? აქ ესე ჯდომა და საუბარი ხეირს არ მოგვცემს რამე ნაბიჯები არავის გესახებათ? როგორ მოვიქცეთ რომ ბუნების დამცველებმა დაიცვან და არა გაანადგურონ მთა და ბარი.
ძმებო შაბათ კვირას გასული ვიყავი ერთ ტბაზე სათევზაოთ თბილისიდან ასიოდე კილომეტრზე სულ სამი საათი ვითევზავე და ლოტკაზე მოკალათებული დენის აპარატ მომარჯვებული ნაბიჭვრები ერთი მეორეს ცვლიდნენ. იქვე ტბის პირდაპირ ერთ ერთი სოფლის კუთვნილ ტყეში იმისთანა განუკითხაობააა 3 საათში 8 მანქანა შეშა გამოვიდა. ეს შეშა გასაყიდად გავიდა სოფელში არ მისულა. ერთმა მწყემსმა ბავშვმა თქვა თეთრი ნივით ბიჭები მოდიან თევზს ართმევენ ხოლმე აქ ბადეებით და აპარატით მოთევზავეებს და მიდიანო. ზედ რაღაცა აწერიაო. ასე ვერ გავფრინდებით და იქნებ რამე ერთად მოვიფიქროთ რა შეიძლება ვუშველოთ მამა-პაპისგან ნაგოგმანებ ბუნებას. გვერძე თემაში 3 ჯიხვი ყავთ მოკლული მშიერ მესაზღვრეებს და ეგ გიკვირთ. იანვარში იციტ რა ხდება მთაში? ვერტალიოტით ნადირობენ და 10 ზე ნაკლებს ნანადირევს არ ეძახიან. ეგ სპობს ბუნებას. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: !ბანდადებული! პოსტები: 489 რეგისტრ.: 5-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლევან შემოგევლე მე პირადად ერთ ერთ სახელმწიფო საპასუხისმგებლო სამსახურში ვმუშაობ და ,, ვალდებული ვარ" ვაქო და ვადიდო დღევანდელი რეალობა. მაგრამ ჩემი მიწის, ბალახის, ხის, ცხოველის, ფრინველის კეთილდღეობა იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ მზად ვარ სიმართლე ვთქვა და პირველი დავდგე იქ სადაც საჭიროა და სადაც შეიძლება ყველაზე მეტი მომხვდეს. პოლიტიკას მე არ ვეხები არ მომწონს რომ ნადგურდება გარემო და ამიტომ ვჩივი... ვაჟამ თქვა ,, ტყე შეუნახე შვილებსაო" და მე კი არ მინდა ამ სტრიქონში ნახსენები ,,ტყე" შეიცვალოს მასთან გარითმულ რაიმე სიტყვით.
ბიჭებო თემა იმიტომ არ გამიხსნია რომ ერთმანეთს ვეკამათოთ წვრილმანებზე. ვინც ერთ აზრზე ვართ გამოსავალი მოვძებნოთ.თუნდაც ფოთლოვანი ნერგების დარგვის აქცია სამინისტროსთან შეთანხმებით ფინანსების მოძიებაზეც მაგვს ჩემი იდეა და მინდა თანამოაზრეებთან ერთად განვიხილო რადგან შეიძლება რამეს არასწორად ვფიქრობ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th August 2025 - 13:18 |