ნადირობა ყვარელში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
ნადირობა ყვარელში |
Sep 25 2010, 13:49
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
როგორც იქნა დავაღწიე თავი თბილისს და მშობლიური ყვარლისკენ გავსქურე, სადაც ჩემი ძმაკაცები მელოდებოდნენ. წინასწარი ოპერატიული ინფორმაციისა და ანონიმური ზარების მეშვეობით უკვე ვიცოდი რომ მინდვრებს თავს მწყერი და დიდი რაოდენობით გვრიტი აფარებდა, ჰოოდა არც თუ ისე დიდი ხნის სჯა ბაასის მერე დაიგეგმა მეორე დღის სტრატეგიული გეგმა, მიახლოებითი დისლოკაციის ადგილი და მეორე დგეს დილა ადრიან შევუდექით ნადირობას მე და ჩემი ზმაკაცები კახა და გუკა, ჩვენი განუმეორებელი ლინდა, გერმანული ნაგაზი რომელიც ერთნაირი წარმატებით და საოცარი მოხერხებულობით ნადირობს მწყერზე, იხვზე, კურდღელზე და რაზე აღარ, თან ცხვრის მწყემსვასაც ახერხებს.
|
|
|
|
![]() |
Sep 27 2010, 13:06
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
![]() მარცხნიდან პირველი თქვენი მონა მორჩილი და ჩემი ძმაკაცები გუკა და კახა და ჩვენი განუმეორებელი ლინდა, გერმანული ნაგაზი რომელიც სასწაულებს ახდენს, ძალიან ჭკვიანი ძაღლი. და ესეც ჩვენი პირველი მსხვერპლი ![]() ბევრი ვაჭანჭყარეთ წყალი ვასხით მარა ისეთი მთვრალი იყო ვერ გამოვაფხიზლეთ ![]() ნადირობის დასასრულს შემაჯამებელი ფოტოსესია გაიმართა ![]() სამწუხაროდ ესეც ძალიან მთვრალი იყო და ვეღარ გადავარჩინეთ ცხონებული ![]() მე ჩემი მურკა, ლინდა და ერთობლივი ნანადირევი ![]() ესეც გვრიტუნიებიი ![]() მე, ლინდა, ჩემი მურკა, ტოზ-16 და ჩვენი ნანადირევი ![]() ნანადირევის ასორტი ![]() ძმაკაცის ტოზ-16 ით მე და ჩემი მურკა. ამ თოფმა ცემი იმედები საკმაოდ გაამართლა, წელს მაგრად ვისიამოვნე და კარგადაც ვბუგე ვაზნები ![]() მიუხედავად იმისა რომ სრული ჩოკით და უკონტეინერო ვაზნებით და დისპერსორებით ვნადირობდი არცერთი მწყერი არ გამიფუჭებია და თან კარგ მანძილებზეც ვყრიდი დღის ბოლოს ჩემს ანგარიშზე იყო 7 მწყერი, ორი რგოლა გვრიტი ორი კვირიონი და ერთიც ჩხიკვი, დანარჩენი ძმაკაცებმა დახოცეს. საღამოს როგორც წესი და რიგია ტკბილად ჩავუსხედით და მადლიანი კახურით ჩავწმინდეთ სიცხისგან გამშრალი ყელი |
|
|
|
hunter87 ნადირობა ყვარელში Sep 25 2010, 13:49
gogita.m RE: ნადირობა ყვარელში Sep 27 2010, 13:40
T A M P L I E R მალადცი რიბიატა კა... Sep 27 2010, 13:59
გოგა და თქვენსკენ კვირი... Sep 27 2010, 15:53
hunter87 ციტატა(გოგა @ Sep 27 2010... Sep 28 2010, 21:08
ჰერცოგი997 ვა საღოლ კარგია კა... Sep 27 2010, 16:24
ვიტო საღოლ ძაღლუკა, ეძე... Sep 27 2010, 20:39
კუდიგორელი ვიტო
ეძებს, თან ძაა... Sep 27 2010, 21:02
გრიზლი მოიცა მოიცა ეს ავჩ... Sep 30 2010, 22:05
hunter87 ციტატა(გრიზლი @ Sep 3... Oct 1 2010, 19:56
Maverick შენი საქმისა შენ ი... Oct 1 2010, 20:01
შალვა Maverick
მართალი ხარ მა... Oct 1 2010, 20:06
დემი ვაი, ვაი და კიდო ვაა... Oct 3 2010, 20:51
Giorgi_M სავსებით შესაძლებ... Oct 5 2010, 10:31
ჭალიმგელა ჩემი რჩევაც ეგ იქნ... Oct 5 2010, 11:33
hunter87 გეთანხმებით ძმებო ... Oct 5 2010, 15:12
hunter87 ეს ჩემი ძმაკაცია ტ... Oct 11 2010, 10:35
zole86 კაი კაი ყვარელში ა... Oct 11 2010, 17:15
zole86 RE: ნადირობა ყვარელში Oct 11 2010, 22:36
ჭალიმგელა zole86
ძალიან კარგია, მ... Oct 12 2010, 00:16![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th November 2025 - 15:39 |