Cralusso - მდინარის/დინების(უცნაური) ტივტივები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Cralusso - მდინარის/დინების(უცნაური) ტივტივები
გიორგი
პოსტი Aug 23 2010, 23:08
პოსტი #1


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი







http://www.cralusso.com/angol/termekek.php



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ვიტო
პოსტი Sep 28 2010, 13:09
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



SERF

ბოლობოლო ეს ტივტივაც მეღირსა.......

უკეთესი იქნებოდა ამით დამეწყო ყველაფერი, რადგან ეს მოდელია ყველაზე პოპულარული მსოფლიოში,
მაგრამ არც ეხლაა გვიანი newsmile05.gif ალბათ ყველაზე უცნაური ტივტივაა რაც კი შემხვედრია ცხოვრებაში....



ალბათ ყველაზე სრულყოფილი მოდელია, არც სილიკონი აკლია რომლითაც უნდა მიმაგრდეს ძუა ღერძზე,
არც შესაბამისი ინსტრუქცია აკლია, რომელიც საკმარისდ ინფორმატიული და ყველანაერ პირობებს, მონტაჟის
დეტალებს, დინების მიხედვით ღერზძების მიმართულების დაყენებას, ტივტივის გადატვირთვას და ყველანაერ
დეტალებს ხსნის რის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს მეთევზემ. კომპლექტის დანახვისას ადამიანი
იფიქრებს, რომ ინჟინერის დიპლომის გარეშე მისი აწყობა შეუძლებელია თუმცა არც ესე რთულადაა ყველაფერი newsmile05.gif
როგორც წინა მოდელებზე გითხარით ეს მოდელიც საკმაოდ დატვირთულად გამოიყურება.

დავიწყოთ იმით თუ რა შედის კომპლექტში: კორპუსი, 2 ქვედ და 2 ზედა ღერძები რომლებიც განკუთვნილია შესაბამისი
მიმართულების დინებისთვის, 3 სხვადასხვაფერი ანტენა, 1 ღამის გასანათებელი საშუალების სტიკი(ფოსფორის)
და სილიკონის მილი, რომელიც განკუთვნილია იმისთვის რაც ზევით ავღნიშნე newsmile05.gif



ინსტრუქცია: საკმაოდ სრულყოფილად გამოიყურება. მარცხენა სურათზე ხედავთ ტივტივის გადატვირთვის
სქემას,ხოლო მარჯვენაზე ღერძების სწორედ მონტაჟისას. თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორც იუწყებიან
თვით ანტენის კუთხეც კი რეგულირებული უნდა იყოს დინების მიხედვით. ეს მომენტი განპირობებულია ალბათ იმით,
რომ ტივტივა მეთევზისგან დაბლა დინებაში უნდა იქნეს გაჩერებული, მაშასადამე ხედვის კუთხეც უფრო კომფორტული
უნდა იყოს. სილიკონების დაჭრის რაოდენობაც მითითებულია კონკრეტულად 4 ერთეულით ყველა კუთხისთვის, ქვედა ღერძზე 3
და ზედაზე 1-ით.



რაც ამის აწყობას შეეხება კიდევ უფრო გავაბუქებდი და ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო გართულებულია ვიდრე bolo newsmile05.gif თითქმის
იგივე რაოდენობის ნაწილებისგან შედგება, მაგრამ ქვედა ღეძზე სილიკონების წამოგება კიდევ ამატებს დაკარგულ წუთებს ,
ეს ცოდვა კვლავ რჩება. ტივტივა პრიორიტეტულად გათვლილია დინებაზე შეჩერებით თევზაობისთვის, ანუ დაპურებულ
ადგილზე მისი შეჩერება ერთ წერტილში არის მისი მთავარი არსი. კიდევ ის არის მისი არსი, რომ შეიძლება მტაცებელზე
იქნას გამოყენებული. ვთქვათ გვინდა რომ ე.წ. "ჟივეცი"-ცოცხალი თევზუკა იდგეს დინების ეპიცენტრში და არ გამოქონდეს
ან გაქონდეს დინებას, ანუ ნაპირის პარალელურად ჩერდებოდეს. მგონი კარგი აზრია, იდეაში ტივტივა საკმაოდ უხეშია და
ლიფსიტის რხევას უნდა უძლებდეს... აბა პრაქტიკას დამიხედეთ newsmile05.gif გინდ ისე თქვით და გინდ ასე, მაგრამ საოცრება
საკუთარი თვალით ვნახე newsmile05.gif ეხლა კოპერფილდი არ მოსულა და ფოკუსი არ მანახა, მაგრამ ის რაც სხვა ტივტივაზე არ მინახია
აქ ვნახე. მოკლედ დავიწყოთ რეალური შეფასება და ვნახოთ რას გვაჩვენებს საქმეში.......

გამოდის 3 - 4 - 6 - 8 - 10 - 12 - 15 - 20 გრამის ტვირთამწეობებით, ჩემი ტესტირების ობიექტია 8 გრ.



საღამოს გავაგრძელებ თუ არ დამეზარა

ტესტი: ხოდა ხომ უნდა მენახა რას შვება ეს ტივტივა და გავედი კვლევებზე, ამჯერად მტკვრის არხით არ დავკმაყოფილდი
და პირდაპირ მტკვარს მივაშურე ზაგესის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. დინება საკმაოდ სწრაფი იყო, არხზე ბევრად უფრო სწრაფი.
მისვლისას კი ვიფიქრე რომ ადგილი ცუდად შევარჩიე, მაგრამ საღამო იყო და გადანაცვლებას აზრი არ ქონდა. მარტო ვიყავი
და ვინმეს რომ გადაეღო სურათები არ მყავდა. ასე რომ რაც შევძელი განახებთ, რაც ვერა და გაჭირვებით მოგიყვებით.

გაწყობა: როგორც ადრე მოგახსენეთ გაწყობამ ბევრად მეტი დრო წამართვა ვიდრე მეგონა, ძალიან ბევრი, და ეს მხოლოდ
უბრალოდ გაწყობაზეა ლაპარაკი. ამას მიამატეს ის დრო რასაც წამართმევდა მისი სწორედ გაწყობა, ანუ სწორედ გაწყობაში
იგულისხმება I მისი სწორედ დატვირთვა და II ძუის სწორედ დაბალანსება ღერძებზე. ზედასა და ქვედა ღერძებისთვის ეს
მომენტი აუცილებელზე აუცილებელია, მთავარია რომ მიიღწეს ანტენის იდეალურად ვერტიკალური მდგომარეობა. ამ ყველაფერს
1საათის წვალების შედეგად მივაღწიე. მთელი პროცესის დეტალურად დახატვა ძალიან გამიჭირდება რადგან ისეთი ნიუანსებია
რის გადმოცემასაც არც ჩემი ტექნიკური ლექსიკონი და ვგონებ რომ ზოგადად ქართული ენაც არ მომცემს newsmile05.gif ტივტივას უნდა უჩანდეს
მხოლოდ ანტენა კორპუსის გარეშე, ამის მიღწევა კი საკმაოდ რთულია, გადატვირთვა ხდება ყველა დინებაზე ცვალებადობით
დინების მიხედვით, ასე რომ რაიმე კონკრეტული წონის შერჩევა შეუძლებელია, ყველა მდინარეზე სხვადასხვაგვარად მოგიწევთ.



პრაქტიკა: მოკლედ უკვე გამართული ვარ და მზად ვარ ვეჭიდაო გამოძახებას. გადავაგდე დინებაში. კუთხე რომლითაც
უნდა იყოს ტივტივა და ჯოხის წვერი ერთმანეთთან ინსტუქციის მიხედვით მე ვერ დავიჭირე, უფრო სწორედ ვერ გავაჩერე, დინებას
მაინც გამოქონდა ნაპირისკენ, თუმცა როგორც კი დინებაზე ცოტათი მიუშვი და მერე ვეცადე მის შეჩერებას ყველაფერი თავის ადგილზე
დადგა. ტივტივა საკმაოდ მყარად ჩერდება ერთ წერტილში, საჭიროა მხოლოდ მისი ოდნავი შეკავება. აღმოჩნდა რომ serf-ს აქვს
იგივე თვისება რაც bolo-ს, ანუ მისი შეყვანაც შესაძლებელია ნაპირიდან სიღრმეში და დაკვებილ ადგილამდე მისი მიტანა,
ტექნიკურად თითქმის იდენტურად ხდება ეს ყველაფრი, უბრალოდ serf-ს ცოტა ზედმეტი ძალისხმევა ჭირდება. შეიძლება
ითქვას რომ პირველი პრაქტიკული გასვიდან ადამიანი დაასკვნის რომ ტივტივა რეალურად მუშაობს.



დამატებითი მოუხერხებლობები: სასროლად ცოტა არ იყოს და ძალიან დისკომფორტულია მისი ფორმის გამო, რაც მოითხოვს
გარკვეულ პრაქტიკას, გადახლართვის ალბათობა სროლისას საკმაოდ დიდია დამწყებისთვის. კიდევ ერთი არასასურველი მომენტი არის
მისი დაბალი ინდიკატორული ღირებულება პატარა თევზების ჩარტყმებზე. პირადად მე ეგ ვერ ვნახე იმის გამო, რომ თევზი
მაგ დრეს არც ერთ მეზობელტან არ მოდიოდა, მაშსადამე არააქტიურობის გამო ვერანაერ პირად შეხედულებას ვერ გეტყვით, უბრალოდ
რაც ელექტრონულ სივრცეში მოვიძიე ყველა აღნიშნავს ამას.
დასკვნის სახით ვიტყოდი რომ ტივტივა მუშაობს კარგად. მისი შეძენა უპრიანი იქნებოდა მხოლოდ ტივტივების მოყვარულთათვის
და იმ ხალხისათვის ვისაც საკმაოდ დალაგებული ნერვული სისტემა გააჩნია. უყვარს მდინარეზე თევზაობა და აინტერესებს კონკრეტულად
ესეთი მეთოდის ათვისება, წინაარმდეგ შემთხვევაში შეიძლება პირველვე გასვლაზე იფიქროთ რომ არ გიღირთ ამდენი წვალება ამ
საკმაოდ ძვირადღირებული ტივტივის ათვისებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2025 - 21:01