რა გვეშველება? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა გვეშველება? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: !ბანდადებული! პოსტები: 489 რეგისტრ.: 5-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
პატივცემულო ადმინისტრაციავ, კლუბისა და ფორუმის წევრებო მსგავსი თემა შეიძლება ბევრი გახსნილა ან ბევრ თემაში გვისაუბრია ამ მტკივნეულ საკითხზე. რა ვქნათ როგორ დავიცვათ ბუნება? საშინელი ფაქტების მომსწრე ვარ. ნადგურდება ცხოველ-ფრინველი, ტყე და თევზი. რა ვქნათ? რამე არ შეიზლება ვარგოთ ამ ქვეყანას? აქ ესე ჯდომა და საუბარი ხეირს არ მოგვცემს რამე ნაბიჯები არავის გესახებათ? როგორ მოვიქცეთ რომ ბუნების დამცველებმა დაიცვან და არა გაანადგურონ მთა და ბარი.
ძმებო შაბათ კვირას გასული ვიყავი ერთ ტბაზე სათევზაოთ თბილისიდან ასიოდე კილომეტრზე სულ სამი საათი ვითევზავე და ლოტკაზე მოკალათებული დენის აპარატ მომარჯვებული ნაბიჭვრები ერთი მეორეს ცვლიდნენ. იქვე ტბის პირდაპირ ერთ ერთი სოფლის კუთვნილ ტყეში იმისთანა განუკითხაობააა 3 საათში 8 მანქანა შეშა გამოვიდა. ეს შეშა გასაყიდად გავიდა სოფელში არ მისულა. ერთმა მწყემსმა ბავშვმა თქვა თეთრი ნივით ბიჭები მოდიან თევზს ართმევენ ხოლმე აქ ბადეებით და აპარატით მოთევზავეებს და მიდიანო. ზედ რაღაცა აწერიაო. ასე ვერ გავფრინდებით და იქნებ რამე ერთად მოვიფიქროთ რა შეიძლება ვუშველოთ მამა-პაპისგან ნაგოგმანებ ბუნებას. გვერძე თემაში 3 ჯიხვი ყავთ მოკლული მშიერ მესაზღვრეებს და ეგ გიკვირთ. იანვარში იციტ რა ხდება მთაში? ვერტალიოტით ნადირობენ და 10 ზე ნაკლებს ნანადირევს არ ეძახიან. ეგ სპობს ბუნებას. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: !ბანდადებული! პოსტები: 489 რეგისტრ.: 5-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
[/color]პოლიტიკას მოვეშვათ ეგ არ არის ჩვენი საქმე. საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა რაც მიზნად დაისახავს ტყის განაშენიანებას (ჯერ საჭიროა იდეის დახვეწა) ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით და მათი მხარდაჭერით. აქ მთავარია ფინანსები ამისათვის კი შეიძლება გაკეთდეს ასე: სახელმწიფო სამსახურებში, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში შევიდეთ ინიციატივით, რომ თითოეულმა თანამშრომელმა ერთჯერადად გაიღოს 10 ლარი და შეიქმნება მათი სახელობის ტყე. (ტყესთან დაიდგას ტრაფარეტი იმ თანამშრომელთა ჩამონათვალით ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კეთილ საქმეში. ნერგები სამინისტრომ უნდა მოგვცეს და ფინანსები რაც გვექნება მუშებს უნდა გადავუხადოთ ხეების დასარგავად.
მერე ცოტა პიარი და სპონსორებიც შეიძლება გამოჩდნენ. ბიზნესმენების სახით. მარტო ვერაფერს გავხდები ერთობაა საჭირო. დეტალებზე ვმუშაობ.[color="#FF0000"] |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th August 2025 - 13:16 |