კალმახა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კალმახა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბარემ რომ არ ვიცი რა ვქნა ამასაც დავწერ, ივარგებს მგონი
![]() ვარ ჩემთვის ამ გაზაფხულზე საკუთარ ეზოში და რატომღაც გამახსენდა, რომ ხალხს საკუთარ ეზოებში მოყავთ რაღაც სოკოები და ვიფიქრე მე რით ვარ მაგათზე ნაკლებითქო? ავდექი, მივედი სამთო ქიმიის შენობაში სადაც "საქართველოს მემამულეთა კავშირია" განთავსებული და საიდანაც ვიღებ ძირიტად კონსულტაციებს ბაღის და ბოსტნის მოვლის შესახებ და ვეკითხები სოკოებზე რომლებიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოიყვანოს მარტივი წესებით. აღმოჩნდა რომ მარტივი კი არ ყოფილა ეს ყველაფერი არამედ ძალიან მარტივი. ძირითადად ქამაზე და კალმახაზე მესაუბრნენ. ბევრი მითხრეს თუ ცოტა საბოლოო არჩევანი კალმახაზე გავაკეთე, უფრო მარტივი მომეჩვენა. რა უნდა კალმახას: პირველ რიგში დაგვჭირდება ნებისმიერი ფოთლოვანი ხის მორები, სასურველია დიდი დიამეტრის, სიმაღლესი დაახლოებით 30-40სმ. რადგან სოკო ხის ლპობის პროცესში ღვივდება, უფრო სწორედ ტენიანობის პირობებში გადავწყვიტე მენახა შედარებით მსუბუქი ე.წ. მალე ლპობადი ხის ჯიში, კონსულტაციების შედეგად მივედი ალვის ხის არჩევნამდე. სად ვიშოვოთ ალვის ხე: ბევრი რომ არ ვიაროთ ელექტრო ხერხით და ნაჯახით, თან არაკანონიერად რომ არ ვჩეხოთ ბუნებრივი სიმდიდრე, მე გირჩევდით იპოვოთ თბილისში ნებისმიერი მერიაზე დაქვემდებარებული სამსახური რომელიც დაკავებულია ქალაქში ზედმეტი ხეების ჭრით. მოკლედ მიხვალთ და ეტყვით თქვენ გასაჭირს, თუ იმ მომენტში ექნებათ ხომ დაგამისამართებენ, თუ არადა გეტყვიან რომელიმე დღეს სადაც გეგმის მიხედვით ექნებათ ალვის ხე მოსაჭრელი, მიაკითხავთ და გამოგატანენ, თან აჩუქებთ 2-3 თუმანს და მადლობასაც გეტყვიან ![]() რამდენი მორია საჭირო: ეგ დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და გურმანულ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე ოჯახში რა რაოდენობის წევრებს უყვართ სოკო, მე მაგალითად ავიღე 8 მორი, გავყავი შუაზე დავადგი ერთმანეთს და გამომივიდა 2 კოლონა 3 შრით. ანუ მიწის შრე, პირველ და მეორეს შორის და მეორეს და მესამეს შორის. თესვა:ბარემ გეტყვით იმასაც რომ სათესლე მასალის დამზადასაც არ უნდა ბევრი წვალება. რთული არც ეგ არის უბრალოდ ხორბლის დაობებაა საჭირო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს მაინც მოითხოვს. ასე რომ ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ, მიბრძანდით ზემოთ არნიშნულ მისამართზედა პირდაპირ შეიძინეთ 1კგ-იან დაფასოებებში, ფასი თუ არ მეშლება იყო 7 გელა. მე დამჭირდა 3 პაკეტი, წესით 2 ცალი უნდა მყოფნოდა, მაგრამ ხარბი თვალი რომ ექნება კაცს მაინც ზედმეტი ვიყიდე ![]() იხსნება და იშლება მარტივ მამრავლებად, ანუ ვაფვიერებთ ობისგან გათეთრებულ ხორბლის მარცვლებს. ვასუფთავებთ კოლონის დადგმის სავარაუდო ადგილს ბალახისგან და ვყრით მიწაზე, ვადგავთ პირველ მორს და ისევ ვაყრით თესლს, შემდეგ კვლავ ვადგავთ და ვყრით... ვეცადოთ რომ პაკეტი 3 შრეზე გადანაწილდეს თანაბრად. პ.ს. ერთი დათესვა ყოფნის 3-4 წელი. სად ავღმართოთ კოლონები: სასურველია ხის ქვეშ, ან ეზოს კუთხეში, ან ნებისმიერ ჩრდილიან ადგილში სადაც დღის მანძილზე მზე ხშირად არ გაახურებს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ტენიანობა შენარჩუნდეს დიდი ხანი. მოვლა:გავაკეთეთ ძირითადი სამუშაობი გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომასთან და ვიწყებთ მოვლას. ყველაზე მთავარია არ დაგვავიწყდეს კოლონების დანამვა, შედარებით გრილ ამინდებში 4-5 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულის ცხელ ამინდებში ყოველდღე. მე ზაფხულში ვცდილობდი რომ დაღამებისას მიმეშვა წყალი, რადგან ღამე უფრო დიდი ხანი ვერ ახერხებს გაშრობას. თუმცა რამოდენიმე დღეც რომ გამოგრჩეთ რამე კატასტროფული არ მოხდება, უბრალოდ პირველი მოსავალი ცოტა გადაინაცვლებს ვადებში. მოსავლის აღება: ჩემ შემთხვევაში პირველი ტალღა მოარტყა მაისის ბოლოს, მაგრამ ამას ტალღა არ ერქვა, უფრო იმის გამოვლინებას გავდა, რომ ზოგადად ყველაფერი წესრიგშია. ერთი კარგი დიდი ტაფა შეიბრაწა და ეგ იყო. ძირითადი ამოსვლა ჩემთან დაიწყო ამ დღეებში. ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი, ერთ მოკრეფაზე ავიღე 5კგ. კი ხვდებით რომ ძალიან ბევრია, თან პატარ პატარა წამონაზარდები ყოველდღე ემატება. ასე რომ თესლის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ ![]() არ აქვს, მთავარია წყალი გავალოთ და ხელი მივახმაროთ. ესეც პირველი მოსავალი, სულ 3 დღის წამონაზარდები ![]() ![]() ![]() ![]() ცოტა რამ კულინარიაზე: უფრო სწორედ ზამთრისთვის შენახვაზე. რაოდენობის და გამო გადავწყვიტე მარინადის გაკეთება, მგონი კონსერვიზაცია უფრო სწორე იქნება. ვიღებთ 3კგ კალმახას, ვრეცხავთ და ვჭითრით სასურველ ზომებად. ვყრით, ვყრით ქვაბში და ვასხავთ 3 ლიტრ წყალს, ვამატებთ 5-6 დაფნის ფოთოლს და 10-15 მარცვალ შავი წიწაკისთესლებს. წამოვადურებთ 5 წუთის განმავლობაში და გამოუცვლით წყალს. მომავალ წამოდუღებამდე ვნაყავთ 1 საშუალო ზომის ნიორს და ვყრით ქვაბში. ვაგრძელებთ დუებას 30-40 წუთის განმავლობაში. გადმოგვაქვს სოკო საწურზე და ვაშრობთ, მაგრამ დრჩენილ წვენს არ ვასხავთ, მისგან დამატებითი ნახარში უნდა გავაკეთოთ რასაც სოკოს ქილებში გადაღების შემდეგ გამოვიყენებთ მათ შესავსებად. დარჩენილ წვენს ვადგავთ ისევ ცეცხლზე და ვაყრით 300-400 გრამ მარილს, წვენი საშუალოდ უნდა იყოს 1 ლიტრა მაინც, თუ დაგაკლდათ ონკანის წყლი დაამატეთ. ვიღებთ მშრალ მიხაკს დაახლოებით ნახევარ მუჭას და მასაც ვყრით ცეცხლე დამდგარ წვენში. ველოდებით წამოდუღებას და მარილის გახსნას. ![]() ![]() ![]() ვიღებთ წინასწარ გასტერილებულ(მდუღარეში გავლებულ) ქილებს, მე მაგალითად პატარა ქილებს ვამჯობინებ. ვაწყობთ გადავსებამდე სოკოს და ვასხავთ უკვე გამზადებულ წვენს იმ რაოდენობით სანამ ქილის პირი არ დაიფარება, ველოდებით 2 წუთი რომ წვენი კარგად დაილექოს და ისევ ვამატებთ. საქმე გაკეთებულია. ველოდებით გაგრილებას და ვხუფავთ პლასტიკის თავსახურით, რატომ ესე და არა რკინის სახუფით? არ ვიცი მაგდენი, უბრალოთ ყველამ ვისთანაც კონსულტაცია გავიარე ესე მირჩიეს ![]() გრილ ადგილზე და ნებისმიერი სურვილის გაჩენის დროს ხელში გეჭირებათ მზა სოკო, რომელსაც მხოლოდ ტაფაზე კარაქში მოხრუკვა დაჭირდება. სურვილი თუ გექნებათ სუნელებსაც მიამატებთ ცოტა არჟანს და პირდაპირ ტაფიდან არყის მიყოლებით მიირთმევთ. ![]() არა ძალიან მაგარი ვარ რა, ესე კაცმა ყველაფერი ვიცოდე რავი აბა.... ![]() გისურვებთ წარმატებებს ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჩელე
იყოს წიფელიც, მთავარია ფოთლოვანია, უბრალოდ ის არგუმენტი რომ უფრო დიდი ხანი გაძლებს რაღაც ვერ ქაჩავს, არა მგონია ჩემმა მორებმა 5 წელი ვერ გაძლონ, მიწასთან შეხებაში მხოლოდ ძირია და თუ ძალიან არ შეაწუხებ - ვგულისხმობ იმას რომ თუ არ გადაადგილებ რა უნდა დაემართოს? როდესღაც კი ჩალპება და გამოცვლი რა ბოლობოლო. შენი სიძის მამა რასაც აკეთებს ეგეც კარგია, მაგრამ ტყულად ზედმეტ ადგილს კარგავს, კოლონებად დალაგება მგონი ჯობია. რაც შეეხება ზაფხულში მოსავლის მიღებას, მაგას მომავალ წელს ვნახავ თუ არ დამეზარა მთელი ზაფხული რწყვა. ვაგრძელებ დაწყებულს. სტატია რაც დავწერე იყო გუშინ გადაღებული და დაკრეფილი სოკოების, გოგიტა მეკითხებოდა მოსავლიანობაზე ხოდა ამას უყურეთ ეხლა. დავწერე რომ მეორე მორზეც შევნიშნე პატარა წამონაზარდები, გუშინ იყვნენ დაახლოებით 3-4 მილიმეტრის რადიუსით ქუდებზე და ეგეც მარტო ერთ წერტილში, ანუ ერთ ჯგუფში, მეტი ვერსად ვერ ვიპოვე. ეხლა შემოვედი სახლში, უცბათ ჩავირბინე მეთქი ბიჭებისთვის გადავიღებ იმ წამონაზარდებს და რამოდენიმე დღეში ქრონოლოგიურად მივყვები ზრდის პროცესის რეპორტსთქო ხოდა დღეს დამხვდა ეს სურათი. როგორც ხედავთ უკვე 2-3 სანტიმეტრამდე გაიზარდნენ. ![]() დავიწყე თვალის შევლება გარშემო რამე ახალი ხომ არ გამოიტანათქო და ვხედავ ამეებსაც ![]() ტქვენგან მარცხენა სურათზე მარცხენა გვერძე ქერქთან დააკვირდით ბუწუწებს ეგეც სოკოებია.. მარჯვენაზე ისედაც ყველაფერი ნათლად ჩანს, ეს უკვე 3 ბუდობა ხომ დავვალეთ არა? ![]() ![]() ვაგრძელებ ვაააააახ, ვფიქრობ აქ კიდევ უნდა იყოს რამეთქო, შემოუარე, ავათვალიერე ჩავათვალიერე და რა შევამჩნიე, ქერქს დააკვირდით სურათებიდან. ან მანდ რამ აიყვანა თესლი, ან რამ დაარტყა თავში, მოკლედ იმ ბზარშიც ძალიან დიდი ტალღა მოაქვს, სავარაუდოდ 4-5 დღეში კიდევ სადმე თუ არ გამოიტანა რამე 5 კილოგრამზე მეტს კიდევ ავიღებ. ეს უკანასკნელი არ მომეწონა სიმართლე გითხრათ, თუ არ მეშლება და რამე მწერის კვერცხები არ არის მაქედან გამოსული ქერქს გადამიძრობს რაც იმოქმედებს სინესტის შენარჩუნებაზე, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია. პირველი სურათი მხოლოდ ქვედა ნაწილი, მეორე ზედა და იმის ზევითაც ეჭვი მაქვს რომ რაღაც ახალი მოდის. აი თეთრად რომ ჩანს ეგეც ობივით გამოიყურება და რას იზავს არ ვიცი ჯერ. მგონი ძალიან ზედმეტი დავთესე ![]() ![]() ![]() პ.ს. ვინმემ საკონსერვაციო რეცეპტი ხომ არ იცით? ჩემი რეცეპტისგან განსხვავებული....... ეს კიდევ შორიდან ხედი თუ როგორ გამოიყურებიან კოლონები, თუ შემთხვევით მოგინდათ ამ პრინციპით ააგეთ. სადმე კუთხეში და მოჩრდილულ ადგილში, ყველაფერი კარგად იქნება ![]() ![]() შალვა შუაზე გაპობილი 2 მეტრიანი მორი (გაპობის შემდეგ რომ დაითესოს და ისევ დავადოთ ზემოდან მეორე ნახევარი), გვერდულად დადებული წავა?(ფართობში მაგრა მოუგებს ჩვეულებრივად დახერხილ 40 სმ მორებს) დაზუსტებულად ვერ გეტყვი შალო, მე ესე ავაგე მცოდნეების კონსულტაციების მიხედვით და გარკვეული ლიტერატურის მიხედვით. ანუ რაღაც აზრი ესეთ კონსტრუქციას უნდა ქონდეს, როდესაც ვიკითხე რომ ეგ 40-იანები შუაზე რომ გავჭრა და 2 ცალი 20-იანი მივიღოთქო ხომ აჯობებსთქო, მითხრეს რომ ესეა სასურველიო, თორე დაგვარი აზრები მეც მომივიდა თავში. თუმცა მგონია რომ არაფერი არ დაშავდება მაგით, ჩემი აზრით მორის უფრო დიდხანს გაძლების მიზნით გვირჩევენ ეგრე ხოდა მეც აღარ გავრისკე. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2025 - 21:58 |