МЦ 21-12, "ტოზ" 21-12 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
МЦ 21-12, "ტოზ" 21-12 |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ეს არის პირველი რუსული ნახევრად ავტომატური თოფი. რომელიც კონსტრუქტორმა ნიკოლაევმა დააპროექტა, რათქმაუნდა მექანიზმი ორიგინალური კონსტრუქციის არ არის.
ჯონ მოსეს ბრაუნინგი ყველა დროის უდიდესი იარაღის გამომგონებელია და მის ორიგინალურ მექანიზმებზე "აშენებულია" საიარაღო სამყაროს მთელი სპექტრი, აუტო 5-ის ბაზაზე გამოდიოდა და გამოდის უმეტესობა თანამედროვე ინერციული სისტემის თოფები, მცირეი გამონაკლისების გარდა, ყოველ შემთხვევაში საფუძველი ასეთი იარაღის კეთებს ჩაუყარა ბრაუნინგმა. მც21-12 ესაა იტალიური საიარაღო ფირმის "ბრედას" ნახევრადავტომატური თოფის მიმსგავსება ! რომელიც მივიწყებას მიეცა. ![]() ![]() ![]() რათქმაუნდ мц დაპროექტდა цкибо-ში , 1964 წლამდე საერთოდ არ იყო წარმოებაში, მხოლოდ ცალობით ეგზემპლარებს აწყობდნენ. საინტერესო ფაქტია ის რომ, мц-ს ამზადებდნენ 16 და 20 კალიბრებშიც. თოფი აღჭურვილი იყო ინერციული გადატენვის მექანიზმით, ანუ ინერცია დამოკიდებულია ვაზნის გასროლისას წამოქმნილ უკუცემაზე , ამ ინერციულ მოქმდებაში ჩართულია თვითონ ლულაც. ![]() ![]() თვითონ სასხლეტ დამცემი მექანიზმი ცალკე ბლოკს წარმოადგენს და თოფის ავტომატიკა ლულის უკუმოძრაობაზეა დამოკიდებული. ![]() ![]() გასროლის შემდეგ ზამბარა ლულას საწყის მდგომარეობაში დააბრუნებს, ხოლო ავტომატური მექანიზმი მორიგ ვაზნას სავაზნეს გადასცემს, ჩახმახი კი საბრძოლო მდგომარეობაში მოვა. თოფს გააჩნია სავაზნე მილი რომელიც 4 ვაზნას ითავსებს. ![]() თოფში მხოლოდ ქარხნული ვაზნების გამოყენებაა მიზანშეწონილი, ან დიდი ყურადღებით დამზადებული გადატენი პლასტმასის. თოფის ექსპლოატაციის დროს დიდი ყურადღება ექცევა ლულის მოძრაობის სისტემას, მის მწყობრში ყოფნას, კერძოდ ეს ეხება მის გაპოხვას. თოფის კონდახის მილში საკეტის მამოძრავებელი ზამბარაა , მისი უყურაღებოდ დატოვება, არ გაწმენდა და ა.შ. შეიძლება გახდეს მიზეზი ავტომატიკის შეჩერების. თოფს გააჩნია ალამისებური დამცავი. ![]() ![]() მც21-12 -ის ლულის სიგრძე: 750მმ ; სამიზნე თამასა გაგრილების ფუნქციით სავაზნე: 70 მმ (სამოციან წლებში გამოდიოდა 675 მმ-ი ლულით და სავაზნით 65 მმ) ლულის შიდა დიამეტრი: 18,5 მმ. ლულა შიგნიდან ქრომირებული ლულის ჩოკური შევიწროება: 1 მმ(სდანტარტული) ცალობით ეგზემპარებზე სხვა გაბურღვა შეიძლებოდა ყოფილიყო თოფის წონა : 3,400 დან 3800გ რამამდე საკონდახე მასალა : წიფელი, იშვიათად კაკალი. კონდახის ფორმა: პისტოლეტური, იშვიათად სალოყით. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
odzela1994
ესაა "ცალობითი თოფი" საკმაოდ იშვიათია ! არ ვიცი რა შევიწროებები აქვს მაგრამ ძალიან საინტერესო ეგზემპლიარია. რაც არ უნდა იყოს 1000 აშშ მადაში უაზრობაა, 1000 გელა კი ნორმალური ფასია თუ "ემცეს" ფანი ხარ. სხვა შემთხვევში : მც-21 12 არის ძალიან მძიმე. დაუბალანსებელი არასაიმედო ვაზნების მიმართ ძალიან კაპრიზული დაუხვეწავი დადებითი მხარე ერთადერთი: ძალიან ძლიერი მოხვედრის ძალა ანუ ჭრა მოკლედ მაგ ფასში მშვენიერი უცხოური ორ ლულიანი კლასიკური , შეიძლება სრულსაკეთიანიც, თოფის ყიდვა. არჩევანი შენზეა |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 09:53 |