რა გვეშველება? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა გვეშველება? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: !ბანდადებული! პოსტები: 489 რეგისტრ.: 5-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
პატივცემულო ადმინისტრაციავ, კლუბისა და ფორუმის წევრებო მსგავსი თემა შეიძლება ბევრი გახსნილა ან ბევრ თემაში გვისაუბრია ამ მტკივნეულ საკითხზე. რა ვქნათ როგორ დავიცვათ ბუნება? საშინელი ფაქტების მომსწრე ვარ. ნადგურდება ცხოველ-ფრინველი, ტყე და თევზი. რა ვქნათ? რამე არ შეიზლება ვარგოთ ამ ქვეყანას? აქ ესე ჯდომა და საუბარი ხეირს არ მოგვცემს რამე ნაბიჯები არავის გესახებათ? როგორ მოვიქცეთ რომ ბუნების დამცველებმა დაიცვან და არა გაანადგურონ მთა და ბარი.
ძმებო შაბათ კვირას გასული ვიყავი ერთ ტბაზე სათევზაოთ თბილისიდან ასიოდე კილომეტრზე სულ სამი საათი ვითევზავე და ლოტკაზე მოკალათებული დენის აპარატ მომარჯვებული ნაბიჭვრები ერთი მეორეს ცვლიდნენ. იქვე ტბის პირდაპირ ერთ ერთი სოფლის კუთვნილ ტყეში იმისთანა განუკითხაობააა 3 საათში 8 მანქანა შეშა გამოვიდა. ეს შეშა გასაყიდად გავიდა სოფელში არ მისულა. ერთმა მწყემსმა ბავშვმა თქვა თეთრი ნივით ბიჭები მოდიან თევზს ართმევენ ხოლმე აქ ბადეებით და აპარატით მოთევზავეებს და მიდიანო. ზედ რაღაცა აწერიაო. ასე ვერ გავფრინდებით და იქნებ რამე ერთად მოვიფიქროთ რა შეიძლება ვუშველოთ მამა-პაპისგან ნაგოგმანებ ბუნებას. გვერძე თემაში 3 ჯიხვი ყავთ მოკლული მშიერ მესაზღვრეებს და ეგ გიკვირთ. იანვარში იციტ რა ხდება მთაში? ვერტალიოტით ნადირობენ და 10 ზე ნაკლებს ნანადირევს არ ეძახიან. ეგ სპობს ბუნებას. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ო ფ ე რ ი ს ტ ი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი ![]() |
მდა... მე ჩემი აზრები უკვე დავაფიქსირე სადაც დასაფიქსირებული იყო... მაგრამ აქაც დავწერ ყოველი შემთხვევისთვის ზემოთ დადებულ ვიდეოსთან დაკავშირებით:
ცუდია როდესაც ადამიანი ანადგურებს საკუთარ ბუნებას და არღვევს კანონს. უფრო ცუდია როდესაც ეს ადამიანი სამსახურეობრივად მოვალეა დაიცვას საკუთარი ბუნება და კანონი. კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ამის გამჟღავნებისას სინანულის გრძნობის მაგივრად - კიდევ უფრო მეტი სიბოროტეს ფიქრობს და სჩადის. კარგია, რომ ამ ფაქტზე სწორი რეაგირება მოახდინა ჩვენმა კლუბმა, მაგრამ ცუდია, რომ ამ რეაგირებას არასასიამოვნო, უკანონო და გაბოროტებული რეაქცია მოყვა. თუმცა ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო. კარგია, რომ ეს კლუბი და ზოგადად ფორუმი არის არა ერთი და ორი ადამიანი. არამედ ბევრი ადამიანის ერთობლიობა, რომლებსაც უყვართ საკუთარი ქვეყანა და ბუნება. კარგია რომ ამ ხალხს (ანუ ჩვენ) - ერთი მეორის გადატანა და გვერდში დგომა გვაერთიანებს და არც-ერთ ჩვენს მეგობარს არ მივატოვებთ ასეთი მოვლენების წინააღმდეგ "ბრძოლაში". |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მდა... მე ჩემი აზრები უკვე დავაფიქსირე სადაც დასაფიქსირებული იყო... მაგრამ აქაც დავწერ ყოველი შემთხვევისთვის ზემოთ დადებულ ვიდეოსთან დაკავშირებით: ცუდია როდესაც ადამიანი ანადგურებს საკუთარ ბუნებას და არღვევს კანონს. უფრო ცუდია როდესაც ეს ადამიანი სამსახურეობრივად მოვალეა დაიცვას საკუთარი ბუნება და კანონი. კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ამის გამჟღავნებისას სინანულის გრძნობის მაგივრად - კიდევ უფრო მეტი სიბოროტეს ფიქრობს და სჩადის. კარგია, რომ ამ ფაქტზე სწორი რეაგირება მოახდინა ჩვენმა კლუბმა, მაგრამ ცუდია, რომ ამ რეაგირებას არასასიამოვნო, უკანონო და გაბოროტებული რეაქცია მოყვა. თუმცა ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო. კარგია, რომ ეს კლუბი და ზოგადად ფორუმი არის არა ერთი და ორი ადამიანი. არამედ ბევრი ადამიანის ერთობლიობა, რომლებსაც უყვართ საკუთარი ქვეყანა და ბუნება. კარგია რომ ამ ხალხს (ანუ ჩვენ) - ერთი მეორის გადატანა და გვერდში დგომა გვაერთიანებს და არც-ერთ ჩვენს მეგობარს არ მივატოვებთ ასეთი მოვლენების წინააღმდეგ "ბრძოლაში". გიორგი,გაიხარე. ზუსტად ის გადმოეცი,რასაც ყველა ვფიქრობთ. ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ და გვიყვარს ჩვენი ქვეყანა.ამათ კი,ვინც ამ მომგონდედააფეთქებული აპარატით ხელშია ამ ვიდეოში,სძულთ და უნდა მოეშვან ამ საქმეს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th August 2025 - 13:17 |