დანის მოვლა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

დანის მოვლა, რა, როგორ და ა.შ. კითხვა/პასუხი
Power_VANO
პოსტი Aug 5 2010, 14:18
პოსტი #1


Administrator
****

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 717
რეგისტრ.: 4-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოოკლედ, ასე თუ ისე კარგი ხარისხის დანებზე გადავედი და შესაბამისად, მოვლის ტექნოლოგიებმაც დამაინტერესა.


პირველი, რაც მაინტერესებს, რა ზეთს იყენებთ დანებისთვის?

+ როგორი ზეთები გამოიყენება (ტოქსიკური/არატოქსიკური), როგორ ვაშორებთ ზეთს მარტივად და ხარისხიანად - სიტყვაზე, ხორცი უნდა დაჭრა იმ დანით, ამ ხორცის კი - ჭამას აპირებ, თავებს ხო არ დავიწამლავთ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
nihontoman
პოსტი Oct 2 2010, 14:33
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 933
რეგისტრ.: 30-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რამდენიმე დღის წინ ჩავატარე ექსპერიმენტი და შევეცადე სპაიდერკო მილიტარი გამელესა უბრალოდ სამზარეულოს დანის სალესავით, გუდვილში ნაყიდით. სალესავი არის კლასიკური, პირს რომ ჩადებ შიგნით და გამოსწევ, იქ კი ამ დროს ერთმანეთტან მიმაგრებული ოდნავ დახრილი ორი დისკი "ცდილობს" დანის გალესვას....










მოკლედ რა აღმოვაჩინე:

ეს ორი კერამიკის (ალბათ კერამიკაა) დისკი საკმაოდ აგრესიული აღმოჩნდა. S30V ფოლადს ნაღდად მიირთმევს (ნუ, ზედ არ ეფხვნება ყოველ შემთხვევაში)

მართალია კერამიკის დისკები ასატანი ხარისხისაა, თვითონ მოწყობილობა ერთიანობაში მაგარი ნაგავია. დისკები ისე ჯდება ბუდეში, რომ დანის პირის ორივე მხრიდან ერთი და იგივე კუთხით არ ედება, შედეგად ასიმეტრიულ პირს ვიღებთ. მე კი ასიმეტრიულობა არ მიყვარს :(

აღმოვაჩინე, რომ თვითონ ამ დისკს აქვს გარეთა მხრიდან ორი "არამუშა" ზედაპირი, რომელიც საკმაოდ სწორია.





სწორი ზედაპირი, რომელზედაც მე ვლაპარაკობ სწორედ ისაა, რაც ბოლო სურათზე ზედხედიდან ჩანს.


გადავწყვიტე ეს სალესავი ისე მეხმარა, როგორც წესით არავინ იხმარდა. ანუ ამოვიღე ეს კერამიკის დისკი და მაგითი გავლესე დანა. თუმცა აქ ერთი დიდი პრობლემა იმალებოდა, კერძოდ კი აი ეს:



ვინც ვერ მიხვდა იმათთვის: ეს დისკი არის ძალიან პატარა! დიამეტრი სულ რარაც 20 თეთრიანის ხელა იქნება. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, შუაში რაღაც თეთრი პლასტმასის ყლინჯი აქვს და ამ პლასტმასის ყლინჯის კიდიდან 2-2.5მმ-ის რადიუსში ჩაღრმავებაა. სწორი ზედაპირიდან რჩება მხოლოდ 5მმ სისქის წრეწირი.

მოკლედ ეშმაკს შევაფურთხე და საქმეს შევუდექი newsmile035.gif

დანის გალესვა რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა. პირველი ორი ეტაპი (ეს ორი ეტაპი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ყველაზე შრომისტევადიც) სწორედ ამ დისკის მეშვეობით განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოხდა პირის კუთხის დადგენა და ამ კუთხის "დამუშავება". ეს დისკი ისე მეჭირა, როგორც ზემოთა სურათზეა ნაჩვენები, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში, დისკი მარჯვენა ხელში იყო და არა მარცხენაში. დანა მეჭირა მარცხენა ხელში და პირის სიგრძეზე ნაზი, თუმცა მყარი მოძრაობით ვატარებდი ამ დისკს. შედეგად მივიღე თავდაპირველზე უფრო ბლაგვი, თუმცა სწორი და ერთგვაროვანი გეომეტრიის მქონე პირი, ჰორიზონტალური ნაკაწრებით. ამ საფეხურს კარგა ხანი მოვუნდი, ალბათ სადღაც 1 საათი ორივე მხარეს.


სასურველი შედეგის მიღწევის შემდეგ გადავედი მეორე ეტაპზე. ამ ეტაპზე, ჰორიზონტალური "ნაკაწრები" უნდა გადამექცია ვერტიკალურ ნაკაწრებად, ანუ უნდა შემექმნა პირზე "მიკრო ხერხი"ისევე როგორც წინა დროს, ახლაც სალესავი დისკი და დანა იგივენაირად მეჭირა ხელში. დისკის სასაცილო ზომები გამო, მიწევდა საკმაოდ უხერხული მოძრაობების შესრულება მიზნის მისაღწევად. ეს მოძრაობები არაფრით განსხვავდება ვიდეოზე ნაჩვენებისგან, გარდა ორი რამისა:

- სალესავი რა თქმა უნდა მეჭირა სხვანაირად;
- მოძრაობა მიდიოდა არა პირის გაყოლებაზე, არამედ მის მართობულად ("მიკრო ხერხის" შესაქმნელად).



ხვდებიტ ალბათ როგორი ონანიზმი მომიწია. პროცესი დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა (ერთი 15 წუთიანი შესვენების ჩათვლით) newsmile035.gif განსაკუთრებით ძნელი იყო სწორი კუთხის შენარჩუნება, თუმცა საქმეს თავი მაინც გავართვი და ღმერთს მადლობა ცუდი არაფერი მომხდარა newsmile05.gif

ამ ეტაპის დასასრულს, მივიღე საკმაოდ წმინდა მიკრო ხერხი, მთელს პირზე. ხერხი საკმაოდ აგრესიული იყო და ხელზე ბალანსაც მშვენივრად პარსავდა. თუმცა, მე ამ ეტაპზე არ შევჩერებულვარ. მინდოდა ამ ხერხის კიდევ უფრო შემცირება ზომებში, რატა კიდევ უფრო ბასრი და გამძლე პირი მიმეღო (რაც პატარაა ეს მიკრო ხერხი, მით ძნელია პირის დაბლაგვება. მიზეზი ამისა ძალიან ძნელი ასახსნელია და შეიძლება ცოტა მოსაწყენიც იყოს... პლიუს ამას ბევრი წერაც მეზარება newsmile035.gif)

ზემოთხსენებული ხერხის შესამცირებლად საჭირო იყო უფრო წმინდა აბრაზივი. ასეთი კი არც ქვა მე არ მქონდა და არც ზუმფარის ქაღალდი. სამაგიეროდ, მქონდა აი ეს: http://www.inforeloj.com/spa/item/poliwatch_puli.html

ეს მართალია სულ სხვა დანიშნულების პროდუქტია, თუმცა, ამ შემთხვევაში თავი საქმეს მშვენივრად გაართვა. ვისაც გაინტერესებთ, იგი წარმოადგენს მაჯის საათის მინის საპრიალებელ პასტას, ნაკაწრების მოსაშორებლად.... ეს პასტა ავიღე, წავუსვი გრაფიტის ჯოხს და პირზე ისე ვიხმარე, როგორც ყასბები ლესავენ ხოლმე თავიანთ დანებს მასათით. პასტა საკმაოდ აგრესიული და მუშა აღმოჩნდა, ცოტა ხნის მუშაობის შემდეგ საკმაოდ გააპრიალა პირი და თვითონ პასტა გაშავდა მეტალის მიკრონაწილაკებისაგან, რომელიც პირს მოაშორა.

ეს ეტაპი საკმაოდ სასიამოვნოდ და სწრაფად ჩატარდა, ასე 15-20 წუთი მოვუნდი ორივე მხარეს. შედეგად მივიღე სამართებელივით ბასრი პირი, რომლიტაც კაცი წვერსაც გაიპარსავდა გაჭირვებაში newsmile035.gif



შედეგით კმაყოფილი დავრჩი. თუმცა პრიოცესმა დამტანჯა. სამი-ოთხი დღის მანძილზე ორივე ხელზე ყველა თითი მტკიოდა. თვითონ პროცესი დიდხანს გაიწელა და საკმაოდ რთული საკონტროლებელი იყო. ერთი სიტყვით ახალბედა ენთუზიასტის კოშმარი გამოვიდა.

ყური უგდეთ ჩემს რჩევას: თუ არ გინდათ ჩემსავიტ დაიტანჯოთ, იშოვეთ ნორმალური სალესი სისტემა. ახალბედებისათვის ჯობია ისეთი სისტემა, რომელიც კუთხეს თავისით ადგენს (მაგალიტად სპაიდერკო შარფმეიკერი, ლანსკის სისტემები და ა.შ.), რათა დანის პირი არ გააფუჭოთ. ხოლო უკვე გამოცდილი ხალხისათვის, ვისაც მეტი თავისუფლება ხიბლავთ, კარგი ბრტყელი ქვა მშვენიერი არჩევანი იქნება ( DMT, სპაიდერკო, ლანსკი და ა.შ. კერამიკის და ალმასის ქვები).

მესმის, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირია, ნორმალური სალესავი სისტემა 50-60 დოლარიდან იწყება და რამდენიმე ასეულ დოლარს აღწევს. თუნდაც იგივე DMT-ის ალმასის 6 დუიმიანი ბრტყელი ქვა, თვითო ღირს 40 დოლარი. ასეთი კაკმინიმუმ სამი გჭირდება (coarse, fine, extra fine). უფრო დიდი ზომის (10 დუიმი) კი სადრაც 70-80 დოლარი ღირს. მარა ხარისხი ყოველთვის ძვირი ღირს.

იმის არგუმენტად, თუ რატომ არ უნდა იყიდო ელიავაზე ან სხვა ადგილობრივ ბაზარზე 5-6 და 10-12 ლარადაც დიდი "მამა-პაპური" ქვები, გამოდგება ის, რომ ასეთი ქვა დაუდგენელი წარმოშობისაა. შესაძლოა ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავდეს. ამასთან, მათი ხარისხი ძალზედ დაბალია. რამდენი ასეთი ქვა მქონია და ყველა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ქვიშა აიღესო და ზემოდან წებო დაასხესო. ქვა ვერ უძლებს 3-4 გალესვასაც კი, ეგრევე იცვლის ფორმას და მისი ზედაპირი ძალიან, ძალიან არაერთგავროვანი ხდება. აი მაგალითიც:








ატყობთ რა იდეალური გეომეტრიული ფორმები აქვს newsmile035.gif ეს ყველაფერი კი სულ რაღაც სამი სამზარეულოს დანის შემდეგ (სპაიდერკოს ეს უბრალოდ დაკაწრავს და ეგაა).

ასეთი სალესავით დანის გალესვა არ შეიძლება უბრალოდ. ასე რომ ვისაც თქვენი დანები გიყვართ, იყიდეთ კარგი სალესავი, ან იტანჯეთ ჩემნაირად newsmile035.gif მე ამ მაზოხიზმს მეორედ არარ გავიმეორებ. უბრალოდ სხვა გზა არ იყო, თორემ.... რამე ნორმალურ ქვებს გამოვიწერ ალბათ ინეტიდან.

ეს ყველაფერი კი აქ იმიტომ დავწერე, რომ წარმოდგენა შეგექმნათ (იმათ ვინც გამოუცდელია ამ საკითხში) რა სირთულეებთანაა დაკავშირებული დანის გალესვა.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Power_VANO   დანის მოვლა   Aug 5 2010, 14:18
- - შალვა   დანის მექანიზმი (თ...   Aug 5 2010, 15:02
- - Power_VANO   შალვა გმადლობთ გა...   Aug 5 2010, 15:11
- - შალვა   ციტატა(Power_VANO @ 5th August 20...   Aug 5 2010, 15:17
- - Power_VANO   შალვა ციტატა(shalva @ ...   Aug 5 2010, 15:26
- - შალვა   ხოოო!!! ეგრეც ვი...   Aug 5 2010, 15:35
- - Power_VANO   ჰოო, მაშინ დაველოდ...   Aug 5 2010, 15:45
- - nihontoman   Power_VANO სპაიდერკო შარ...   Aug 5 2010, 22:41
- - Power_VANO   nihontoman ჰოო, იასნა... ოპ...   Aug 5 2010, 23:20
- - nihontoman   Power_VANO აუ როგორ გითხრ...   Aug 5 2010, 23:35
- - Power_VANO   nihontoman ჰოო, გეთანხმებ...   Aug 5 2010, 23:50
- - nihontoman   არაფერს. მართალია ...   Aug 6 2010, 00:02
- - nihontoman   რამდენიმე დღის წინ...   Oct 2 2010, 14:33
- - T A M P L I E R   აუ დეპრესია დამეწყ...   Oct 2 2010, 14:52
|- - ლეკი   ციტატა(T A M P L I E R @ Oct 2 20...   Oct 2 2010, 16:38
- - nihontoman   T A M P L I E R ტაჩილა და კა...   Oct 2 2010, 15:01
- - T A M P L I E R   აპრიალებს კიდეც და...   Oct 2 2010, 17:09
- - სანდრიკა   ჩემი აზრით ქვაზე გ...   Oct 9 2010, 10:38
- - Geoჟორჟიკა   სანდრიკა აბა რაზე...   Oct 9 2010, 11:41
- - ჯეკო   Geoჟორჟიკა შკურკაზე   Oct 9 2010, 11:42
|- - Geoჟორჟიკა   ციტატა(ჯეკო @ Oct 9 2010,...   Oct 9 2010, 11:43
- - nihontoman   შკურკა მშვენიერი ა...   Oct 9 2010, 12:57
- - T A M P L I E R   Geoჟორჟიკა ციტატა(geojo...   Oct 10 2010, 12:22
- - ჩიქო   T A M P L I E R შკურკა კა...   Oct 10 2010, 14:03
- - nihontoman   T A M P L I E R ზუმფარის ქა...   Oct 10 2010, 14:14
- - ჩიქო   ხო რავი რაც არიიი ...   Oct 10 2010, 14:38
- - nihontoman   600-იც საკმაოდ პრიალ...   Oct 10 2010, 17:02
- - Power_VANO   nihontoman ციტატა(nihontoman @ 1...   Oct 10 2010, 22:16
|- - nihontoman   ციტატა(Power_VANO @ Oct 10 2010, ...   Oct 11 2010, 17:47
- - ლეკი   დანას ტარი რისგან ...   Oct 10 2010, 22:21
- - Power_VANO   nihontoman 3000 არამგონია რ...   Oct 11 2010, 17:56
- - სანდრიკა   აბა ჭიქის ძირზე ვი...   Oct 11 2010, 20:39
- - Power_VANO   იდეაში ჭიქა ხო კერ...   Oct 12 2010, 12:45
- - სანდრიკა   RE: დანის მოვლა   Oct 12 2010, 13:52
- - nihontoman   საინტერესოა, მარა ...   Oct 12 2010, 14:44
- - giuna   კაი გამარჯობა ტქვე...   Mar 30 2012, 21:07


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd July 2025 - 04:34