ღვინო ოჩოპინტრე 2010 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ღვინო ოჩოპინტრე 2010 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ხოოოდა გაჯაზებული, გაუბედურებული და გადადუღებული 24 გვერდიანი თემის მერე მაინც მოხდა
ის რაც უნდა მომხდარიყო. 12-ში ბონემ და დავითუსამ თავი მოაბეს ნუკრის წინადადებას და საკლუბო საქმე გააკეთეს წყნარად და მშვიდად, შეხვდნენ იმ გამყიდველებს, შაისყიდეს 350კგ სიკეთე, მგონი რამდენიღაც თეთრად, ჩააბარგეს ბონეს ახალ ცხენუკაში და გამოეშურნენ ჩემსკენ. ჩამოვიდნენ და ჩამობარგეს კიდევაც, მე სახლში არ ვიყავი ჯერ მისული მაგრამ ისხარტეს ბოვშებმა, ისხარტეს ![]() ხოდა გუშინ ატყდა ერთი ამბავი კლუბში და ბლექლეონმა რაცხანაირად მოუყარა თავი პარტიის წევრებს, ხოდა ეხლა მეორე პარტია გამოეშურა ჩქიმი მისამართით. ყველა ნათალი, კაი პურისმჭამელი და კაი დამრტყმელი ჯიგიტები ![]() აი ეს სიკეთეები უნდა გაგვეტარებინა ხორცის საჩეხ მაშინაში ![]() ![]() და ესენიც ![]() ![]() ხოდა ქე დავიწყეთ ჭყლეტა. შარშანდელისგან განსხვავებით ამჯერად პლასტმასების მაგივრად - ერთ დიდ უჟანგავ კასრში გადაწყდა ამ ყველაფრის თავმოყრა, პრინციპში ესეც ჯობდა ცალცალკე დაწურვას. დავცხეთ და დავცხეთ, ხან ერთი ატრიალებდა, ხან მეორე ყრიდა, ხან მესამე .... რას შვებოდა მესამე? ![]() ![]() ამ დროს ცეცხლიც თუხთუხებდა, აბა ისე რავა იქნებოდა? ![]() მარა ჩვენ ხომ არ ვაქცევდით ამ ცეცხლს ყურადრებას, ისედაც ვთბებოდით ტრიალით ![]() ![]() ეს ისე, ჯექსონა პოზიორობდა ![]() მერე ლევანამ ისევ ცეცხლისკენ გადაინაცვა და კახურ მამაპაპურ საქმეს მიხედა ![]() ამ დროს კი ზოგზოგიერთი პარტიის წევრი ესე საჩკაობდა ![]() რას იფიქრებს ხალხი, ოჩოპინტრელებმა თოფით ხომ დაიპყრეს მთა და ბარიო, ეხლა კიდევ ასეთ მეთოდებზე აპირებენ გადასვლას და ნადირობას, ნიუდობნა ნუ ![]() ![]() ![]() ტიხარი მინდა |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გაიშალა სუფრა და ..........
![]() ![]() ![]() ლაბრადორმაც და კავკასიურმაც მოიწყინეს......... ![]() თუმცა ჩვენ გვილხინდა, შარშანდელი "ოჩოპინტრეც მივათხლიშინეთ, ეს იყო ის ბოლო რაც ჩემს ხელთ დარჩა, ასე რომ სანამ ეს პარტია არ დაღვინდება ბევრის იმედი არ გქონდეთ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამის მერე ბლექლეონმა ისევ პიოლიტიკაზე დაიწყო ლაპარაკი, აქო და ადიდა მიშა, მერე ზახარამ უთხრა ეგრე რატომ ლაპარაკობო, მერე ლეკიც აყვა, მაგასაც ყვარებია ვარდები, ჯექსონამ საერთოდ გადამრია, თურმე კოსმოპოლიტი ყოფილა.... კიდევ კარგი არ ავყევი არცერთს, დაჟე არც მითამადია ![]() ![]() ![]() მოკლედ შედგა ის რაც უნდა შემდგარიყო, ყველაფერმა ხუთიანზე ჩაირა, სეზონზე ღვინო გვექნება თან ვგონებ რომ ძალინ მაგარი ღვინო იქნება, შარშანდელთან თითონ ყირძნის შედარებაც არ შეიძლება იმდენად ჯობდა, იმედია ღვინოც ეგრე აჯობებს. კიდევ ერთხელ ძალიან დიიიიიიიიიიიიიდი მალობა პარტიის წევრებს. პ.ს. ზახარამ გამოთქვა იდეა რომ იმ შარშანდელიდან რომელიც მხოლოდ 20 ლიტრაა დარჩენილი და იმყოფება ჭალიმგელასთან, ჩამოვასხათ ოჩოპინტრეს სახელით 1 ლიტრიან ბოთლებში დავათხლიშოთ ეტიკეტი და გადავცეთხოლმე ღონისძიებების დროს გამარჯვებულებს ან რამე ეგეთებსოო, ხოდა ჩვენც ვემხრობით მაგ საკითხს და თქვენი უბიჟდენიაც დატოვეთ ამ საკითხზე მაგალითად......... ჭირი იქა ლხინი აქა ქატო იქა ქფილი თონეში |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th May 2025 - 08:24 |