კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კალმახის ქვირითობა დაიწყო.
ცნობილია, რომ ქვირითობის დროს ადამიანები ცდილობენ თევზებს ნორმალური პირობები შეუქმნან. ყველაზე ნაკლები, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ეს ქვირითობაში ხელის არ შეშლაა. ამიტომაც შემოღებულია თევზჭერის პერიოდული აკრძალვები. ქვირითობა მხოლოდ ქვირითისაგან გათავისუფლება და მისი განაყოფიერება არაა. თევზს სჭირდება გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, რათა საბოლოოდ დაამწიფოს ქვირითი, დაწყვილდეს, შესაბამისად მოამზადოს საქვირითო ადგილები (ბუდე). ცივილიზებულ ქვეყნებში სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციები ზრუნავენ თევზის გამრავლებაზე. მდინარეებზე ხელოვნურად ქმნიან ბუნებრივთან დაახლოებულ საქვირითო მონაკვეთებს. ხელოვნურად ანაყოფიერებენ ქვირითს და ტოვებენ საქვირითოებზე. გარდა ამისა უშვებენ მდინარეებში გაზრდილ ლიფსიტებსაც... ჩვენს ქვეყანაში ამის მსგავსი არაფერი კეთდება! კალმახის წითელ ნუსხაში და წითელ წიგნში შეყვანა მხოლოდ მისი ჭერის აკრძალვას როდი გულისხმობს! აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო მისი აღდგენისა და გამრავლების ღონისძიებები! ჩატარდა? არ უნდათ, არ შეუძლიათ თუ სახსრები ან კადრები არ ყავთ ამის ჩაძიება ამჯერად არ მაინტერესებს. მოდით იმაზე ვისაუბროთ, ჩვენ რა შეგვიძლია კონკრეტულად გავაკეთოთ კალმახის ქვირითობის ხელშესაწყობად რა არის ჩვენი მწარე რეალობა? კალმახის პოპულაცია თითქმის ყველგან ძლიერ შემცირებული და ზოგგან თითქმის მომსპარია. მიუხედავად ამისა, ბევრი შეუგნებელი ვაი მეთევზე სპეციალურად ელოდება ქვირითობის სეზონს, რათა ადვილად მოიპოვოს თევზი სხვადასხვა აკრძალული მეთოდით. აკრძალულ მეთოდებსაც შევეშვათ - ანკესით თევზაობაც ყოვლად დაუშვებელია ქვირითობის პერიოდში! ბევრ ადგილობრივ მოსახლეს ამის შეგნება არ უნდა. ვფიქრობ, კლუბ "ოჩოპინტრეს" ამ საქმეშიც შეუძლია თავისი დადებითი როლის შესრულება. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. რამდენიმე ვარიანტს მე შემოგთავაზებთ. 1) ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე თავად არ ვითევზაოთ ქვირითობის პერიოდში. 2) ავირჩიოთ 1 ან რამდენიმე მდინარე, რომლის ნაპირებზეც კლუბის სახსრებითა და ძალისხმევით განთავსდება ფირნიშები წარწერით: ოქტომბერ-დეკემბერში კალმახი ქვირითობს. თევზაობა აკრძალულია! 3) დავდგათ კარავი კლუბის სახელით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ვაწარმოოთ მდინარის მუდმივი პატრულირება მთელი საქვირითო პერიოდის განმავლობაში. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
თითქმის ყველგან ძლიერ შემცირებული და ზოგგან თითქმის მომსპარია. თითქმის ყველაგან არა, ეგ ხდება იქ სადაც დენს ურტყავენ და ეგ ჭირს არა მარტო კალმახს, არამედ სხვა ნებისმიერ თევზსაც, რომელიც დენის ბრახუნის ზონაში ხვდება. 1) ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე თავად არ ვითევზაოთ ქვირითობის პერიოდში. +1 2) ავირჩიოთ 1 ან რამდენიმე მდინარე, რომლის ნაპირებზეც კლუბის სახსრებითა და ძალისხმევით განთავსდება ფირნიშები წარწერით: ოქტომბერ-დეკემბერში კალმახი ქვირითობს. თევზაობა აკრძალულია! +1 და ეს ფირნიშები არა მარტო კალმახზე სხვა რაღაცეებზეც არის გასაკეთებელი, რომელზეც ადრეც ვსაუბრობდი... 3) დავდგათ კარავი კლუბის სახელით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ვაწარმოოთ მდინარის მუდმივი პატრულირება მთელი საქვირითო პერიოდის განმავლობაში. 2 და 3 თვე მუდმივი პატრულირება ცოტა არ იყოს არარეალურია კლუბისთვის... გდი თუ გააკეთებს ამას გასაგებია და კლუბს შეუძლია შიგა და შიგ შეეხიდოს გდი-ს თანამშრომლებს ან უბრალოდ დამატებითი პატრულირება აწარმოოს ისიც პერიოდულად და უფრო დასვენების დღეებში ალბათ (ჩვენი უმეტესობა მუშაობს დანარჩენ დღეებში)... აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო მისი აღდგენისა და გამრავლების ღონისძიებები! ჩატარდა? PS. ბევრს ყავს საკალმახე მეურნეობაში წოთელ წინწკლიანი კალმახი და ეგენი უნდა დაავალდებულოს სახელმწიფომ, რომ მცირე ნაწილი კალმახის გაუშვან მდინარეებსი. ლიფსიტის გაშვება არც არანაირ ზარალს არ მიაყენებს მათ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 17:22 |