კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კალმახის ქვირითობა დაიწყო.
ცნობილია, რომ ქვირითობის დროს ადამიანები ცდილობენ თევზებს ნორმალური პირობები შეუქმნან. ყველაზე ნაკლები, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ეს ქვირითობაში ხელის არ შეშლაა. ამიტომაც შემოღებულია თევზჭერის პერიოდული აკრძალვები. ქვირითობა მხოლოდ ქვირითისაგან გათავისუფლება და მისი განაყოფიერება არაა. თევზს სჭირდება გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, რათა საბოლოოდ დაამწიფოს ქვირითი, დაწყვილდეს, შესაბამისად მოამზადოს საქვირითო ადგილები (ბუდე). ცივილიზებულ ქვეყნებში სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციები ზრუნავენ თევზის გამრავლებაზე. მდინარეებზე ხელოვნურად ქმნიან ბუნებრივთან დაახლოებულ საქვირითო მონაკვეთებს. ხელოვნურად ანაყოფიერებენ ქვირითს და ტოვებენ საქვირითოებზე. გარდა ამისა უშვებენ მდინარეებში გაზრდილ ლიფსიტებსაც... ჩვენს ქვეყანაში ამის მსგავსი არაფერი კეთდება! კალმახის წითელ ნუსხაში და წითელ წიგნში შეყვანა მხოლოდ მისი ჭერის აკრძალვას როდი გულისხმობს! აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო მისი აღდგენისა და გამრავლების ღონისძიებები! ჩატარდა? არ უნდათ, არ შეუძლიათ თუ სახსრები ან კადრები არ ყავთ ამის ჩაძიება ამჯერად არ მაინტერესებს. მოდით იმაზე ვისაუბროთ, ჩვენ რა შეგვიძლია კონკრეტულად გავაკეთოთ კალმახის ქვირითობის ხელშესაწყობად რა არის ჩვენი მწარე რეალობა? კალმახის პოპულაცია თითქმის ყველგან ძლიერ შემცირებული და ზოგგან თითქმის მომსპარია. მიუხედავად ამისა, ბევრი შეუგნებელი ვაი მეთევზე სპეციალურად ელოდება ქვირითობის სეზონს, რათა ადვილად მოიპოვოს თევზი სხვადასხვა აკრძალული მეთოდით. აკრძალულ მეთოდებსაც შევეშვათ - ანკესით თევზაობაც ყოვლად დაუშვებელია ქვირითობის პერიოდში! ბევრ ადგილობრივ მოსახლეს ამის შეგნება არ უნდა. ვფიქრობ, კლუბ "ოჩოპინტრეს" ამ საქმეშიც შეუძლია თავისი დადებითი როლის შესრულება. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. რამდენიმე ვარიანტს მე შემოგთავაზებთ. 1) ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე თავად არ ვითევზაოთ ქვირითობის პერიოდში. 2) ავირჩიოთ 1 ან რამდენიმე მდინარე, რომლის ნაპირებზეც კლუბის სახსრებითა და ძალისხმევით განთავსდება ფირნიშები წარწერით: ოქტომბერ-დეკემბერში კალმახი ქვირითობს. თევზაობა აკრძალულია! 3) დავდგათ კარავი კლუბის სახელით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ვაწარმოოთ მდინარის მუდმივი პატრულირება მთელი საქვირითო პერიოდის განმავლობაში. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, აუცილებლად მიმაჩნია გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად სისტემატიურად ჩატარდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი ხასიათის შეხვედრები. (განსაკუთრებით ქვირითობის პერიოდში)
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ყოველივე მოქმედების კანონიერებასა და სახელმწიფო სტრუქტურებტან შეთანხმებას. ციტატა 2 და 3 თვე მუდმივი პატრულირება ცოტა არ იყოს არარეალურია კლუბისთვის... გდი თუ გააკეთებს ამას გასაგებია და კლუბს შეუძლია შიგა და შიგ შეეხიდოს გდი-ს თანამშრომლებს ან უბრალოდ დამატებითი პატრულირება აწარმოოს ისიც პერიოდულად და უფრო დასვენების დღეებში ალბათ (ჩვენი უმეტესობა მუშაობს დანარჩენ დღეებში)... მართალია! სისტემატიურად გდი-მ უნდა იმუშავოს. ჩვენ კი ჩავერთოთ. ამაზე ალბათ ისევ სამინისტროსტან გადაუდებელი შეხვედრა და შეთანხმება იქნება საჭირო. შესათანხმებელი იქნება აგრეთვე ფირნიშების განთავსების საკითხი, რადგან ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა ეგ საქმეც სამინისტროს ეგიდით გაკეთებულიყო. (იქნებ დაფინანსებასიც მიეღოთ მონაწილეობა) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 03:02 |