9X18 Mak. (ПМ), ვაზნები მაკაროვისთვის |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
9X18 Mak. (ПМ), ვაზნები მაკაროვისთვის |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 295 რეგისტრ.: 15-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით ყველას.. კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა თქვენს ფორუმზე..
საქართველოში გავრცელებული მაკაროვის ვაზნებზე ცოტას დავწერ : ![]() ![]() მარცხნიდან მარჯვნივ : 1. ბულგარული. მარკირება : 10, 2002 წლის განმასხვავებელი ნიშანია მწვანე ლაკჰერმეტიზატორი ( კაფსულზეც) , აქვს ტყვიის გულარი და ბიმეტალის გარსი. ტყვიას უკანა მხარეზე აქვს ცილინდრული შეღრმავება. (თბილისში შემხვედრია მხოლოდ 2 ლარად) ვაზნის წონა : 9.7 გრ დენთის : 0.2გრ ტყვიის : 6.1გრ 2. ჩეხური S & B ს შედარებით ძველი ვაზნა. წელი ჰილზაზე არაა მითითებული, აქვს სელიერ ბელოს მარკირება დატანილი ნაწიბურზე. ეს ვაზნა არ დამიშლია მხოლოდ იმ მიზეზის გამო რომ მაქვს 1 ცალი. (იყიდებოდა ადრე ეხლა არ შემხვედრია) 3. ჩეხური S & B ახალი ვაზნა, წითელი ლაკჰერმეტიზატორი კაფსულზე, ტყვიისგულარიანი, გარსი, როგორც წერია მწარმოებლის საიტზე ტომპაკია, მაგნიტით შევამოწმე არ იზიდება. ვაზნის წონა: 10გრ დენთის : 0.3გრ ტყვიის 6.1 გრ ტყვიას ჰილზასთან შეერთების ადგილზე გააჩნია ჰერმეტიკი.. (ამას სხვა ზემოთ ნაჩვენებ ვაზნებზე ვერ შეხვდებით ) ![]() ჩეხურ ტყვიის უკანა მხარეც შეღრმავებულია, მაგრამ არა იმდენად რამდენადაც ბულგარული ![]() მაღაზიებში ღირს 1,5-1,8-2 ლარი. 4.ფოლადისგულარიანი , გარსი ბიმეტალი, რუსული , იურიუზანის გამოშვება(38). 61 წლის.. (ცნობისთვის 64წლამდე ასეთი ვაზნები გამოდიოდა იასამნისფერი ლაკჰერმეტიზატორით (კაფსულზეც აქვს) ხოლო 65 წლიდან უკვე წითელი ფერის ლაკჰერმეტიზატორით). წონითი მონაცემები უცნობია, იმიტომ რომ ეს ვაზნაც 1 ცალია მაქვს და არ დავშალე.(გაყიდვაში ჩვენთან არ შემხვედრია) 5. ფოლადისგულარიანი, ბიმეტალის გარსი , ტულას გამოშვება 91 წლის (539) (ასევე შევხვდებით იურიუზანისსას 38 ს.) ვაზნის მასა : 9,7 გრ დენთის: 0.2გრ ტყვიის : 5.9გრ ფოლადის გულარის მასა : 2.1 გრ ![]() ![]() ეს ვაზნების ძირითადად ქონდათ სამხედროებს და პოლიციას (ერთი პერიოდი იყო მაღაზიებშიც) ეხლა მაღაზიებში არ გვხვდება. 6. ტყვიისგულარიანი, გარსი ბიმეტალი , მწარმოებელი უკრაინა ლუგანსკი (270 ან ЛПЗ). 2007 წლის. ვაზნის მასა : 10,6 გრ დენთის 0.2 გრ ტყვიის : 6,9 გრ- გაითვალისწინეთ იგივე მარკირების მაგრამ 5-6 გრამით ნაკლები წონის ვაზნა ფოლადისგულარიანი იქნება (შემხვედრია). ჩეხურ ვაზნასთან ერთად ჩვენს დროში ყველაზე გავრცელებული ვაზნაა მაკაროვისთვის ფასი 1,5-1,8-2 ლარი მაღაზიის მიხედვით. 7. ჩემი საყვარელი - ექსპანსიური , ბიმეტალისგარსიანი, 2002 წლის ნოვოსიბირსკის (LVE). ვაზნის მასა : 11.4გრ დენთის: 0.4გრ ტყვიის : 7,6გრ იყიდება თბილისში 2 ლარზე ნაკლებად არსად. და ბოლო, რომელიც ზემოთ ფოტოში ვერ მოხვდა ესაა WOLF ის ტყვიისგულარიანი (როგორც მომცემმა მითხრა (სამწუხაროდ ეს ვაზნაც 1 ცალი მქონდა და დავშალე ) სპეცრაზმელმა მომცა ჯავშანგამტარიაო ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასევე სურათები : ![]() ![]() ![]() ![]() ![]() პ.ს სამწუხაროდ ეს სიაა არაა სრული.. გვხვდება სხვა სახეობის 9X18 ვაზნებიც ჩვენთან. როგორც ხელში ჩამივარდება მათზეც დავწერ.. : ) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Pensia_27
კარგია, ბალისტიკური მონაცემების ინფოც რომ იყოს ძაან მაგარი იქნებოდა, საკუთარი თვალით გამოტანილი დასკვნა სულ სხვაა, ვიდრე ნეტში მოქექილი სხვადასხვა ინფო P.S. შენ "აისზე" ხარ თუ არ ვცდები, და "განსზე" ადრე მახსოვს ეს ნიკი, მანდ აღარ ვარ კაი ხანია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 02:15 |