შეჯიბრი ლაშქრობაში, ლაშქარა 2010 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
შეჯიბრი ლაშქრობაში, ლაშქარა 2010 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 11 რეგისტრ.: 13-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ამა წლის 24 ოქტომბერს, კვირა დღეს, ჩატარდება შეჯიბრი სალაშქრო უნარ–ჩვევებში „ლაშქარა 2010“.
შეჯიბრების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ თავი სალაშქრო უნარ–ჩვევებში, რასაც ჩვეულებრივ ლაშქრობაში აწყდებით და იყენებთ, მაგალითად: ორიენტაცია, კოცონის ანთება, სხვადასხვა სახის რელიეფზე სიარული, ჯგუფის ერთობლივი მოქმედება, სირთულეების დაძლევა და სხვა. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე http://lashqara.blogspot.com/ მონადირეებო! ვფიქრობ თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს ეს შეჯიბრი, რადგან ტყეში ორიენტაცია თქვენ არ გეშლებათ, სიარული არ გეზარებათ, ყურადღებითა ხართ. ვფიქრობ ეს უნარები, რაც თქვენ გაგაჩნიათ, გამოვლინდება ამ შეჯიბრში და პლუს იხალისებთ კიდევაც ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
არიქა..მგონი დავაგვიანეთ. 6 დღეში რას მოვასწრებთ. Lashqara
იქნება გათქვა სად ტარდება შეჯიბრი??(ანუ სად მდებარეობს მარშრუტი) ან ვინ ადგენს მარშრუტს და ვინ იქნება ჟიური???.... რამდენია შესატანი და რა პრიზებია??.. და იქნებ უფრო დეტალურად აგვიხსნა ყველაფერი. ჩვენ ვეცდებით კარგი გუნდი გამოუშვათ...მაგრამ საორგანიზაციო საკითხებიდან გამომდინარე...მაგისი ცოდნა წაგვადგებოდა. მანამდე იქნებ ერთი გოგონა მოვიძიოთ... ხალხნოუ..1 ალპინისტკა ნათესავი არავის გყავთ??... უი..ჩვენ ხომ გვყავს ბაიათეო??.. ამხელა სამინისტროში მუშაობს და კომპასს ვეღარ გამოიყენებს??.. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th August 2025 - 03:55 |