მონადირის ქცევის კოდექსი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მონადირის ქცევის კოდექსი
კუდიგორელი
პოსტი May 19 2009, 21:26
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



1. დაიცავი ნადირობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

2. თოფს ყოველთვის მოექეცი ისე როგორც დატენილს.

3. გაუფრთხილდი ბუნებას და ნუ დაანაგვიანებ.

4. ნუ წახვალ სანადიროდ ნასვამი, რადგან საკუთარ თავსაც საფრთხეს შეამთხვევ და სხვასაც დაუშავებ რამეს.

5. არ აწამო დაჭრილი ნადირ-ფრინველი.

6. არ შეუგინო სხვა მონადირეს თოფი და ძაღლი.

7. დარწმუნდი რომ ადგილის დატოვებისას, ცეცხლის კერა მოსპობილია.

8. დარწმუნდი რომ მანქანაში ჩაჯდომისას თოფი და ძაღლი არ დაგრჩა, (ან მთვრელი მეგობარი)

9. არ მოკლა იმაზე მეტი რასაც ვერ აითვისებ.

10. ცოცხალ არსებას მიზანში სავარჯიშოთ ნუ გაწირავ.

11. არ ისროლო.. სანამ არ დარწმუნდები რას ესვრი

12. ნუ ჩაჯდები ავტომანქანაში გატენილი თოფით...

13. თავშეყრის ადგილთან მისვლისას განტვირთე ცეცხლსასროლი იარაღი...

14. თუ ვერ სწვდები გაატარე, არ დააფრთხო, შემდეგი ნომერი მიხედავს

15. ნუ ესვრი სხვისი ძაღლის ნაბულიდან აფრენილ ფრინველს პატრონის ნებართვის გარეშე.

16. ნუ წახვალ დიდ რისკზე, არანაერი ნადირობა არ ღირს კარგი კაცის სიცოცხლედ

17. ნუ გაუბრაზდები სხვის ძაღლს, ამით შეიძლება მის პატრონს აწყენინო

18. ნუ მიატოვებ შენთვის მითითებულ ნომერს სანამ ამისათვის სათანადო ნიშანს არ მიიღებ




პ.ს. დანარჩენი თქვენ დაამატეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
საბო
პოსტი Oct 20 2010, 11:52
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩემი მიჭიერების შედეგი არ გეგონოთ,მოვიძიე მოგახსენეთ.


ზოგადი რჩევები მონადირეებს

• ჯერ მომარავლე, მერე ინადირე.
• ნადირ ფრინველი ბუნების ნაწყალობევია და გამოულეველი არ არის, ამიტომ მათზე ინადირე ანგარიშითა და დაზოგვით.
• ნუ მოკლავ დედალს გაზაფულზე-შემოდგომისათვის ის მთელ ბუდობას გაგიზრდის.
• ველურ ცხოველებს ნუ მოუშლი თვშესაფარს, შექმენი სიმყუდროვე და საკვები ბაზა ნადირ-ფრინველისათვის.
• იყოლიე მხოლოდ ჯიშიანი სანადირო ძაღლი. მდევარ ძაღლს ნუ გააველურებ
• კარგი მონადირე არ გაანათხოვრებს არც თოფს არც ძაღლს
• არასოდეს მიუშვირო თოფი ადამიანსა და შინაურ პირუტყვს, ნუ იფიქრებ, რომ თოფი გატენილი არ არის. შეიძლება დიდი უბედურება მოახდინო.
• არასოდეს არ ესროლო ხმაურზე, თუ არ ხედავ ნადირსა და ფრინველს, შეიძლება ადამიანს მოარტყა.
• გაქცეულ მხეცს დაუმიზნე წინ და დაბლა, გაფრენილ ფრინველს წინ და ზევით.
• ესროლე იმდენ მანძილზე, რამდენზედაც ნამდვილად მოკლავ. უკანასკნელად ხომ არ ხედავ მათ.
• თოფი ჩახმახისდაცემისას თუ დროზე არ გავარდა, მალე ნუ გახსნი, ნუ შემოაბრუნებ, ნურც მსროლელის წინ გადაირბენ, შეიძლება დაგვიანებით აფეთქდეს და უბედურებას მოახდენ.
• ვაზნის საცობად ნუ გამიყენებ ბამბას ან სხვა აალებად მასალას. ამით ხანძარს გააჩენ.
• თოფი სროლის შემდეგ მალევე გაწმინდე, ნუ შეინახავ გაუწმენდავს.
• წვიმაში თოფი ლულებით დაბლა დაიკიდე. ლულაში ჩასული თუნდაც წყლის წვეთი გასროლისას თოფს დააზიანებს.
• ჩოკიანი ლულით ისროლე ერთი ნომრით ნაკლები ტყვია.
• სროლის დროს ორივე თითს ნუ შეყოფ სასხლეტში, ერთდროულად გასროლით თოფი დაზიანდება.
• ნუ ჩადებ გატენილ თოფს მანქანაში და შალითში.
• მანქანაზე ასვლა ცამოსვლისას, ასევე წყალზე და ღობეზე გადასვლისას თოფიდან ამოიღე ვაზნები.
• ნადირობისას გატენილი თოფი ლულებით მაღლა დაიკიდე.
• ფრინველზე ჯგუფური ნადირობისას მკლავზე დადებული ან მხარზე გადაგდებული თოფის ტუჩი მიმართე ისე, რომ გვერდით ამხანაგს საფრთხე არ შეუქმნა.
• გაშლილი ჯგუფური ნადირობისას ესროლე მხოლოდ შენს წინ აფრენილს, სხვას წინ ნუ წაასწრებ, ნურც სხვის ძაღლის წინ აფრენილსა და ნასროლს ესვრი, ამას მოითხოვს მონადირის კულტურა.
• მსხვილ ნადირზე ნადირობისას შენთვის მოკუთვნებულ ადგილს ნუ შეიცვლი, სხვას წინ ნუ ჩაუდგები, ნურც იმოძრავებ.
• შენახვისას თოფი შეამოწმე, შიგ ნუ ჩატოვებ გატენილ ვაზნას.
• თოფი შეინახე დაშლილი, შალიტაში ჩადებული, ტყვია-წამალი დაკეტილში, მშრალ და ბნელ ადგილას.
• მგზავრობისას თოფი შალითაში ჩადებული ატარე.
• მოხსნილი თოფი ისე მიაყუდე რომ არ დავარდეს ან ისე დადე, რომ ტუჩი შენსკენ არ იყოს მომართული.
• დადებული ან მიყუდებული თოფის აღებისას ლულაში ჩაიხედე, შიგ რამე არ იყოს ჩავარდნილი, ამით ხიფათს აიცდენ.
• ნადირობის დროს შესვენებისას თოფი გადახსენი, ვაზნები ამოიღე და ისე მიდი მეგობრებთან.
• კარგი სპორტსმენი მონადირე დაწოლილ ნადირსა და დამჯდარ ფრინველს არ ესვრის.
• ამხილე ბუნების მტერი ბრაკონიერი, ნუ გახდები მისი მფარველი და მეგობარი
• უცოდველი მონადირე არ არსებობს, ბუნების წინაშე იყავი გულმართალი, დროულად აღიარე შენი შეცდომები და გამოასწორე.
• ტყვიასა და საფანტს ბავშვებს ნუ მისცემ სათამაშოდ, ის ტოქსიკურია და თვითონაც ერიდე.
• ნუ ინადირებ შხამით, შებოლებით, მანქანითა და პროჟექტორებით, ნურც სტიქიაში მოყოლილ ნადირს ესვრი, ეს საცოდაობაა.
• ინადირე ფოტოაპარატით, ის ბუნების შესწავლისა და დაცვის შეუდარებელი იარაღია.
• ნადირობისას სასმელსა და სიგარეტზე თავი შეიკავე, ის სიარულს უშლის, ყურადღებას ადუნებს. იკვება კალორიული საკვებით, ერიდე მლაშეს.
• მთაში რამის გასათევად წყლისა და შეშის ახლოს მოეწყვეთ. ცეცხლს ხესა და კუნძს ძირში ნუ მიუნთებთ, დაზიანდება. ის თუ ხმელია ძნელი ცასაქრობია, ხანგრძლივად იწვის და ხანძარს გააჩენს.
• კარავი მოფარებითა და შემაღლებულ ადგილას ისე დადგი, რომ წვიმიოს დროს ღვარი შიგ არ შემოვარდეს.
• წვიმაში და ელჭქში ერიდეთ განმარტოებულს ხეებსა და ბოძებს.მეხდანაცემსა და გაგუდუსლს ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩავუტაროთ, ტრავმირებულს მოტეხილობაზე არტაშანს ვადებთ, დაჟეჟილს, დაჭიმულსა და ნაღრძობს ჯერ ცივ საფენს, ხოლო შემდეგ თბილ კომპრესებს ვუკეთებთ. ჭრილობიდან სისხლის დენის შესაჩერებლად საჭიროა უძრავად წოლა, თუ გადავუჭერთ თოკსა და ქამარს, ყოველ 40 წუთში ვხსნით. მცირე ჭრილობას არყით ვწმენდთ.
• მთის ავადმყოფობით შეპყრობილი ბარში ჩამოყვანით გამოკეთდება.
• დაჭრილ წაქცეულ მხეცთან უკნიდან მიდით, თან დააკვირდით თუ ჯაგარი აშლილი აქვს, ყურები დაცქვეტილი ის თქვენ გელოდებათ, ხშირად მათ თავის მოკვდარუნება იციან რომ მერე კბილი გაგკრათ.
• მონადირული ეთიკის დარღვევაა, როცა მონადირე გაჭირვებაში მყოფ ნადირ ფრინველს არ ინდობს, ნადირობს გამრავლების პერიოდში, ანგარიშს არ უწევს დედალს, მოზარდს, აზარტში შესული ბევრს კლავს, გართობის მიზნით ესვრის და ხოცავს უვნებელ ხშირად სასარგებლო ფრინველებს, შედის ბაღ ბოსტნებში და ძაღლითა და ფეხით ტელავს ყანებს, სათიბს.
• აუტანელი უზრდელობაა როცა გვერდით მდგომს სროლას არ აცლი, მის წინიდან ან მისი ძღლის ნაბულზე აფრენისლ ესვრი. ამ შემთხვევაში შეგიძლია ესროლო მხოლოდ მისი ნებართვით,.
• კულტურული მონადირე წყაროსთან მისვლისას ძაღლს წინასწარ იჭერს, რომ ძაღლმა პირველმა არ მიირნბინოს და წყალი არ დაბინძუროს. ამ დროს პატრონი რეზინის ბურთის ნახევით იღებს წყალს და პირველად ძაღლს ასმევს.
• უკულტურობაა ისიც, რომ მონადირე ახალგაზრდა ძაღლს, რომელიც ნადირობისას არ უგონებს, სცემს, ასე ძაღლი არ იწვრთნება.
• კარგი მონადირე, ხორცის სიხარბით, ნადირობის აკრძალულ ხერხს არ მიმართავს, ნადირ-ფრინველს არ უსპობს გადარჩენის შანს-სოროში არ გამოგუდავს, არც თოვლსა და წყალში ცავარდნილს ესვრის.
• ნომერში მდგომმა მონადირემ, სარეკის დამტავრების ნიშნის მიცემამდე ადგილი არ უნდა შეიცვალოს, სროლის გაგონებაზე აქეთ იქეთ სირბილი, ნადირობის წესის დარღვევაა, უცოდინარობაა. ამით ხშირად მარცხი ხდება.
• მონადირის უდიდესი ჰუმანურობაა ის რომ, მთიელი მონადირეები დედალ ჯიხვს არ კლავდნენ, თუ შემოაკვდებოდათ არ ამხელდნენ.
• მონადირული წესით მოკლული ფრინველი არ ნაწილდება,მაგრამ ხელმოცარულ მეგობარს უწილადებენ, ნადირზე ნადირობისას ტავი და ტყავი მკველს ეკუთვნის, ხორცი კი ერთნაირად ნაწილდება.

პირველწყარო
ა.არაბული-მონადირის 40 მცნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- კუდიგორელი   მონადირის ქცევის კოდექსი   May 19 2009, 21:26
- - კუდიგორელი   1. დაიცავი ნადირობა...   May 20 2009, 13:23
- - ჭალიმგელა   8. დარწმუნდი რომ მან...   May 20 2009, 14:33
- - shalva   9.არ მოკლა იმაზე მეტ...   May 20 2009, 16:29
- - ლევანი   11. არ ისროლო.. სანამ ...   May 20 2009, 18:30
- - Aragveli   12. ნუ ჩაჯდები ავტომ...   May 21 2009, 21:00
- - hunter777   15. ნუ ესვრი სხვისი ძ...   May 21 2009, 21:01
- - ნოსო   16. ნუ წახვალ დიდ რის...   May 21 2009, 21:03
- - ჩელე   17. ნუ გაუბრაზდები ს...   May 21 2009, 21:06
- - BEK_M   18. ქალთან ერთად არ წ...   May 22 2009, 12:26
- - ჩელე   19. ცაიღე მხოლოდ ის, რ...   May 23 2009, 15:18
- - ჩელე   ........ისეთ ხუმრობას რ...   May 23 2009, 16:41
- - ლევანა90   20) ბაზარში ნაყიდ ნა...   May 23 2009, 23:38
- - alazana   18.ნუ ინადირებ გამრა...   Jun 22 2009, 13:52
- - aragveli   არასოდეს დალიოთ ალ...   Jul 17 2009, 19:07
- - ROMMEL   ნუ მიატოვებ შენთვი...   Jul 30 2009, 20:44
- - joni   ნუ ენდობი მინდორში...   Aug 16 2009, 12:36
- - ლევანი   ნურასდოს მიაყუდებ ...   Aug 24 2009, 00:38
- - ვიტო   ახალი ტემის გახსნა...   Sep 9 2009, 22:36
- - ramazi   ყოველთვის თოფს ისე...   Sep 10 2009, 17:09
- - ჩიკო   არასდროს არ გააფუჭ...   Oct 4 2009, 22:09
|- - ბესო   ციტატა(ჩიკო @ Oct 4 2009,...   Oct 7 2009, 12:31
- - akela1954   ჯეკო მე ჯერ მონადი...   Oct 22 2009, 11:43
- - kupra   და თავს ნუ მოაბეზრ...   Nov 18 2009, 21:15
- - guga111   19. ნუ გაისვრი იარაღ...   Feb 12 2010, 18:03
- - Forrest Gump   20. დაიცავით სიჩუმე   Mar 25 2010, 08:50
- - sabo73   ჩემი მიჭიერების შე...   Oct 20 2010, 11:52
- - kaxa108   მოგესალმებით. მე ვ...   Nov 2 2010, 22:24
- - doni   სანამ ნადირობას და...   Dec 22 2010, 13:27
- - გიორგი   რათ აოფებთ ?? კაცმა 2...   Dec 25 2010, 03:04
- - Zhorika   მონადირის თავშესა...   Dec 27 2010, 10:05


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2025 - 09:43