კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კალმახი ქვირითობს. რით დავეხმაროთ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კალმახის ქვირითობა დაიწყო.
ცნობილია, რომ ქვირითობის დროს ადამიანები ცდილობენ თევზებს ნორმალური პირობები შეუქმნან. ყველაზე ნაკლები, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ეს ქვირითობაში ხელის არ შეშლაა. ამიტომაც შემოღებულია თევზჭერის პერიოდული აკრძალვები. ქვირითობა მხოლოდ ქვირითისაგან გათავისუფლება და მისი განაყოფიერება არაა. თევზს სჭირდება გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, რათა საბოლოოდ დაამწიფოს ქვირითი, დაწყვილდეს, შესაბამისად მოამზადოს საქვირითო ადგილები (ბუდე). ცივილიზებულ ქვეყნებში სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციები ზრუნავენ თევზის გამრავლებაზე. მდინარეებზე ხელოვნურად ქმნიან ბუნებრივთან დაახლოებულ საქვირითო მონაკვეთებს. ხელოვნურად ანაყოფიერებენ ქვირითს და ტოვებენ საქვირითოებზე. გარდა ამისა უშვებენ მდინარეებში გაზრდილ ლიფსიტებსაც... ჩვენს ქვეყანაში ამის მსგავსი არაფერი კეთდება! კალმახის წითელ ნუსხაში და წითელ წიგნში შეყვანა მხოლოდ მისი ჭერის აკრძალვას როდი გულისხმობს! აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო მისი აღდგენისა და გამრავლების ღონისძიებები! ჩატარდა? არ უნდათ, არ შეუძლიათ თუ სახსრები ან კადრები არ ყავთ ამის ჩაძიება ამჯერად არ მაინტერესებს. მოდით იმაზე ვისაუბროთ, ჩვენ რა შეგვიძლია კონკრეტულად გავაკეთოთ კალმახის ქვირითობის ხელშესაწყობად რა არის ჩვენი მწარე რეალობა? კალმახის პოპულაცია თითქმის ყველგან ძლიერ შემცირებული და ზოგგან თითქმის მომსპარია. მიუხედავად ამისა, ბევრი შეუგნებელი ვაი მეთევზე სპეციალურად ელოდება ქვირითობის სეზონს, რათა ადვილად მოიპოვოს თევზი სხვადასხვა აკრძალული მეთოდით. აკრძალულ მეთოდებსაც შევეშვათ - ანკესით თევზაობაც ყოვლად დაუშვებელია ქვირითობის პერიოდში! ბევრ ადგილობრივ მოსახლეს ამის შეგნება არ უნდა. ვფიქრობ, კლუბ "ოჩოპინტრეს" ამ საქმეშიც შეუძლია თავისი დადებითი როლის შესრულება. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. რამდენიმე ვარიანტს მე შემოგთავაზებთ. 1) ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე თავად არ ვითევზაოთ ქვირითობის პერიოდში. 2) ავირჩიოთ 1 ან რამდენიმე მდინარე, რომლის ნაპირებზეც კლუბის სახსრებითა და ძალისხმევით განთავსდება ფირნიშები წარწერით: ოქტომბერ-დეკემბერში კალმახი ქვირითობს. თევზაობა აკრძალულია! 3) დავდგათ კარავი კლუბის სახელით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ვაწარმოოთ მდინარის მუდმივი პატრულირება მთელი საქვირითო პერიოდის განმავლობაში. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
troutbaiter
ჩემი აზრით: გეგმა უნდა დაიწეროს, უნდა მოხდეს რეკლამის სახით ტელევიზიებში გაშვება რომ ასე და ასე გავუფრთხილდეთ ბუნებას და ა.შ. , კიდევ მაგალითად დარიგდეს ფლაერები. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება რასაც სჭირდება სახსრები, რაც სამწუხაროდ ჩვენს კლუბს ჯერ არ აქვს, ეგ პირდაპირი მოვალეობაა გარემოს დაცვის სამინისტროსი და არ შვრებიან. ერთი რეკლამა გადის მხოლოდ და ისიც მაქსიმუმ 3 კვირაა რაც გადის ეთერში. ჩვენ რა გავაკეთოთ? არ ვთევზაობთ ამ დროს არავინ და მეტი რა ვქნათ? თუ რამეში გამოვადგებით გდი-ს კი იციან ჩვენი საკონტაქტო ნომრები და დაგვირეკავენ და ჩვენც გვერდით დავუდგებით, მაგრამ თვითონ არაფერს აკეთებენ და ჩვენ, ჩვენი ინიციატივით ვერაფერს ვერ ვიზამთ. დააკავებენ 1 მანქანა უსაბუთო მასალას და ლაპარაკობენ მერე მთელი 3 დღე: აი რა მაგრები ვართო და იმის იქით არაფერი კეთდება. კალმახზე რომ ატყდა ერთი ამბავი ამ რამოდენიმე კვირის წინ ჩვენ ავტეხეთ და რა შედეგი მივიღეთ? აქეთ მუქარის ზარები შემოვიდა, მაგრამ ჩვენ ჩვენი მაინც გავაკეთეთ. მე იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ვისაც ევალება ეს საკითხი იმან უნდა მიხედოს და ჩვენი დახმარება თუ დასჭირდებათ კიდევ, ჩვენ აქ ვართ. გგონია არ კითხულობენ ფორუმს? კითხულობენ მაგრამ შედეგი და რეაგირება =0-ს |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 03:51 |