მოქეიფის კუთხე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მოქეიფის კუთხე |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოკლედ მანამ ავათ ვარ დას სახლიდან არ გავდივარ ვაგრძელებ საყოფაცხოვრებო სამუშაოებს,
ხოდა ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ჩემი შემდეგი ნიჭიერების მონაპოვარი ![]() ამასწინათ ვახსენე რომ ფაცხას ვაკეთებ სადაც უნდა ჩაგაცეცხლოთხოლმეთქო ხოდა ბარემ განახებთ რა სტადიაშია. ყველაფერი დაიწყო მცხეთობიდან. მაგ დღეს ჩვენ გამგეობას უნდა წარედგინა თავისი კუთხე რაღაცით ისევე როგორც სხვებს და გადაწყვიტეს მცხეთაში ფაცხის დადგმა მაგ დღისთვის. მოაკითხეს 2 დღით ადრე მოაკითხეს მამაჩემს დამხმარე ცხენის ძალებისთვის და სადღაც გავიდნენ თხილის წნელების შესაგროვებლად. ჩამოიტანეს, ააწყეს აქვე ცალცალკე კედლებად, ჩაიტანეს მცხეთაში, მერე იქეიფეს და მერაპრიაწიეს დამთავრების შემდეგ გადაგდება დაენანათ და წამოიღეს უკან. უფრო სწორედ მე წამომიღეს, იცოდნენ რომ რაღაცას შევაკოწიწებდი ![]() ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე ჩემს "ახოტნიჩი დვორიკში" გამეკეთებინა რაიმე ფანჩატურის მსგავსი, რომელიც ზაფხულში მზისგან შეგვიფარებდა და თან გლეხურ-მუშურ განწყობას დააყენებდა. დავიწყე ადგილის შერჩევა და ბოლოს ამ ადგილზე შევჩერდი. როგორც ხედავთ უკანა კედლად ქვის ყორე დარჩება ![]() ![]() ![]() კი იცით ბევრა სადაც ვჯებოდით ხოლმე ზაფხულობით შუა ადგილზე რაღაც ამოუცნობი და უზარმაზარი მაგიდის გარშემო, ხოდა ეგ პრობლემაც ხომ უნდა მოგვარებულიყო, თან ეზოში სივრცეც მოიმატებს, თან ორკანიც იქვე - ქვის ყორის გაგრძელებაზე უნდა გავაკეთო და მოკლედ ყველაფერი ანსამბლში მოვა რა ![]() ხოდა რითი დავიწყე, ხო არ დაგავიწყდეთ - აქამდე არც გაკეთებული მქონდა ესეთი რამე და არც ნანახი მქონდა სადმე თუ როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი. მაინც შევეჭიდე რა, რა უყო ეხლა ![]() უკანა მხრიდან დიდი სიმაღლე არ მჭირდებოდა და ვიფიქრე ცოტა ხელს გავავარჯიშებთქო. სავარაუდო დასამატებელი სიმაღლე მივეცი 50სმ, თან ძირითადი ბოძები ჩავსვი მილებში რომ დროთა განმავლობაში წვიმებმა და სინესტემ ექლუატაციის ვადაზე არ იმოქმედოს დიდად. დამხმარე ბოძების დაშორებაც დაახლოებით 50სმ ავიღე და დავიწყე გრეხვა. არც ისეთი რთული არ აღმოჩნა ეს ყველაფერი პატივცემულო პარტიის წევრებო. ![]() ![]() ![]() ზედა მოვრჩი და გადმოვედი ქვედა ზონაში, აქ დიდი კონცეპტუალური ველოსიპედების მოგონება არ დამჭირვებია ![]() საშუალო მანძილი ავიღე კედლიდან მეორე კედლამდე ისეთი - სადაც თავისუფლად ჩაეტევა მაგიდა და სკამები ისე რომ გასასვლელიც ნორმალური დარჩეს და შეუდექი. შესასვლელი როგორც ეგეთი კიბეებიდანვე გაუკეთე, ჩემი ჭკუით დინამიკე იქნებათქო, ანუ ჩამოდიხარ და უხვევ 2 მხარეს, ან ფანჩატურშე ტურცავ თავს ან "ახოტნიჩი ხიჯინაში". თითონ დიზაინი ისეთი გამოდის რომ მხოლოდ 2 კედელი ექნება, ზურგის და წინხედისთვის. გვერდები ღია იქნება, ჩავთვალე რომ არ იყო საჭირო 3 გვერდის ამოქოლვა, ან კიდევ მხოლოდ შესასვლელი კარის დატოვება, უბრალოდ არაპრაქტიკული იქნებოდა, აქ კიდევ თავისუფლად გახვალ ორივე მხარე, წყალიც იქვ იქნება. ![]() ![]() ![]() ამ წუთისთვის ესეთი შესახედაობის არის ეს ყველაფერი. გასაკეთებელი კიდევ ბევრი დამრჩა და კარგად ვერ ჩამოვყალიბდი რა გაგრძელება უპოვო რასაც მოგვიანებით შევეხები. ![]() ![]() რაც ეხება გაგრძელებას, ჩემი საფიქრალი დარჩა გადახურვა, მაქვს 2 ვარიანტი: 1. უნდა გადავხურო ბოლომდე ისე რომ წვიმამ არ ჩამოაღწიოს, რაც პრინციპში მირჩევნია, მაგრამ აქაც წავაწყდი პრობლემებს. მაქვს კრამიტი, მაგრამ სიმძიმის გამო მეშინია კრამიტის გამოყენება, არამგონია რომ ეგეთ მყარ კონსტრუქციას შევკრავ და წლებს გაუძლებს(თუმცა ჩემი ნიჭის პატრონს ეგეც შეიძლება გამომივიდეს ![]() ![]() ![]() რაც ვიზუალურად ძალიან არ მომწონს, თან ზაფხულში მზე რომ დააწვენა და იმის გათვალიწინებით რომ ფანჩატურს შიგნიდან ნამდვილად არ ავაკრავ "გოპსოკარდონს" სასტიკი სიცხეს დაიჭერს, ანუ რისთვისაც არის იმ დანიშნულებით ვერ გამოვიყენებ და მთელი შრომა ქყალში ჩაიყრება. 2. და მეორ ვარიანტიც არსებობს რაც ითვალისწინებს უბრალოდ ბოძების დასმას და ზევიდან ტალავერის გადმოშვებას. ეს ბევრად მარტივი ვარიანტია მაგრამ აქაც მაქვს წინააღმდეგობები, ლითონის მილების გამოყენება ბოძებად ძალიან არ მინდა, ვიზუალურ მზარეს დაკარგავს და უბრალოდ ხე არ ვიცი რამდენი ხანი გაძლებს, რომ ვიცოდე დაზუსტებით რომ 10 წელი იდგება და მერე გამიხდება შესაპაჩინკებელი მაშინ ეს ვარიანტი მირჩევნია, მაგრამ მასალაში ვარ შეზღუდული, სავარაუდოდ ბოძებად უნდა გამოვიყენო თხილი, აკაციას ვარჩევდი მაგრამ სადანა ვიშოვო ეხლა ეგ კეთილშობილი ხე ჰა? ![]() დაახლოებით ესეთი კარკასი ექნება, ეხლა სრულყოფილად ვერ ვფლობ არქიკადს მარა მიხვდებით ალბათ რაც გამოვა საბოლოოდ ![]() კონსულტაციებს გავდივარ და დანარჩენს დროთა განმავლობაში შეგატყობინებთ. ხო, ეს საშინელი ვაშლის ხე და ძველი ნათრევი მაგიდა მოშორდებიან დედამიწას ერთხელ და სამუდამოდ ![]() ![]() ![]() ეს კიდევ განწყობისთვის, ზედმეტი წნელი დამრჩა და უცბაშად ბაკის ძირი გავაკეთილშობილე, მართალია დამაკლდა მარა ამ კვირაში მოვიტან კიდევ და ცისტერნამდე ავიყვან თხილის სვანურ კოშკს ![]() ![]() ![]() მთავარია რომ ჩასაცეცხლი ადგილი ნამეტნავად სექსუალი გვექნება, ასე რომ მაგიდის და სკამების გაკეთება ღა დამრჩა ![]() პ.ს. ისე ვინმე რამე საინტერესო თუ გიდგათ ეზოში ისეთი რაც ლოთობასთაბ ან ქართულ მამაპაპურ დიზაინთან ასოცირდება, გინდათ მარანი იყოს, გინდათ რაიმე პატარა მოსაჯდომი კუთხე დაგედოთ ეგება ბიძიებო..... |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,127 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ჩელე
ლოგიკურად ეგრეც უნდაა იყოს, იმიტო რო როარ დაუყოლო ქვეშ ცელოფანი, წყალს გაატარებს მაშინ. ისლი მოვიძიოთ გავაშროთ, მერე ელიავაზეე ცელოფანი დაა ეგააააა რააააა ![]() მიხმარებით აქააა ვარ, შაბათ-კვირას ნებისმიერ დროს შევწუხდები მაგ საქმისთვის ![]() ისეეეე.... უფრო ლამაზიი გამოვაა თუ შუა ფენაში გავუკეთებთ ცელოფანს, იმიტო როო ქვემოდანაც ლამაზად გამოჩნდებაა ისლიი დაა ვერავინ შეამჩნევს იქ ცელოფნის არსებობას ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 17:35 |