ბუდრუგანა ”канура" |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბუდრუგანა ”канура" |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ხოოოოოოდა ვგონებ არც ეს უნდა იყოს ისეთი ბანძურ მანძუგური თემა
![]() როდესმე დააინტერესებს, მოკლედ ამ დღეებში ძაღლის აყვანით აჟიტირებულს ესეთი რაღაც მომივიდა... გავიღვიძე დღეს დილით, გავიხედე ფანჯარაში, დავაკვირდი ამინდს და მივხვდი რომ ჭეშმარიტად იეღოვამ გამომიგზავნა ესეთი დარი, ზაფხილში ნამეტანი ვზარმაცობდი სიცხეების გამო და რაც აირია ყველაფერი ძალა მერჩის ნუ.... მოკლედ გამოვედი ეზოში, მივიხედე-მოვიხედე და ვფიქრობ რა გავაფუჭო. პირველად გავიფიქრე ქათამს დაზვერავს კაციო, მარა ფოთის მერე ისეთი გაციებული ვარ რომ ძაან გაციებული ვარ. გარეთ გასვლა ისევ გადაიდო და ვზივარ ამ ჩემ დუმებში როდესაც უეცრად ტარასა შევნიშნე როგორ მიმზერდა თავისი სახლიდან და თან ზებუნებრივად მეუბნებოდა - შენ ბიძია ახალი ძაღლი რომ მოგყავს აქ უნდა დამიწვინოო? ხომ იცი მაგას რომ არ ვიზავო? ![]() მართლა მართალს მეუბნება ეს კანიბალიმეთქი და გადავწყვიტე ცოტა ტევადი რამის შეკოწიწება, ისეთის რომ ტარასა ცოტა ტრაკს მიწევდა და იმასაც დატევდა. რაღა უნდა მექნა? დავიწყე მარჩიელობა რა დამიჯდებოდა ფართე სიამოვნება ![]() მოვკარი თვალი. მარა ყველა ცემენტიან, გაუბედურებულ, გადანათრევები იყო. მაგრამ მე ხომ ნიჭიერი ვარ, თან ყველანაირი იარაღები მაქვს ხოდა ამის დედაც ჯექკთქო და დავიწყე სახლის კეთების, შეჭედვების, სიყვარულიზაციის, შრომის, თავისმობმიზაცია. ხო სანამ დეტალურად დავწერ ყველაფერს, ვინმემ არ თქვას მაგას რა უნდაო, ჩაქუჩი და ლურსმანი, მიარტყი, მოარტყი და სოფელიც აშენდებაო. მაინც ვერ დაუჯერებ. ჯერ იმიტომ არ დაუჯერებ რომ შრომა არ მეზარება და ყველაფერის გამკეთებელი ვარ მამენტ და თანაც მეხერხება, მეორე იმიტომ არ დაუჯერებ რომ მთელი დღე არ გავჩერებულვარ და მაინც ვერ დავამთავრე ![]() რომ არ დაუჯერებ და მორჩა ![]() მარტო გაწეული შრომის საფასურად, ანუ მე მასალა უბრალო ნარჩენებისგან მოვკრიბე ეზოში და შემთხვევით მაგის მასტერი რომ ვიყო და ფულს ვიღებდე ამაში მასალის გარეშე 100 მანათს ფეხს არ მოუცვლიდი და ეხლა მასალის ფასი მიამატეთ აბა ![]() ლაპარაკი, თორემ მიფინაჩებულად და უაზროდ ძაღლი კიბის ქვეშაც იცხოვრებს ![]() რამდენი დამიწერია ტო? მოკლედ დავიწყე გვერდების სამაგრი "ბალკების" დაჭრით. სიმაღლე გავთვალე 60სმ, მგონი ნორმალურია, ხო სულ დამავიწყდა-თითონ "კანურის" ზომა ზე-დიდი არ გამიკეთებია გამიზნულად-რატომ? იმიტომ რომ ძაღლი შიგნით შედის როდესაც ცივა და სიცივეში რაც უფრო პატარა სივრცეა მით უფრო მალე თბება. ხოდა დავჭერი ეს ბალკები, მერე ვიპოვე რაღაც ძველი შეჭედილი კარები და დავამაგრე ეს ბალკები კუთხეებში და კიდო იქნანა სადაც შესასვლელი უნდა ქონდეს ძაღლებს. ![]() ![]() ![]() როგორც ხედაქვთ "კარკასი" წამოჭიმულია და 2010 დეკემბერში ჩაბარდება მყიდველს გასაღებითურთ ![]() ხო კი წამოვჭიმე ეს ყველაფერი, მაგრამ საქმე გაგრძელებას ხომ მოითხოდა არა? კი მოითხოვდა- ხოდა დავიწყე კედლების ამოყვანა, ეს კედლებიც რაცხა აპალოვკის ფიცრებისგან უნდა შემეჭედა, ყველა ფიცარს ცემენტის კვალი ქონდა, მაგრამ ეგეც მოგვარებადია რასაც შემდგომში გიამბობთ. დავიწყე ჭრაკერვა. სათითაოდ ამყავდა ყველა კედელი, ძალიან გამიჭირდა, უფრო სწორედ კი არ გამიჭირდა უბრალოდ დიდ ვალაქიტას მოითხოვდა, როგორც იცით "აპალოვკის" ფიცრები არ გამოირჩევიან სწორხაზოვანი დაჭრილობით, ამიტომ ყველა დეტალს შეძლებისდაგვარად ვასალაშინებდი. ბალკებზე ლურსმნით არ ამიყვანია გვერდები, ყველა შურუპით დავამაგრე. რატომ შურუპი? იმიტომ რომ უფრო მარტივი სამართავია, არ იღუნება და უფრო მყარად იჭერს კონსტრუქციას. ![]() ასე ნაკუწნაკუწ შენდებოდა სოფელი და საბოლოოდ მიიღო ესეთი ფორმა ![]() .... მაგამ რაღც ნი ტო იყო, ძალიან ბინძურად გამოიყურებოდა, ეს ცემენტები, ძველი სისველეებისგან გაშავებული გვერდები, ხიჭვები, შურუპები, თითქოს დიდი არაფერი, ნებისმიერი ძაღლი დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა თან ისე რომ მადლობას იტყოდა, მაგრამ ეგ ხომ ჩემ ნიჭიერებაზე უარყოფითად იმოქმედებდა ჰა? ![]() ხოდა დავიწყე ამ ხის გაკეთილშობილება. არ ვიცი რამდენად მავნეა ცემენტის სუნში ძაღლის ცხოვრება, მაგრამ მავნე როა ეგ ვიცოდი, ხოდა დავიჭირე ჩემი "ბარგალკა 2010" რომელსაც წამოვაგე "შკურკა 2010" და ისეთი სილამაზე მივეცი რომ ვიფიქრე ერთი ძაღლების დედაც მე გადმოვიტან ჩემ ლოგინსთქო ![]() თუ შიგნიდან, თუ გარედან- მოკლედ დავცხე და დავცხე, მივცხე და მოვცხე, ბოლოს ეს მივიღე. ![]() ![]() ერთი დღის ამბავი ამით მორჩა. ეხლა როგორ ვაპირებ რომ გავაგრძელო: ყველამ ვიცით რომ 2 შრეიანი სახლები ბევრად უფრო კარგად ინარჩუნებენ თბოიზოლაციას, მარა აქ საქმე იმაშია რომ სახლის შესასვლელი ყოველთვის ღიაა და გარე სიცივე მაინც აღწევს შიგნით, ხოდა რომ არ ვიწვალო მეორე შრის შექმნაზე რაც უძალიანმაგრესად მეზარება და უფრო რომ დავკონკრეტდე არ ვარ მე მაი ამბის გამკეთებელი- სურვილი მაქვს რომ გარედან ხის "შპაკლით" ამოვქოლო ნაპრალები და შიგნიდან მხოლოდ გვერდებზე ავაკრა, რაიმე სქელი ნაჭერი, რომელიც ცოტა თავისას იზავს და ნიავიც არ იქროლებს "სკვაზნიაკივით". მხოლოდ გვერდების ამოქოლვაც იმიტომ გადავწყვიტე რომ იატაკის ფენას აქვს გარკვეული ნაპრალები რომლებშიც დროთა განმავლობაში ჩაიყრება და გარეთ გამოვა მტვერი და ჭუჭყი, რომელსაც ძაღლები შეიტანენ, ასე ვიფიქრე მე და მგონია რომ სწორ გზაზე ვდგევარ ![]() დანარჩენს ხვალე დაგიწერთ და განახებთ რას და როგორ მივაღწიე, არ მოიწყინოთ, მანამდე თემას ვხურავ რომ არ გაოფდეს და სრულფასოვანი ინფო მოგცეთ იმაზე თუ როგორ ვქენი ეს ყველაფერი მე, თუ ვინმეს სხვა პროექტი გაქვთ შეგიძლიათ მოამზადოთ და ამ თემაშივე ჩასვათ ხვალიდან |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ზაზა
ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრა რომ 3თვის ლეკვს თუ თავისუFლად მოძრაობის საშუალება აქვს,კარგი კვება,თბილი სახლი რომელიც მოთავსებულია ისეთ ადგილას სადაც არ აწვიმს და ქარი არ უბერავს,უპრობლემოდ გადაიტანს საგურამოს ზამთარს. წყწლში შესვლას რაც ეხება,ზაფხულში,როდესაც ცხელა ,მე ჩემი "ფანი" 3თვის შეუშვი კუს ტბაში.არანაირი პრობლემა არ მოყოლია! მე კონკრეტულად ამ ლეკვზე ვამბობ,დეკემბერში აცრების მთელი კომპლექსი გაკეთებული არ გექნება ვიტო,ვეტექიმიც არ გირჩევს მის ტარასასთან ერთად დაბინავებას. თუ "ტარასა" ჯანმთელია,ყველა აცრა მოთავებული აქვს,მათი ერთად ყოფნა სასურველიც არის.ლეკვი გაერთობა,უფრო თამამი და ბედნიერი გაიზრდება როდესაც სხვა ძაღლთან ერთად იქნება,ანუ ხროვაში ცხოვრების შეგრძნება ჩამოყყალიბდედა. ![]() |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ზაზა ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრა რომ 3თვის ლეკვს თუ თავისუFლად მოძრაობის საშუალება აქვს,კარგი კვება,თბილი სახლი რომელიც მოთავსებულია ისეთ ადგილას სადაც არ აწვიმს და ქარი არ უბერავს,უპრობლემოდ გადაიტანს საგურამოს ზამთარს. წყწლში შესვლას რაც ეხება,ზაფხულში,როდესაც ცხელა ,მე ჩემი "ფანი" 3თვის შეუშვი კუს ტბაში.არანაირი პრობლემა არ მოყოლია! თუ "ტარასა" ჯანმთელია,ყველა აცრა მოთავებული აქვს,მათი ერთად ყოფნა სასურველიც არის.ლეკვი გაერთობა,უფრო თამამი და ბედნიერი გაიზრდება როდესაც სხვა ძაღლთან ერთად იქნება,ანუ ხროვაში ცხოვრების შეგრძნება ჩამოყყალიბდედა. ![]() თქვენ ვერ შეგეკამათებით,ზნაჩიტ ეგრეა. ![]() როკიც 3 თვის შევიდა ბაზალეთში,მაგრამ ეს ივნისში იყო,კარგად გაცურა,საბედნიეროდ მე არ მგავს კიდევ ერთს დავამატებ,მარტო არ ვარ ამ თემაში,გურგენაც ჩემნაირად ფიქრობს როგორც ვხედავ:თენგოს რომ ვეთანხმები და მავერიკიც რომ მაგარია,ამას დიდი მტკიცება არ უნდა,მაგრამ რაოდენ უმაგრესი სახლი არ გააკეთო,ვიტო,ერთ თვეში უნდა ჩამოიყვანო ის ლეკვი,როგორც ვიცი,აცრების გაკეთება უნდა დაუწყო,ასეა წესი,სანამ აცრებს უკეთებ ლეკვის გარეთ გაჩერება არ შეიძლება,დეკემბერში არ იქნება ისეთი სითბო,ახლა ოქტომბერში რომაა.ეს კომპლექსური აცრები კიდევ თვენახევარი თუ რაღაც პერიოდი გრძელდება,მესამე აცრის მერე გაიყვანე გარეთო ზაფხულში გვირჩევენ ვეტექიმები,ზამთარშიც ეგეთივე წესი იქნება.გამოდის,რომ ასე,იანვრამდე გაგრძელდება ეს აცრები,ამ დროს კი,4 თვისაც არ იქნება. რა ვიცი,მე მაინც გირჩევ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th May 2025 - 11:01 |