Mitsubishi Airtrek Sport Gear 4WD, პირველი შთაბეჭდილებები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Mitsubishi Airtrek Sport Gear 4WD, პირველი შთაბეჭდილებები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
გასულ პარასკევს იაპონოოდან ფოთის პორტის გავლით (22/10)
ჩამომივიდა ჩემი MITSUBISHI 2003/12 წლის Airtrek Sport gear-ი. ჩემ სიხარულს არ ჰქონდა საზღვარი. აი უკვე მე-3 დღეა ეს გრძნობა კი არ მიქრება არამედ უფრო მიღვივდება ![]() მანქანა, როგორც უკვე დავწერე 2 ხიდიანია, აღჭურვილია 2.4 ლიტრიანი 16-სარქველიანი მიცუბიშის ძრავით 4G64 ECI-MULTI ( არა GDI). კლირენსი 195 მმ-ია. საკიდური საკმაოდ უხეში ანუ სპორტულია... ეჭვი მაქვს "შარავობის" ჯანმრთელობაში, მგონი გამოსაცლელი აქვს. ყველაფერი დანარჩენი კი ახალივით... იმავე დღესვე გავედი რუსთავში განბაჟებისა და ნომრების ასაღებად. რუსთავის გზატკეცილზე შევამოწმე აგრეგატის დინამიკა ![]() ლანსერ-ევო 8-ის ტრადიციებში! ნელ-ნელა ვამუღამებ ტიპტრონიკს... რაც ამ "ქროს-ოვერის" გამავლობას შეეხება, თავის დროზე უკრაინაში სანადირო სეზონის გახსნაზე ვიყავით ამავენაირი "აუთლენდერით". იქ სეზონი იხვით იხსნება და სანადირო არხამდე დაჭაობებული რელიფის მქონე მიდამოებიც გავიარეთ, სიმართლე რომ ვთქვა მაშინ მაგრად შემეშინდა, რომ არ ჩავრჩეთ, მაგრამ მანქანამ ეს მონაკვეთი ჩაუფიქრებლად გაიარა. ამ 2 დღეში გამოვცვალე, ზეთი ორიგინალი (DIA QUEEN SUPER SL) -165 ლარი; ჰიდრავლიკის სითხე (DIA QUEEN) - 36 ლარი; ხიდების ზეთი (მგონი იგივე) - 33ლარი. მაქვს საყიდელი ახალი საბურავები და გამოსაცვლელი ე.წ. "შარავობეი" ან სხვა და სხვა რეზინკები... ეს მანქანა შევიძინე ჩემი ფირმისათვის, ანუ რაციონალური აზრისა და უნივერსალური დანიშნულების გათვალისწინებით - 75% ქალაქში და გადაღებებზე სამოძრაოდ, 10% გუდაური, 15% სანადირო/სათევზაოდ. ერთი სიტყვით სრულყოფილი ტანკის შეძენა ქალაქში დროის 75%-ს გასატარებლად არ მიღირდა, ეს კი მშვენიერი კომპრომისია ![]() ჯერ იაპონურ სურათებს გაეცანით, ცოტახანში ჩვენი მშობლიური მზის ქვეშ გადღებულსაც დავდებ. პირველადი შეფასება: 1. დინამიკა (ქროსოვერისათვის) 4.5 2. ხმაურიანობა 3.5 3. კომფორტი 4.5 4. გამავლობა თოვლში (კლასელებში) 4.5 5. მართვადობა 5 6. ერგონომიკა 4.5 7. შიდა სივრცე 5 6. საქარხნო აკუსტიკა 5 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
ვიტო
კი ვიტო, ჩამოყვა "ტულეს" საბარგული, მაგრამ 2 პატარა ბზარი აქვს სამაგრებთან. იარაღები კი მაქვს და შევაკეთებ ![]() არა მაქვს ![]() cipo საქმეშიც ოდნავ გავსწორდით და არ დამიჯდა იმდენი რაც ბაზრობაზე ღირს. გზიანად, განბაჟებიანად და გადაფორმებიანად 7, მაგრამ როგორც ვთქვი აქ ადგილი ჰქონდა ურთიერთ ჩათვლას ![]() მანქანა ჩამომიყვანა კომპანია "მეგა ავტომ", რომელიც მდებარეობს ვარკეთილის ხიდითან სსან იონგის სერვის-ცენტრში. ახალი ოფისი გაიხსნება ყაზბეგის (ყოფილი პავლოვის) N1-ში... გარბენი 120 200 კმ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 12:28 |