რუბრიკიდან, იცით თუ არა რომ... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
რუბრიკიდან, იცით თუ არა რომ... |
Nov 12 2009, 16:29
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ეს თემა საჭიროა, იტდ (ია ტაკ დუმაიუ აჩუს სინონიმი)
აი მაგალითად ამდენი ხანია ოჩოპინტრეს ფორუმზე ხართ და არ იცით რას ნიშნავს ოჩოფობია - ტრანსპორტით გადაადგილების შიში (ნებისმიერი დედამიწის ზედაპირზე გორვით გადაადგილებადი საშუალება, ნუ ურემი და მისთანები არ იგულისხმება, უფრო ძრავიანი და ავტომობილის ტიპის საშუალება) |
|
|
|
![]() |
Oct 26 2010, 00:13
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
86. წელიწადში მხოლოდ ერთი თვეა ისეთი, როდესაც წყლის დონე ერთნაირია ატლანიკისა და წყნარ ოკეანეში. ეს ხდება თებერვალში. წლის დანარჩენ დროს კი წყნარი ოკეანის დონე უფრო მაღალია.
87.აეროდინამიკის კანონების მიხედვით მაისის ხოჭო ვერ უნდა ფრენდეს! მისი ფრთების ამწევი ძალა თეორიულად არ კმარა ხოჭოს ასაფრენად. ხოჭო კი აინურშიც არ აგდებს ამ კანონებს და მაინც ფრენს! რატომ? მეცნიერები თავს იტეხენ ამ ამოცანის ამოხსნაზე. და თუ ჩასწვდნენ ხოჭოს საიდუმლოებას, ამან შეიძლება მთელი გადატრიალება მოახდინოს ავიამშენებლობაში. 88. ჯუჯა ანცი- ასე ეწოდება ყველაზე პატარა მაიმუნს. ზრდადასრულებული ჯუჯა ანცის "სიმაღლე'...114 მილიმეტრია. წონა კი 120 გრამი. 89. ეკვატორზე წყლის ტემპერატურა ოკეანის ფსკერზე +1.6 გრადუსს უდრის. 90. "დილის 10 საათია, სამშაბათი დღე. მანქანა გაგვიფუჭდა ნიუ-იორკიდან 210 მილის დაშორებით უსასოოდ დავცურავთ ბურანში. მოგვაშველეთ ბუქსირი... რაც შეიძლება სწრაფად..კაპიტანი.." ეს ბარათი ავარიით დაზიანებული საოკეანო გემიდან მოიტანა მტრედმა არნომ. სქელ ბურუსში არნომ 210 მილი 4 საათსა და 40 წუთში გადაიფრინა ოკეანის თავზე. სხვათაშორის ეგ მტრედი ფანჯრიდან მოკლა ვიღაც არაკაცმა და მაშინ ნახეს ეგ ბარათი(ჩემი შენიშვნა) 91. ერთმა ჩიტების მოყვარულმა ფრანგმა "მარსელიოზის" სტვენა ასწავლა თავის შოშიას, მერე გალიის კარი გაუღო და გაუშვა. რამდენიმე დღის შემდეგ შოშიების მთელი გუნდი სტვენდა "მარსელიოზას". 92. იუგოსლავიის ქალაქ გევგელიის გარეუბნის ერთ სოფელში მონადირე იანკოს ყავდა ძაღლი და კატა, რომლებიც მეგობრულად ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ. მაგრამ ეს როდია საკვირველი, განსაცვიფრებელია ის, რომ როდესაც პატრონი ძაღლთან ერთად სანადიროდ მიდიოდა, მას ყოველთვის თან ახლდა კატა, რომელიც ატიურ მონაწილეობას იღებდა კურდღლების დაჭერაში. შინ ყოფნისას კი ძაღლი თავის მხრივ თაგვების დაჭერაში ეხმარებოდა კატას. (ინფორმაცია მოძიებული თორმეტ ტომეულიდან "ნადირობა. მოგზაურობა. თავგადასავალი".) |
|
|
|
Davitus რუბრიკიდან Nov 12 2009, 16:29
ჩელე კარგი თემააა, ძველ... Oct 19 2010, 00:12
ჩელე 13. ერთადერთი ქალაქი... Oct 22 2010, 23:11
ჩელე 29. კოკა-კოლა თავიდა... Oct 23 2010, 15:01
ჩელე 55. მეცნიერები ამბობ... Oct 23 2010, 16:25![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2025 - 21:12 |