ხელმოცარული გასვლა ანუ ფაუნის დათვალიერება :) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ხელმოცარული გასვლა ანუ ფაუნის დათვალიერება :), 24 . 10 . 2010
ჭალიმგელა
პოსტი Oct 27 2010, 10:19
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვიფიქრე რეპორტად ღირდა თუ არა, მაგრამ მაინც შემოვყრი რამოდენიმე სურათს

გადავწყვიტეთ ქათამზე გასვლა, დილის 3 საათზე დავირაზმეთ:

გურგენა
ჩავლე
ჭალიმგელა
TAMPLIER


გავედით გურგენას პრადოთი. თან გავიყოლეთ პოინტერები ლაიმა და ჯესი და კურცჰაარი გაბი.

საშინელი ნისლი იყო მთელი გზა წალკამდე.

როგორც ავღნიშნე დავათვალიერეთ მთელი ფაუნა. პირველი შეგვხვდა მელა დავუმიზნე.... ჩავიხედე ლიცენზიაში... იქ არ აღმოჩნდა მელა.. რას ვიზამდით გავაგრძელეთ გზა.
შეგვხვდა მეორე მელა ... დავუმიზნე ლიცენზია გამახსენდა, იქ ხომ მელა არ იყო... გავაგრძელეთ გზა...

შეგვხვდა მგელი. ეხლა მე და ტამპლიერმა დავუმიზნეთ... მერე ორივემ ლიცენზიაში ჩავიხედეთ..... არც მგელი აღმოჩნდა... ისევ გავაგრძელეთ გზა.

გავიშალეთ კაი კაცის ადგილებში newsmile05.gif

თითო ქათამი შორიდან აიწია და ნისლში გაქრა.

ისევ მივიწევთ და უცებ გურგენას გაუხტა კურდღელი. ეხლა ლიცენზია გურგენამ შეამოწმა.... არც კურდღელი არ აღმოჩნდა... რას იზამდა გააგრძელა გზა...

ნისლში ცოტა ავირ დავირიეთ. მე და ტამპლიერი ერთად მივდიოდით. მე მოგეხსენებათ უძაღლოდ დავრჩი და მოწყენილი დავბოდიალობდი. უცებ გაბიმ ჩემსკენ გადმოირბინა და.... ნაბული...

აფრინდა ქათამი... ამოვიღე ლიცენზია... ოი საოცრებავ იქ რაღაცის მოკვლა ნებადართულიც ყოფილა newsmile05.gif კარგად გადავიკითხე ბოლომდე ჩემი ლიცენზია და... ქათამმა მომაძახა ჰე თორემ წავედიო. მეც ეხლავეთქო მივაძახე, შევინახე ჩემი ლიცენზია. და სადღაა ქათამი. მე იმის აღსანიშნავად რომ ლიცენზიაში რაღაც ვიპოვნე 2 ტყვია ვისროლე......

გაწუწულები დავბრუნდით მანქანასთან და ჩვენი ნანადირევი, რომელიც პოპულში მოვინადირეთ არაყთან ერთად დავაგემოვნეთ. newsmile05.gif

ეს იყო და ეს



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ნუკრიMax
პოსტი Oct 27 2010, 12:45
პოსტი #2


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეგ ლიცენზია კარგად გადაიკითხე, მაჩვი არ წერია?
ხელმოცარული ნადირობის შემდეგ კარგიაო, ამბობენ thinking.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th June 2025 - 16:17