კურიერში გასულ რეპორტაჟზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კურიერში გასულ რეპორტაჟზე |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() EX მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,851 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
რაღაც ბლეფს გავს განცხადება შარშან 100 დაღუპულზე ნადირობის დროს (2008სი ომის დროს დაახლოებით ორჯერრ მეტი დაიღუპა) ლიცენზიები გაცემის გამკაცრება ჩათვალე გაძვირებას გულისხმობს, ეს მონადირეთა კავშირი რას აკეთებს? ჩვენ გვააქვს მათთან რამე საქმიანი ურთიერთობა? ხომ არ ხდება ძველი პრაქტიკის აღდგენა მონკავშირში გაწევრიანებით, ახალგაზრდებისათვის საკანდიდატო ვადებით, მერე გამოცდებით, ოფიციალური გადასახადებით და ა. შ. რავქნა ამ აზრამდე 100!!!!! დაღუპულის შესახებ იომფორმაციამ მიმიყვანა იმდენად გაბუქებულია ეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენი არხებით ხომ ვგებულობთ ნადირობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, მაგისდედაავაფეთქე გველით დაკბენილი ძაღლების შესახებ მეორე დღეს ვიცით თითქმის ყველაფერი და აქ ერთი ბატალიონი ხალხი დახოცვილა ნადირობის დროს და ჩვენ რა ჭურში ვზივართ? ასე რომ ფულები გაამზადეთ ძმებო ეს ყველაფერი მაგისთვის ხდება! ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ერთს ვიტყვი ამ სიახლესთან დაკავშირებით, არანაირი მონკავშირი და არანაირი კომუნისტური გადმონაშთები, ვის რა უფლება აქვს ჩემ საქმეში ჩაერიოს და გადამიწყვიტოს ვინადირებ თუ არა. თუ იმ დროის დაბრუნება უნდათ მაღარიჩებზე და მაყუთით რომ კეთდებოდა წევრობა? ჩვენნაირ ქვეყანაში არ შეიძლება არანაირი მონოპოლიზაცია, ბევრი მონადირე ვიცი არც მონკავშირში ყოფილა და არც მაგათი საწევრო უხდია მარა ბილეთიან მონადირეებზე მეტი იცის მაგ საქმის და მაგათი ზოგიერთი წევრივით ნაკრძალებში და აღკვეთილებში არ უნადირია. ნათქვამია ისეთმა ძროხამ დამწიხლოს ჩემზე მეტს იწონიდესო, რითი არის ჩვენზე რომელიმეზე მეტი ის ვიღაც კომუნისტი ფუნქციონერი მონკავშირს რომ აზის კისერზე რომ იმან გადამიწყვიტოს მე მექნება თუ არა ნადირობის უფლება და ლიცენზიას ფასი მოუმატოს. ვეთანზმები ძმებს და სჯობია კლუბურ სისტემაზე გადასვლა, მისცეს სახელმწიფომ გარკვეული დაფინანსება კლუბებს და გადასცეს ნაკვეთები სადაც ისინი სანადირო მეურნეობებს მოაწყობენ საკუთარი სიამოვნებისთვის. მერე გადაწყვიტოს ადამინმა რომელ კლუბში გაწევრიანდება და ჩააბაროს გამოცდა წევრობის ბილეთის მისაღებად.
მარა მაინც ვთვლი რომ ეს არაა განხორციელებადი ახლო მომავალში და ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ ეს ფაქტი არათუ შეამცირებს ბრაკონიერობის ფაქტებს არამედ გააორმაგებს, მე პირადად და ბევრი ადამიანი 100 და თუნდაც 50 ლარს ვერ გადავიხდი ლიცენზიაში. მოსთხოვო ხალხს ფული იმ რესურსით სარგებლობაში რომელიც თავადაც ფეხებზე გკიდია უნამუსობაა, ერთი ფაქტი მაინც დამისახელეთ როდის იზრუნა სახელმწიფომ ბუნების რესურსების შენახვაზე და მოვლაზე გარდა ნაკრძალებისა, ფული მაშინ უნდა მოითხოვოს და ლიცენზია მაშინ გაძვირდეს როცა ნადირ ფრინველის მომრავლებაში სახელმწიფოს წვლილი იქნება შეტანილი, თორე ის რაც ბუნების ნაჩუქარია და ყველას ეკუთვნის ვის რა უფლება აქვს მასზე ლიცენზია გაგვიძვიროს. კახეთში ხოხობი ბევრ რაიონში ამოწყდა, ერთი ინკუბატორი მაინც თუ გაკეთდა და თუ ხდება ბუნებრივი პოპულაციისა და რიცხოვნების აღდგენა? ყაზბეგში რომ ვერტალიოტებიდან ხოცავენ ჯიხვებს ამას ყოველი მეორე ამბობს მარა ვინმე რამეს აკეთებს? ერთი შეკითხვა მაქვს რატომ? რატომ უნდა იყოს ვიღაც გავლენიანი და ფორმიანი ბრაკონიერისთვის ყველაფერი უფასო და ჩემთვის და თქვენთვის ყველაფერი ფასიანი? თან ისეთი ფასი ედოს რომ იძულებით დაგვაყრევინონ იარაღი? ეს ძმებო პირველი ნაბიჯია, ჯერ ნიადაგი მოსინჯეს და მერე წავა ქმედება, ხმას თუ არავინ ამოიღებს ბევრი პრობლემა გვექნება სამომავლოდ და იქნება ისე როგორც ევროპაშია, ნადირობა მდიდართა პრივილეგია. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 16:45 |