ლანგჰაარი - გერმანული გრძელბეწვიანი პოინტერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ლანგჰაარი - გერმანული გრძელბეწვიანი პოინტერი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ეს გერმანული ჯიშის გრძელბეწვიანი მეძებარია, ძლიერი, ძალიან თვინიერი და ამტანი ძაღლია, მყავდა და მომიკვდა, მაგარ ლომკაში დავრჩი, მინდა ისევ ვიყოლიო და იმ ძაღლის სახელზე გავზარდო. ძალიან ჭკვიანი ძაღლია, იქნებ ვინც ამ ჯიშს იცნობს მომაწოდოს ინფორმაცია მასზე ან სად შეიძლება ვიყიდო ან ვის ყოლია და როგორ დაახასიათებს?
იუთუბზე ვნახე ვიდეოები და გერმანულ გრძელბეწვიან პოინტერად არის მოხსენიებული აი ასეთი მყავდა შავი მკერდზე თეთრი ლაქით ![]() ![]() ![]() http://www.youtube.com/watch?v=5p_OiIW-MpI http://www.youtube.com/watch?v=YkWaD_wfhl4...feature=related http://www.youtube.com/watch?v=790lpu4WEtM...feature=related |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 389 რეგისტრ.: 21-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მგონიას დონეზე ცოტა უხერხულია ჯიშზე მსჯელობა, მყავდა და ძაან მაგრა მუშაობდა. რაც შეეხება იმას რომ არ არსებობს შავი ლანგჰაარი, ჩემი დადებული სურათი ნახე პირველი და გინდა გუგლით მოიძიე, ეს ძაღლი ისეთ სიმაგრეებში ჯაგებში და ეკლიან ბუჩქებში შედიოდა მეცოდებოდა ხოლმე, სადაც ბევრი კურცჰაარი, პოინტერი და თუნდაც სხვა ცნობილი ჯიშებიც კი ვერ შებედავენ. მე მაქვს პრაქტიკა ამ ჯიშთან ნადირობის და ვიცი რასაც ვწერ, ასე რომ ვარაუდებს სჯობია ან ინტერნეტ რესურსი მოვიძიოთ ან ვინც რეალურად იცის ამ ჯიშზე რამე ის დაწეროს. ძალიან მუშა და ენერგიული ძაღლია და სიმაგრეებს არ ეპუება, უცხოურ საიტებზე დევს ამ ძაღლის დახასიათებები სადაც ნათლად სწერია, ესაა ბევრი სხვა ჯიშისგან განსხვავებით ადვილად გასაწვრთნელი, თვინიერი და ძლიერი ძაღლი, რომელიც არის ძალიან ჭკვიანი და გააჩნია ბევრი კარგი თვისება.
ამიტომ ვთხოვ იმ ადამიანებს ვინც კინოლოგიაში ერკვევა დამეხმაროს და მომაწოდოს ინფორმაცია ქართულ ენაზე, ან თუ ჰყოლია ვინმეს იქნებ გამოცდილება გამიზიაროს. ის რომ კლუბში არავის ყავს და საქართველოში არაა გავრცელებული ეგ არაფერს ნიშნავს და იმას მითუმეტეს არ ნიშნავს რომ სხვა ჯიშებს რამით ჩამოუვარდება, ვარაუდებით კი მასე ბევრ რამეზე შეიძლება მსჯელობა, მარა რეალობა ყოველთვის სულ სხვაა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 07:34 |