ესე ამბავი პოინტერი 2010-სა, მუნ ბანძასა მყოფისა..., არაკად თქმული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ესე ამბავი პოინტერი 2010-სა, მუნ ბანძასა მყოფისა..., არაკად თქმული |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
... ესე ამბავი ნამდვილია, მასში მონაწილე ყველა პერსონაჟი დღესაც ცოცხალია და არც სახელებია შეცვლილი... მაშ ასე, დავიწყოთ....
... იდგა 30 ოქტომბრის სუსხიანი საღამო, მზე ჩასულიყო. ღრუბლები გამალებით ეკვროდნენ ცას და ხალხი შეციებული და მშიერი, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ბეღურბის ხმაც არსად ისმოდა,. ხეები ქარისგან საკმაოზე ბევრად მეტად ირწეოდნენ. სახლში ვიყავი, ვთოხნავდი. არსად წასვლას არ ვაპირებდი და არც იმას ვფიქრობდი თუ ,,რა გამეფუჭებინა,, უბრალოდ ვიჯექი და ვთოხნავდი. უცებ: ტანა-ნა-ნა, ტანა-ნა-ნაა, ტანა-ნა-ნა-ნაააა..... ჩემი ტელეფონი რეკავს. დავხედე ეკრანს და დიდი ვიტო გამოსახულიყო. ვიფიქრე: რა უნდა უნდოდეს ამ სიცივეში მეთქი და მწვანე ღილაკს თითი დავაჭირე: -ხოო.. -სად ხარ?... -სახლში... -რას აკეთებ? -ვწელამ, რას უნდა ვაკეთებდე? -გამომყვები? -კი -მაშინ ჩაიცვი და გამოგივლი- და ტელეფონი გამითიშა... შე დალოცვილო, ის მაინც გეთქვა სად გამოგყვები, ვისთან გამოგყვები, რატომ გამოგყვები, თბილად ჩაცმული გამოგყვები და ფლასტებამოცმული გამოგყვები, იქნებ ბოტი უნდა ჩავიცვა და ისე უნდა გამოგყვე ან იქნებ ანკესი უნდა ავიღო და გამოგყვე ან.... ან.... მაგრამ ვიცოდი, რომ ცუდ ადგილზე არ უნდა გამოგყოლოდი და მაინც თავი დავიზღვია, თბილად ჩავიცვი, დავჯექი და თოხნა გავაგრძელე. მოვიდა... ჩავედი... დაქოქა მანქანა და წავედით... გავცდით დიდი დიღმის გადასახვევს... ჩუმად არის... მეც არ ვიკლავ თავს ლაპარაკით... მივუახლოვდით ზაგესს... ისევ დუმს... მეც არ ვიკლავ თავს ლაპარაკით... გავცდით მცხეთის ხიდებს... კვლავ დუმს... -კაცო, აღარ იტყვი სად მიგყავარ? -ააა.. -ააა და კონინჯვაააა... -ბანძაში.. -იქ რაღა მინდა? -ლეკვი უნდა ჩამოვიყვანო... -რა ლეკვი? -სუპერპოინტერი 2010... -ააა... -აააა დააა.... მივედით სახლში, 1 ბოთლი ორაყო და 1 ლიტრი ლუდი ჩავიცვით, 3-1 მომიგო დომინოში და დავწექით იმ იმედით, რომ ჩვენი მოგზაურობა კეთილად დასრულდებოდა. გათენდა, ცეცხილს მზე აენთო, აცურდა ,,პადიოოოომ,, ჩქარაააა- გაჰკიოდა ვიტოს ტელეფონი დილის 6 საათზე. ავდექით 20 წუთის დაგვიანებით, ყავა ჩავცეცხლეთ და გავეშურეთ ბანძისკენ სუპერპოინტერი 2010-ის ჩამოსაყვანად. ძალიან ციოდა, უფრო მეტად ვიდრე გუშინ. ქარი იყო, თან წვიმა მთელი გზა არ გვანებებდა თავს. ქარელში საკმაოდ წვიმდა, ჩაბნელებული იყო იქაურობა ღრუბლების სიმრავლის გამო. ხაშურში რომ შევედით ტყეში თოვლის სითეთრეც კი შევამჩნიე. ![]() შემდეგ იყო სურამი... ![]() ![]() შემდეგ სუპერნაზუქების მცხობელ-გამყიდველი.... ![]() აი შემდეგ კი დაიწყო რიკოთის მიხვულ-მოხვეული და აღმართ-დაღმართიანი გზა... ![]() მე სხვა რა მეკეთებინა და ექსპერიმენტებს ვატარებდი ჩემი ქენონიუსით.... ![]() ![]() შემდეგ კი იყო უკვე ზესტაფონი, ფეროს უდიდესი ქალაქი, ზესტაფონი- ქალაქი სადაც დალევ გემრიელ --ლავაცას-- და ქალაქი, სადაც შეგიძლია ასეთი რამ ნახო.... ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩავედით ქუთაისში, ქალაქი რომელიც ინდუსტრიის მშენებელი იყო ახლო წარსულში, ქალაქში რომელიც ბევრისთვის იდეალური ქალაქია, ბევრისთვის კი არა, ქალაქი სადაც ქოლგიან კაცს ვერ დაინახავდი ასევე ახლო წარსულში რასაც ახლა ვერ იტყვი, მაგრამ ეს სხვა თემაა, მოდით ნუ გადავუხვევთ ჩვენს ძირითად თემას და დავუბრუნდეთ ამბავს სუპერპოინტერი 2010-სას.
უკვე ათის 20 წუთი გამხდარიყო, რაღაც უცნაური ხმა შემომესმა მუცლის ღრუდან. კუჭმა თავი შემახსენა. ეს ხმა სხვათაშორის ჩემი გვერდითმჯდომის მუცლიდანაც მომესმა. უცებ ვიტოს ტელეფონის ზარის ხმა გაისმა: -ხოოო... -....... -ქუთაისში... -....... -რაააა??? -..... -ხო არ გაგიჟდი კაცო? -..... -ბიჯო, შენ ნორმალური თუ ხარ, რა სამტრედია, ხონიდან უნდა გადავიდეთ... -..... -ხო და ,,კრუგს,, ვარტყამ ეხლა დიდს თანაც... -..... -ბიჯო ნუ გამაგიჟე, მთელი 50 კილომეტრი უნდა გამოვიარო ტყუილად, დააჯექი ქუთაისის მარშუტკას და აქ ჩამოდი... -..... -ხოდა დროზე ეხლა კაცო დაღამდა... -..... -კარგი... კავშირი დასრულდა. -ეს ვერ არის.... წამო კაცო ვჭამოთ, რამე მოვძებნოთ. ნეტა ვინ ვერ არის-ვიფიქრე, მაგრამ აღარ მიკითხავს, მუცელი უკვე ბევრად უცნაურ ხმას გამოსცემდა. დავიწყეთ ძებნა, ვიბოდიალეთ, ვიბოდიალეთ..... მერე კიდევ ვიბოდიალეთ, ვიბოდიალეთ.... ამასობაში მუცელი საშინელ ხმებს გამოსცემდა. უცებ თვალთ გამინათდა. როგორც იქნა დავინახეთ ჩვენი მუცლის დამაწყნარებელი თეთრი შენობა. ![]() შევედით... -ხინკალი გაქვთ? -არა. -მაშინ მენიუ მოგვეცით. -მაგიდაზეა. -მადლობა. ![]() -უკაცრავად. -ახლავე. -2 ლობიო, 2 ლიმო... -იცით ლობიო არ გვაქვს. -უიიი... მაშინ ჯერ 2 ლიმონათი მოგვიტანეთ და მოვიფიქრებთ მანამდე. -იცით, ლიმონათიც არ გვაქვს... -ვააა... ჩაი, ყავა გაქვთ? -ესე არ გვაქვს, მაგრამ პერსონალის ყავას მოგიდუღებთ. -არა, იყოს, იყოს, იყოს.... -ხაჭაპური გაქვთ? -კი, ხაჭაპური კი. -თქვენ აგაშენათ ღმერთმა, მაშინ 1 ხაჭაპური. ქაბაბი გაქვთ? -ნუგზარაააა- გასძახა მაგიდიდან მიმტანმა კაცმა- ქაბაბი გააქვს? -კიი, გვაქვს- გამოსძახა სამზარეულოდან ნუგზარამ. -ხოდა 1 ხაჭაპური, 1 ქაბაბი და.... შემწვარი კარტოფილი? -ლალი, კარტოფილი აქვს ნუგზარას?- ნუგზარა აღარ შეაწუხა და ჰკითხა იქვე მჯდომ ლალის, რომელიც თვალებს იხატავდა და პუდრს იცხებდა სახეზე. ![]() -ნუგზარააა- ახლა ლალიმ გასძახა- კარტოფილი გაქვენ? -თქვენ რავა ნაწილ-ნაწილ მაპარებთ კაცო?- გადაირია ნუგზარა -შე კაცო გაქვს თუ არა?- გაბრაზდა ნუგზარას უკმეხი პასუხით ლალი. -ხოო, მაქვს- მოკლედ უპასუხა ნუგზარამ -გვქონია.. -ხოდა, მოკლედ 1 ხაჭაპური, 1 ქაბაბი და შემწვარი კარტოფილი, ლიმონათს ჩვენ მოვიტანთ..... მაღაზიიდან. ![]() უკვე ათს აკლდა 25 წუთი. გამახსენდა ანონიმური ზარი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვიტო ცოტა არ იყოს, მწყობრიდან გამოიყვანა. ნეტა ვინ არის, რა უნდა, რისთვის ჩამოდის ქუთაისში?- და ის იყო უკვე უნდა მეკითხა ვიტოსთვის თუ ვინ იყო ეს მისტიური მასტი, რომ მიმტანმა ტომატის სოუსი მოიტანა წინა დღის თონის პურთან ერთად. ვეცით პურს, დავისხით სოუსი და შევექეცით. ცოტა ამოვისუნთქეთ. უცბაშად ეს შევნიშნე... ფეროს ქალაქი, ინდუსტრიის მშენებელ ქალაქშიც ჰყვარებიათ... ![]() ამასობაში...... ![]() მისტიური მასტი არ ჩანს, სამაგიეროდ ქაბაბი გამოჩნდა.... ![]() შემდეგ კარტოფილი.... ![]() ამასობაში.... ![]() მისტიური მასტი კიდევ არ ჩანს... შემდეგ გამოჩნდა ხაჭაპური... ![]() ამასობაში... ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2025 - 17:24 |