ბეკასი, ბეკასზე ნადირობა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბეკასი, ბეკასზე ნადირობა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ვისაც აქვს გამოცდილება იკნებ დამარიგოს როგორ ადგილებში გვხვედება როგორი სტლის ნადირობაა საჭირო .. მინდა რომ წავიდე სანადიროდ . აი გამოცდილება ბეკასზე ნადირობის არ მაქ
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
დიდი "ბეკასერი" არ ვარ მაგრამ ყოველთვის გული მიმიწევ ბეკასზე სანადიროდ.
სად და რა ლანდსაფტში გხვდება ყველამ ვიცით, ამაზე არ შევჩერდები. ჭაობებში, თუ შეგხვდა ბუჩქნარი, ანუ მაღალი ბალახი ჭაობში, წელამდე კამიში და სხვა, იცოდე რომ ჩიბუხა იქნება 75 % ალბათობით მაგრამ რაც მთავარია ასეთ ადგილში შეიძლება ფეხიდან აგიფრინდეს იმდენად ახლოს მიგიშვებს. ჭაობებში სადაც ბალახის სიმაღლე მიზერულია, ჩიბუხაზე სანადიროდ ტყუილა დროს ნუ დაკარგავ, ამოფრინდება მინიმუმ 20-25 მეტრში, მქონია შემთხვევები 50-60 მეტრშიც ფრინდებოდა დამფრთხალი, აი წელს მაგ. მე და ბნ გურგენა ვიყავით გასულები ბეკასსზე, ღია სივცეებში სადაც ბალახი ძაან დაბალი იყო ბეკასი ფრინდება ზემოთ ხსენებულ ექსტრა შორ მანძილებზე, და არა ერთი ორი არამედ ათობით, სამს სამი, ორ ორი, ძალიან დიდი რაოდენობით სროლაზე საუბარიც კი ზედმეტია. ....მაგრმ იქვე იმავე მინდორში მაღალ ბალახში 5-7 მეტრზე შორს არ ამოსულა. ძაღლებს რაც შეეხება, ახალგარზრდა და გამოუცდელი ძაღლით ნადირობას აზრი არააქვს, უფრო მეტიც, სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია ! ცემი აზრით ჩიბუხას ჩვენ პირობებში უნდა შორი ყნოსვის გამოცდილი მეძებარი, შეიძლება ამ უკანსკნელასც არ გაუჩერდეს ყოველთვის ნაბულზე. ყველაზე კარგი დროა მწყერაობის ვადებში, ბეკასი და გარშნეპი მაშინ ცაპუტკუნებულები არიან და ფრენის სიჩქარე ნაკლები აქვთ. სროლას რაც შეეხება ვიტყოდი რომ მაქსიმუმ 3 წამი გაქვს ამისთვის, შემდეგ საფანტის კონაში ვერ ჩასვამ ფრინველს, ფანჯარაში გაზვრება ან საერთოდ მსუბუქად დაჭრი. საფანტი 11, 10 ნომერი უკონტეიონერო დისპერსანტი ან მის გარეშე.( გააჩნია რა პირობებში ფრინდება ახლოს შორს ) მეოერ ლულაში, ჩემი გამოცდილებით გეტყვი, საფანტი # 7, მაგრამ ეს იმ შემთხვავაში თუ შორს სროლას მაინც გადაწყვეტ ![]() თანაც ჭაობში ბოდიალისას 7 ნომერი საფანტი ერთ ერთ ლულაში ზედმეტი ნამდვილად არაა. ეჰ ვცხოვრობდე ფოთში ?!......... მწყერის დედაც ჯეკ ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2025 - 08:45 |