რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით ყველას. ძვირფას ადმინისტრაციას, გამგეობისა და კლუბის და, რა თქმა უნდა, ფორუმის წევრებს.
მინდა "ოჩოპინტრეს" მიმართ უსაზღვრო პატივისცემა დავადასტურო და ერთ პატარა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაზედაც თქვენი მოსაზრებები ჩემთვის საინტერესოა და, ვფიქრობ, საერთო საქმისთვის ანგარიშგასაწევი აზრებიც არ დააყოვნებს. არც ერთ ჩვენთაგანს ნადირობის სურვილის დაკმაყოფილების პრობლემა, რომ არ გვაქვს, ყველასთვის ცნობილია. სხვა თემაში დავწერე და აქ მინდა განვმეორდე - ჩვენი ერთობლივი გასვლა "ოჩოპინტრეს" ეგიდით მოხდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას მოგიწოდებთ ამას ყურადღება მივაქციოთ და საკუთარი სიამოვნების ნახვისას, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პრინციპების მატარებლები და ამ ფორუმის წევრები, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს დამატებით... გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ როტაცია უნდა ვაკეთოთ მუდმივი, რათა ყბადაღებული , ე.წ. "კუტოკობა" არ გამოგვივიდეს. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ვერ შევიკრიბებით ბუნებაში, იაღოვას დარბაზშიც კი ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მე პირადად დიდი (უფრო, ალბათ, აუხდენელი) სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და ასევე ფიქრობს ბევრი ჩვენთაგანი, მჯერა. ეს კი ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება და ბევრი მუშაობა გვმართებს ამ კუთხით. მე ბედმა გამიღიმა (ტყულის არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ ცოტა უხეში ქმედებით მივაღწიე ამას) და რამოდენიმე ბრწყინვალე ადამიანი გაგიცანით, მაგრამ თუ შეძლებთ დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავისაც კი მერიდება, რომ მე სხვებს გავასწარი და იაღოვას დუქანში, რომ მოვიდე არავის გაუკვირდება. მე მერიდება მათი, ვისაც ძალიან უნდა კლუბის წევრების გაცნობა და მათ გვერდში, თუნდაც ერთი ჭიქის აწევა და ჯერ ეს ვერ მოუხერხებიათ. ამაში მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ. 2 000 კაცი ერთად ვერ შეიკრიბება, მაგრამ რაღაც შუალედი არის მოსაძებნი. უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ბევრი გაგიცანით, შეგხვდით და მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან უნდა და ჯერ ვერ მიიღო ეს სიამოვნება. საკუთარი მიღწევებით ტკბობა, ჩვენ სახელს ვერ მოგვიტანს და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ვაჯობოთ საკუთარ თავს. ვინადიროთ ჩვენი "ოჩოპინტრეს" ეგიდით, არ დავემალოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს. მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ასე იოლად, რამოდენიმე საათში ხალხის მიმართ ამოდენა სითბო, ბუნების გარდა სადმე გვიგრძვნია? ვიაროთ ერთად და ვიქნებით ძლიერნი. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამით მხოლოდ გამარჯვებული იქნება იმ იდეის გამხმოვანებელი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მეძლევა ასე თამამდ მოგმართოთ. პატივისცემით. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გეთანხმებით ბატონებო და გამეხარდა, რომ გამომეხმაურეთ. ჩემს შემთხვევაშიც სუფრაზე გაცნობით მოხდა ყველაფერი და თამამად შეგვიძლია ეს მოთხოვნადაც კი ჩავთვალოთ. "ჯერ სუფრა და მერე გეგმები". აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ერთმანეთის აზრებსაც ხომ ვენდობით და რეკომენდაციები გავუწიოთ იმათ, ვისი გაცნობის საშუალებაც მოგვეცა. ანუ თუ მავერიკი მეტყვის (პირობითად ვამბობ მავერიკს) ვინმეზე "კაციაო" მე ამაში დარწმუნებული უნდა ვიყო და კითხვები არ უნდა გამიჩნდეს. ურთიერთპტივისცემასა და ნდობაზე უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობები აგებული და ეს ასეც არის უკვე.
და კიდევ ერთი, არავინ ჩამითვალოთ, რომ ვინმეს ვმოძღვრავ, რჩევას ან შენიშვნას ვაძლევ და ა.შ. იმედი მქონდა და მაქვს, რომ ყველაფერს სწორად გამიგებთ. ერთად ყოფნა ჩემი უზომო სურვილია და მხოლოდ ამიტომ წამოვიწყე ეს საუბარი. კლუბის წევრებს რაც შეგეხებათ, მიმაჩნია, რომ თქვენი თითოეული სიტყვა ფორუმის იმ წევრებისთვის, რომლებიც შედარებით ახალგაზრდები არიან, ბევრს ნიშნავს და გამოიყენეთ ეს პრივილეგია. ბევრი თქვენზე სწორებას აკეთებს, გბაძავთ, გიჯერებთ და მათ მომავალ მონადირულ თუ მეთევზის თვისებებზე გავლენას ახდენს. რა დასამალია და მე თქვენგან ბევრი ვისწავლე და მადლობას გიხდით ამისთვის. ეს მუხტი არ მინდა დაიკარგოს, ძმებო. ხშირად, ადამიანებმა არ ვიცით რას ფიქრობენ ჩვენზე და 100 წელი შეიძლება ისე იცოცხლო, ვერ გაიგო, რომ სრულიად უცხო ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული კვალი შეიძლება გაქვს დატოვებული. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არავის. კაცები, რომ ხართ იმიტომ გვიხარია თქვენთან კონტაქტი. ადამიანები ვართ ყველანი და ანგელოზი არავინ გვირევია, ყველამ ვიცით. ისეთად მივიღოთ ერთმანეთი, როგორებიც ვართ და ყველაფერი კარგად იქნება. ღლიღვა ობიექტური მსჯელობაა, ბატონო ჩემო! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 17:38 |