რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რა სარგებლობა მოაქვს ერთობლივ ნადირობას |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 499 რეგისტრ.: 12-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
მოგესალმებით ყველას. ძვირფას ადმინისტრაციას, გამგეობისა და კლუბის და, რა თქმა უნდა, ფორუმის წევრებს.
მინდა "ოჩოპინტრეს" მიმართ უსაზღვრო პატივისცემა დავადასტურო და ერთ პატარა საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაზედაც თქვენი მოსაზრებები ჩემთვის საინტერესოა და, ვფიქრობ, საერთო საქმისთვის ანგარიშგასაწევი აზრებიც არ დააყოვნებს. არც ერთ ჩვენთაგანს ნადირობის სურვილის დაკმაყოფილების პრობლემა, რომ არ გვაქვს, ყველასთვის ცნობილია. სხვა თემაში დავწერე და აქ მინდა განვმეორდე - ჩვენი ერთობლივი გასვლა "ოჩოპინტრეს" ეგიდით მოხდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას მოგიწოდებთ ამას ყურადღება მივაქციოთ და საკუთარი სიამოვნების ნახვისას, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პრინციპების მატარებლები და ამ ფორუმის წევრები, რაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს დამატებით... გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ როტაცია უნდა ვაკეთოთ მუდმივი, რათა ყბადაღებული , ე.წ. "კუტოკობა" არ გამოგვივიდეს. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ვერ შევიკრიბებით ბუნებაში, იაღოვას დარბაზშიც კი ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ მე პირადად დიდი (უფრო, ალბათ, აუხდენელი) სურვილი მაქვს ყველას გიცნობდეთ და ასევე ფიქრობს ბევრი ჩვენთაგანი, მჯერა. ეს კი ერთი ხელის მოსმით ვერ განხორციელდება და ბევრი მუშაობა გვმართებს ამ კუთხით. მე ბედმა გამიღიმა (ტყულის არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ, რომ ცოტა უხეში ქმედებით მივაღწიე ამას) და რამოდენიმე ბრწყინვალე ადამიანი გაგიცანით, მაგრამ თუ შეძლებთ დამიჯერეთ, რომ საკუთარი თავისაც კი მერიდება, რომ მე სხვებს გავასწარი და იაღოვას დუქანში, რომ მოვიდე არავის გაუკვირდება. მე მერიდება მათი, ვისაც ძალიან უნდა კლუბის წევრების გაცნობა და მათ გვერდში, თუნდაც ერთი ჭიქის აწევა და ჯერ ეს ვერ მოუხერხებიათ. ამაში მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ. 2 000 კაცი ერთად ვერ შეიკრიბება, მაგრამ რაღაც შუალედი არის მოსაძებნი. უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ბევრი გაგიცანით, შეგხვდით და მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან უნდა და ჯერ ვერ მიიღო ეს სიამოვნება. საკუთარი მიღწევებით ტკბობა, ჩვენ სახელს ვერ მოგვიტანს და გავუზიაროთ ერთმანეთს ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, ვაჯობოთ საკუთარ თავს. ვინადიროთ ჩვენი "ოჩოპინტრეს" ეგიდით, არ დავემალოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს. მოდი საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ასე იოლად, რამოდენიმე საათში ხალხის მიმართ ამოდენა სითბო, ბუნების გარდა სადმე გვიგრძვნია? ვიაროთ ერთად და ვიქნებით ძლიერნი. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ამით მხოლოდ გამარჯვებული იქნება იმ იდეის გამხმოვანებელი, რომლის მეშვეობითაც საშუალება მეძლევა ასე თამამდ მოგმართოთ. პატივისცემით. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 639 რეგისტრ.: 17-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ამიტომ ჯერ სუფფრაზე გავიცნოთ ერთმანეთი და მერე მინდორიც ერთობლივად დავლაშქროთ ეგრე იყოს რა პრობლემაა ! მე მხოლოდ ერტი კითხვა მაქვს. ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ურტიერთობა უნდა (ნადირობაც და ქეფიც) როგორ უნდა მოხვდნენ იმ სუფრაზე სადაც ჯერ არსსს ))) მე ჩემზე არ ვამბობ და საერთოდ მე "ჩემობით" არ ვზომავ. კითხვა მარტივია - როგორ მოხვდნენ ის ხალხი ვისაც ეს უნდა იმ სუფრაზე სადაც ან მწვანე ან წითელი შუქი აენთებათ ? თუ კლუბთან ერთობლივ ნადირობას წინ ერთობლივი ქეიფი უნდა უძღვოდეს მაშინ გააცანით საიტის წევრებს ამ ქეიფზე მოხვედრის რეგლამენტი და პირობები. ისე არც მე ვარ წინააღმდეგი კაცი ჯერ მთვრალი სუფრასთან ვნახო და მერე მინდორში. უბრალოდ არ შეიძლება უთხრა კაცს წადი იქ არ ვიცი სად და გააკეთე ის არ ვიცი რაო ! იმედია არავის ვაწყენინე ჩემი მოსაზრებით |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეგრე იყოს რა პრობლემაა ! მე მხოლოდ ერტი კითხვა მაქვს. ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ურტიერთობა უნდა (ნადირობაც და ქეფიც) როგორ უნდა მოხვდნენ იმ სუფრაზე სადაც ჯერ არსსს ))) მე ჩემზე არ ვამბობ და საერთოდ მე "ჩემობით" არ ვზომავ. კითხვა მარტივია - როგორ მოხვდნენ ის ხალხი ვისაც ეს უნდა იმ სუფრაზე სადაც ან მწვანე ან წითელი შუქი აენთებათ ? თუ კლუბთან ერთობლივ ნადირობას წინ ერთობლივი ქეიფი უნდა უძღვოდეს მაშინ გააცანით საიტის წევრებს ამ ქეიფზე მოხვედრის რეგლამენტი და პირობები. ისე არც მე ვარ წინააღმდეგი კაცი ჯერ მთვრალი სუფრასთან ვნახო და მერე მინდორში. უბრალოდ არ შეიძლება უთხრა კაცს წადი იქ არ ვიცი სად და გააკეთე ის არ ვიცი რაო ! იმედია არავის ვაწყენინე ჩემი მოსაზრებით ღლიღვა ბატონო, როგორ გგონია, შენ შეძლებ 2000 კაცს ქეიფის რეგლამენტი გააცნო? მგონი სისულელეა, ქეიფების რეგლამენტირებაღა გვაკლია, ლოთობები, სპეციალური თემაა ფორუმზე დადებული, და ინფოც იდება, ხან ლუდუსძიების , ხან ლობიოს ძიების, და ხან კიდევ რისი ძიების ![]() ![]() ![]() ![]() მერე მეორეც, იმაში გეთანხმები რომ კაცს გაურკვეველი არაფერი არ უნდა უთხრა, მითუმეტეს მაშინაც კი როცა ის კაცი იმასაც არ ამბობს რა უნდა, შეიძლება მხოლოდ რჩევა მისცე ფა ეგაა, მერე უნდა ჩემს ნარჩევზე წავიდეს, და უნდა თავისით იაროს როგორც აქამდე კაცია და ბუნება, ჩემი ინიციატივით, მე უცხო კაცს ვერ დავპატიჟებ სანადიროდ, უცხომ რომ დამპატიჟოს, ჯერ გავიგებ ვინ მეპატიჟება, კახასი არ იყოს , რეკომენდაციებს ავიღებდი საერთო ნაცნობებისაგან და მერე წავიდოდი მე შეიძლება სხვაზე ცუდი მონადირე ვიყო, მაგრამ მე მაინც, როგორც ყველას, ჩემი წესები მაქვს ხო ის დამავიწყდა, ის ხალხი ვისაც კლუბის წევრებთან ქეიფი და ნადირობა უნდა, კლუბის წევრი უნდა გახდეს და თუ როგორ უნდა გახდეს რიგირტი ფორუმელი კლუბის წევრი იხ. http://forum.ochopintre.ge/index.php?showt...t=0&start=0 რაღაც კომკავშირული გამოვიდა ჩემი ბოლოთქმა ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 16:55 |